ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი1992
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 ოქტომბერი, 2010


Lost Control = )

კიდევ ერთი დღე, როცა ცხოვრებას ვუყურებ ფხიზელი თვალით და თავი მეზიზღება. რას  ვაკეთებ .... თვალი მიშტერდება და ვფიქრობ იმ ყველაფერზე, რაც გავაკეთე. ვზივარ და ვწერ ამ ჩემს მონოლოგს,  იმიტომ რომ მიჭირს ადამიანებთან ბოლომდე გახსნა, ვერავის ვენდობი. ხშირად ვფიქრობ, ვისაც ვენდე რა ხეირი... ვერც ერთმა ვერ გაამართლა.
  მინდა მამაოსთან მისვლა, მაგრამ რაღაც მბოჭავს, განა მეშინია, ან მეზარება . არა,  უბრალოდ მრცხვენია ჩემი თავის. ვიცი, მკითხველი ფიქრობს, ადამიანთა 90 % ეგრე ამბობსო. სიმართლეა, მაგრამ გააჩნია ვის რის გამო რცხვენია...
  ვუსმენ ქართულ როკ ჯგუფს „LOUD SPEAKERS“, რომელიც ერთმა კარგმა ადამიანმა გამომიგზავნა. ვუსმენ და ვიგრუზები, იმაზე თუ რა მელის ცხოვრებაში. მე ხომ უსაქმური მექალთანე ბიჭი ვარ, რომელსაც არავინ არაფერს უშლის... უაზრობაა ყველაფერი... ამიტომაც ვცდილობ ყურადღება სიგარეტზე გადავიტანო. ვეწევი ახლა თვალებდახუჭული. თითოეულ ი ნაპასის დროს ვუწევ მუსიკას და ვუსმენ, როგორ იწვის  სიგარეტი, როგორ მუშაობს ჩემი ფილტვები. ვხვდები, უჭირთ...
  დიახ, რა თქმა უნდა,  პლანსაც ვეწევი. მაწუხებს ყველაფერი და ვერავის ვენდობი, ამიტომაც ამ ყველაფერს ტექსტ დოკუმენტში ვწერ და არ ვუყვები რომელიმე მეგობარს ... პლანი სიამოვნებას მანიჭებს მხოლოდ იმით, რომ ვეღარ ვფიქრობ. ფიქრი, ფიქრი და კიდევ ფიქრი, ეს მკლავს. მქონია მომენტი,რომ  ისე გადატვირთულა თავი აზრებით, როგორც პროცესორი ვირუსებით..... აღარ შემეძლო. უბრალოდ ცრემლები მასკდებოდა... ზოგი წაიკითხავს და იტყვის, შენ ვერ ხარ დალაგებულიო. შეიძლება, მართალიც იყოს...  წერის დიდი ნიჭი  არ მაქვს, მაგრამ მთავარია  ვცდილობ რაღაც შევცვალო...
  ყველაზე მეტად ზიზღიანი გამოხედვა მკლავს. აშკარად ვგრძნობ, როცა ზიზღით მიყურებენ ... ჩემი მეგობრის ნათქვამის არ იყოს,  ბევრს თვალებში ჩახედავ და უბრალოდ ანარეკლს ხედავ, იმიტომ რომ სიცარიელეაო... ჩემი თვალებით კი ჩემს ემოციას გაიგებ. ზოგჯერ ისე მინდა რაღაცა, არ ვიცი რა. ლომკა მკლავს. ვიცი, არც მოსაწევია, არც სასმელი და მითუმეტეს არც წამალი. გავიხედავ და ყველგან მას ვხედავ...მგონი სიყვარული ჰქვია ამას, მაგრამ არ მჯერა, ალბათ, იმიტომ რომ არ განმიცდია ეს გრძნობა. თუმცა, შეიძლება განვიცადე და ეხლაც ვიტყუები .... ამასაც პირდაპირ ვწერ,  განვიცადე,  მომეწონა და გამიტაცა ...  ჩემი ნაწერი თავისუფალი თემა მგონია , რომელსაც შეამოწმებენ და გადააგდებენ ....ზოგი იტყვის 100 წლის კაცივით ლაპარაკობ, თითქოს ცხოვრებაში ყველაფერი გქონდეს ნანახიო. მართალია, არ მაქვს ნანახი, მაგრამ...
ზოგი მეუბნება, ისიამოვნეო ცხოვრებითო. ცხოვრებით როგორ უნდა ისიამოვნო, როცა ცხოვრება შენით იღებს სიამოვნებას . ირგვლივ ბევრ ჩემს თანატოლს კიდია ყველაფერი , ან უბრალოდ ასეთი სახე აქვთ მიკერებული .  ჩემი ყველა ახლობელი „ფეხებზე მკიდიას „ მეძახის. ჰგონიათ, რომ  უბრალოდ მშვიდი ვარ, არაფერი არ მადარდებს, მაგრამ ვინ იცის,  მე რამდენს ვფიქრობ და ვნერვიულობ ყველაფერზე. შეიძლება დღეს კარგად მეცვას, მაგრამ სახლში მივიდე და არაფერი დამხვდეს საჭმელი. ზოგს გაეცინება, ეს რა მოთხარაო... 
ბევრჯერ მქონია ასეთი მომენტი. ყოფილა შემთხვევა, რაღაც ცუდი რამეც გამიკეთებია ამის გამო ... ახლა ცინიკურად მეღიმება და ვფიქრობ რატომ ? შენ კარგად იყავი და სხვას დაუშავე? ეგოიზმია... პატარაობაში ყველა მარიგებდა,  მაგრად დადექი, მაგრად! ცხოვრება ისეთი ნაბო.... (მაპატიეთ ცენზურისთვის), თუ წაგაქცია ვეღარ ადგებიო ... დღეს კი ვხედავ, რომ ვინც ამ ყველაფერს მეუბნებოდა, უბრალოდ კი არ წააქცია, ზედ გადაუარა ცხოვრებამ. მე კი გვერდიდან ვუყურებ ყველაფერს...
  ნათქვამია, მდინარის დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიანო. ვცდილობ არ ვიყო მკვდარი...  საერთოდ, ძალიან ჩუმი ვარ, მაგრამ თუ  საქმე პირადულს ეხება, იმდენი შემიძლია ვილაპარაკო, რომ ყველას ენით მოვეწონო. მაგიტომაც მეუბნებიან ეშმაკი ხარო .... ეშმაკობა რა შუაშია, როცა ადამიანს ზრდილობიანად, თავაზიანად ელაპარაკები? მითუმეტეს , თუ არაფერი გეშლება.... ასეთ დროს ამბიციური ხდება ადამიანი. ალბათ, ამიტომ ამივარდა თავში, რომ მეუბნებიან კარგი ხარო...
  ყველაფრის ახსნა შეუძლებლია...
--------
  ეს პატარა  მონოლოგი დაიწერა 19.10.2010 23:55.
ახლა არაფერი მაწუხებს, იმის გარდა რომ  ფხიზელი ვუყურებ მონიტორს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები