ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იგი-ნი
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2010


გამაფერადე

გეცნობი ალბათ..
არ მიცნობ არა,
შენ ჩემს ფიქრებში მიცურავ მშვიდად,
თუ გკითხე რამე?
არამც და არამც,
უბრალოდ შენში კარი შევაღე.
გითხარი რამე?არ მითქვამს,არა,
ფიქრით ვფიქრობდი,რაც ვერ გავბედე...
მიყვარხარ მე შენ? რა გითხრა აბა...
შენ ჩემი სული გააფერადე..
წავიდე ახლა?შენში დავრჩები
ისე კი წავალ,შორს მეყვარები
ნაცრისფერ ფიქრებს გავიფერადებ
შენზე ფიქრით და მოგონებით

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები