ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაბრიელ გოგიბერიძე
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2010


წამოდექი (ეძღვნება ჯარისკაცს, რომელმაც ზღვა დაკარგა) "რომ წამოდგე, საკუთარი ფეხები გჭირდება" - ნიცშე

წამოდექი, წამოდექი ფეხზე,
ენდე მხოლოდ შენს საკუთარ მუხლებს...
წამოდექი, წამოდექი, შესძელ,
გაუძელი, როგორც ტკივილს უძლებ.
წამოდექი, დაეყრდენი ხელებს,
არ გჭირდება სხვისი მხრები, ზურგი...
ენდე მხოლოდ შენს დაქანცულ ფეხებს,
წამოდექი და გაშალე მუხლი.
ძლიერი ხარ, ძლიერ ფესვზე დგახარ,
მერე რა, რომ ახლა ძლიერ გტკივა.
დაცემულიც კი ამაყი ჩანხარ...
წამოდექი, წამოდექი, ჯიმა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები