ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიტო
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2010


სულის წამალი

საყოველთაოდ ცნობილი
მკურნალი იყო ერთი
მორწმუნე,დიდად კეთილი
ძლიერ უყვარდა ღმერთი.
ერთხელ კი მასთან მივიდა,
კაცი თმა-წვერით თეთრი,
უთხრა:
-წამალი მინდა ისეთი,
რომ განმეკურნოს სული,
ოღონდ მომეცი წამალი
არ მენანება ფული.
ექიმმა უთხრა:
-პირველ რიგში მეგობარო
ფული მიეცი გლახაკებს
თუ ამას არ გააკეთებ
წამალი ჩემი არ გარგებს.
წავიდა კაცი გაყიდა
ქვეყნად რაც კი რამ ებადა
მისცა გლახაკებს, უპოვართ,
უკან დაბრუნდა ხელადა.
-გავყიდე და დავარიგე
ქვეყნად რაც კი რამ მებადა
ახლა კი მომე წამალი,
რომ ვცხონდე მე იმ ქვეყნადა.
ექიმმა უთხრა:
-აიღე:
ფესვები მორჩილებისა,
ფოთლები მოთმინებისა,
ნაყოფი კეთილ საქმისა,
ცრემლები სინანულისა,
ეს ყველაფერი დანაყე
მდუმარების ფიალაში,
საღრმთო შურის ცეცხლზე შედგი,
გადმოიღე თავმდაბლობის ფილაში,
ზედ მარილი მოაყარე
სიყვარულით,ლოცვით,
და მიიღე ეს წამალი
სინანულის კოვზით.
-მეშველება მერე რამე?
ავმაღლდები მე ზეცამდე?
-მიმღები ამა წამლისა
ამაღლდება ცამდის
და განკურნებულ იქნება
უკუნითი უკუნისამდის.
(ამინ)!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები