 | ავტორი: თე_თე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 28 ოქტომბერი, 2010 |
გზა , რომელსაც ყოველ დილას სახლიდან მიკროავტობუსის გაჩერებამდე გავდივარ , სულ რაღაც ერთი კილომეტრი იქნება , ან ოდნავ მეტი. თუმცა, ფეხით სიარულით მიღებული სიამოვნება , მთელ დღეს მომყვება , დილაუთენია დალეული ცხელი შოკოლადის არომატად .
მთავარი არსი, წვიმაში თუ ქარში სეირნობისა- ხალხია . ის ჭრელი და ფერადი მასა (არა! შავთეთრი უფრო . სად ვიცით ქართველებმა ფერების ფასი... დავდივართ გულმოკლული ჭირისუფლებივით და უარესად ვამუქებთ , ამ ნაცრისფერ ყოველდღიურობას ) ყოველ დილას მეჩქარება. არადა სამსახურში მისულს ყავის დალევის და ერთი დოზა ნიკოტინის მიღების დრო, ყოველთვის მაქვს ... უბრალოდ ქრონიკულად დაგვიანების შიში მაქვს და სულ მავიწყდება ამ ფობიის გუუგლში ამოკრეფა.მაგრამ არსებობს კი ? თუმცა იარსებებს , სადაც მელანოფობია არსებობს (შავი ფერის შიში) ჩემმა ფობიამ რა დააშავა ნეტავ ?!
ისე ამ ჩემს ფობიებით დაავადებას დადასტურება და მეცნიერულად დამტკიცება სჭირდება და დროა შევეშვა, სანამ წერის ფობიაც აღმოვაჩინე ჩემში .
ღიმილს ვერ ვიცილებ დილიდან . მივდივარ და ერთიდაიგივე სურათი მეორდება გამუდმებით . დეჟავუს დავაბრალებდი, მაგრამ ხალხი ყოველთვის იცვლება , მომღიმარ სახეებს გაკვირვებული მზერა ენაცვლება და საპასუხოდ ჩემს უბეჩავარდნილ შარვალს და მწვანე,კოპლებიან ბოტებს ვუმზერ მათ თვალებში . გუშინ ისე გადავიხარხარე ,უპატრონობასთან ერთად სულიერი სიჯანსაღის დეფიციტიც ივარაუდეს ალბათ და მე მაინც უმიზეზოდ კმაყოფილი მივ(ბოტ)დი სამსახურში ... დროს ვეღარ ვგრძნობ ამ ბოლოს ...ბავშვობის წლებში ჩარჩენილს, ჩიკორივით მაბზრიალებს და ასაკის მატებასთან, ჭკუის დაკლების შიში მიჩდება .( აი, კიდევ ერთი ფობია აღმოვაჩინე , ამასაც ”დავგუგლავ” ) რა ჩემი ბრალია , სულის ხასიათს თუ ფერებით ვამზეურებ. ჟოლოსფერი სითამამით , მწვანე სიმშვიდით ,მზისფერი ამინდებით ვსაზრდოობ და ჯილდოდ , სულ რაღაც ორი ”ბაში” რომანტიკა მჭირდება ?!
მე)(ადამიან)(ება ხალხოოო !
Te…
28/10/2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გაიხარე ღიმილა :) გაიხარე ღიმილა :)
12. kaia raa :) kaia raa :)
11. რავიცი სალო, ვეღარ ვიცლი :-*
ხანდახან შემოვირბენ და გავდივარ ხოლმე :) რავიცი სალო, ვეღარ ვიცლი :-*
ხანდახან შემოვირბენ და გავდივარ ხოლმე :)
10. ოჰ, გამოჩნდა ქალბატონი. სად ხარ გოოგო შენ ? /:) ოჰ, გამოჩნდა ქალბატონი. სად ხარ გოოგო შენ ? /:)
9. გიოოოო :*
and I love you with all my heart :-*
გმადლობ გივი : ) გიოოოო :*
and I love you with all my heart :-*
გმადლობ გივი : )
8. liebe dich von ganzem herzen!!!
liebe dich von ganzem herzen!!!
7. კარგია, წარმატებებს გისურვებ... კარგია, წარმატებებს გისურვებ...
6. ლაა :-*
და დიდი მადლობა ყველას : ) ლაა :-*
და დიდი მადლობა ყველას : )
5. ჰეი.. :) "გუშინ ისე გადავიხარხარე ,უპატრონობასთან ერთად სულიერი სიჯანსაღის დეფიციტიც ივარაუდეს ალბათ და მე მაინც უმიზეზოდ კმაყოფილი მივ(ბოტ)დი სამსახურში ... " :)) :-* და ცხელი შოკოლადი მომინდა:( ჰეი.. :) "გუშინ ისე გადავიხარხარე ,უპატრონობასთან ერთად სულიერი სიჯანსაღის დეფიციტიც ივარაუდეს ალბათ და მე მაინც უმიზეზოდ კმაყოფილი მივ(ბოტ)დი სამსახურში ... " :)) :-* და ცხელი შოკოლადი მომინდა:(
3. რაღაცნაირად მომეწონა :) რაღაცნაირად მომეწონა :)
2. გაიხარე ლალი :-*
გმადლობ : ) გაიხარე ლალი :-*
გმადლობ : )
1. კარგი გოგო ხარ და სხვაში რომ დადე.
დაგიჯერე აქ,ანუ ავტორის გულწრფელობა დავიჯერე აქ.
მეადამიანება ...მეც:)ოღონდ დოზირებულად. დავტოვე აქ კეთილგანწყობა:)
კარგი გოგო ხარ და სხვაში რომ დადე.
დაგიჯერე აქ,ანუ ავტორის გულწრფელობა დავიჯერე აქ.
მეადამიანება ...მეც:)ოღონდ დოზირებულად. დავტოვე აქ კეთილგანწყობა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|