ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი1992
ჟანრი: პროზა
26 ოქტომბერი, 2010


კიდევ ერთი დღე

კიდევ ერთი დილა.
  ვიღვიძებ.
  რაღაცას ბურღავენ კორპუსში, არადა ჯერ მხოლოდ 12 საათია. შაბათსაც არ გვაცლიან რა ძილს. ნერვები მომეშალა.  მერე უცბად ამომიტივტივდა გონებაში , რომ დღეს ინგლისური მაქვს. მაგაზეც გავბრაზდი,  მეზარება სასტიკად .
  ხედი ფანჯრიდან- წვიმისგან გაწუწული ბეღურები ელექტროსადენებზე.
  როგორც ჩანს, დღეს სულაც არ აპირებს გამოდარებას. ახლა უფრო მეტად მეზარება ყველაფერი.
  რაც მეტად გინდა დრო ნელა გავიდეს, მით უფრო სწრაფად ატრიალებს ვიღაც საათის ისრებს... მასწავლებელთან წასვლის დროც მოდის.
  მივყვები ნაწვიმარ ქუჩას.
  ვეწევი. სიჩუმეა. მგონი, დღეს ადამიანებს გაღვიძება დაავიწყდათ.
  ამ ქუჩაზე საცხობია და მუდამ სასიამოვნო სურნელი დგას. ოღონდ სასიამოვნო მაშინ, როდესაც ჯიბეში ახალგამომცხვარი  პურის საყიდელი ფული გაქვს...
  ისევ მივდივარ.
  საცხობის ახლოს კაცი დავინახე. ჯართს აგროვებდა, წვალობდა რაღაცას... დღის ბოლოს, ალბათ, არც გამახსენდებოდა ეს ადამიანი, ჩემთვის რომ არ დაეძახა. სიგარეტი ხომ არ გაქვსო,-მკითხა.  არც გამიცია პასუხი, ამოვიღე ჯიბიდან და მივაწოდე ერთი ღერი. მერე ასანთიც მთხოვა. მოვუკიდე.  გულში გავიფიქრე, ბარემ ფილტვებიც ხომ არ გათხოვო-თქო.  მის სევდიან თვალებს რომ დავაკვირდი, საკუთარი ფიქრების შემრცხვა.  კაცმა დიდი მადლობა გადამიხადა და თავისი საქმე გააგრძელა.
  ზედმეტი მომეჩვენა მისი მადლობა იმ შხამისთვის, რომელიც მე მივეცი და ზიზღი გამიჩნდა მის მიმართ. მერე მისი ალალი, სევდიანი თვალები გამახსენდა და დავიბენი. ვცადე , საერთოდ ამოეგდო გონებიდან ეს კაცი.
  რაღაც ფიქრი რომ აგეკვიატება, მერე ძნელია მისი თავიდან მოშორება. მივდიოდი და ისევ იმ კაცზე ვფიქრობდი.  ადამიანს შხამი მივაწოდე და ასეთი მადლობით გამომისტუმრა, მართლა სიკეთე რომ გამეკეთებინა მისთვის, ალბათ, მთელი ცხოვრება ჩემი მადლიერი იქნებოდა...
  რა ცოტა უნდა ადამიანს სიამოვნებისთვის... მხოლოდ ორი სიტყვა, "დიდი მადლობა" და უკვე ხასითი გამომიკეთდა.
  მივდიოდი და მეღიმებოდა. მინდოდა ვინმესთვის მომეყოლა ეს ამბავი. სურვილი სურვილად დარჩა...
  გაკვეთილმა, როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივად ჩაიარა.
  გარეთ გამოვედით მე და ჩემი თანაკლასელი და ავტოფარეხთან დავდექით. იქვე პატარა თაღია. ძმაკაცი გამეხუმრა, მიდი მიაფსიო.  უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამო მივედი და ვხედავ , კარდონია ამოფარებული, გადავიხედე და შემეშინდა,  ვერ მივხვდი რა ხდებოდა,უკან  გამოვედი სწრაფად.  ჩემი კლასელი მივიდა და რომ ჩაიხედა, უკვე ხმა გავიგე: „რას იყურები, ბიჭო?!“  ძმაკაცსაც შეეშინდა მოულოდნელობისგან . კარდონის იქით კაცი იწვა,  რომელსაც თურმე ეძინა და ჩვენ გავაღვიძეთ.  დავიგრუზე, რით დაიმსახურა ამ ხალხმა ასეთი ცხოვრება...  უკან მივიხედე და  იმ კაცის ჩაწითლებულ თვალებში ზიზღის და  სიცარიელის გარდა ვერაფერი ამოვიკითხე... ცხვირი წითელი ჰქონდა, ალბათ, არყის სმისგან.
  სახლში ვბრუნდებოდი და ვფიქრობდი,  ის კაციც ხომ გაჭირვებული იყო, საცხობთან რომ შემხვდა , მაგრამ  ის გადარჩენას ცდილობდა , რაღაცას აგროვებდა,  რომ  საჭმლის ფული ეშოვა . თვალებში იმედი ჰქონდა შერჩენილი... ავტოფარეხთან ნანახი კაცი  კი  იწვა და ეძინა, მისი თვალები კი მხოლოდ  ზიზღსა და სიძულვილს იტევდნენ...
  ისევ ამედევნენ ფიქრები. არადა სულაც არ ვარ ფიქრის ხასიათზე.
  ახლა ვწერ და ვეწევი. სიგარეტის წვის ხმას ვუსმენ...
  ნეტა, შეიძლებოდეს ხანდახან გონება გამორთო, როგორც ტელევიზორი და თვალღიამ დაიძინო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები