ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2010


ნუგბარი

თუ არ გაახელ მაგ თაფლიან თვალებს,
დარაბებს,
თუ არ ჩამოკრავ ზარს,
რომელსაც ვდარაჯობ მუდამ,
ერთი დღე ალბათ მოგვადგება,
როცა ხვალამდე
ვეღარ დაგიცდი,
ვიფიქრებ, რომ უბრალოდ მსურდი...
და გავიხურავ გიშრის მარცვლებს, თვალის დარაბებს,
წავიღებ მხოლოდ რამდენიმე ლექსს შენზე,
ნუგბარს...

ზამთარი მოდის, ზუსტად ვიცი, გამომადგება.
თუმცაღა ვწუხვარ, წინასწარვე, უსაზღვროდ ვწუხვარ...





                                                                                                                          __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები