ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2010


"ისტორიული რომანი"


"ეს არ ყოფილა უბრალო სურათი, ეს იყო დრო, თანაც წარსული, ისტრიული დრო." ჯ.ქარჩხაძე
*
იცით? არ მინდოდა,
მოდით ნუ დამძრახავთ,
ცოტა შემეშალეთ,
თავიდან დაგხატავთ.
*
მაჯის ციფერბლატზე
წლები ამერია,
სამოცს ვაპირებდი
აქ კი - ცხრამეტია.
*
თეთრი კულულები
თოვლად გარდავსახე,
მთებზე - ნაოჭები,
სუფთად ვხატავ სახეს.
*
კაბის სილურჯეც კი
წლებს, რომ წაუღიათ,
ფუნჯმა ჟანგიანმა
ზღვაში აურია.
*
მე კი, მე მრცხვენია,
როგორ გავბედე და!!!
ბებერ ფუნჯნოსანს, რომ
ბავში შემიყვარდა.
*
ფეხებ მორყეული
წარსულს ავედევნე,
ძველი ხელჯოხითღა
ვებრძვი სარეველებს.
*
ვებრძვი სარეველებს
აწმყოს ნანგრევებში,
სწორედ იმ ტაძრებზე
მე რომ ვაშენებდი.
*
ვებრძვი აწმყოს რადგან:
ისევ წარსულს ვეტრფი,
თქვენ კი, ქალბატონო
მხოლოდ ერთსღა გეტყვით:
*
იცით? არ მინდოდა,
მოდით ნუ დამძრახავთ,
ცოტა შემეშალეთ,
თავიდან დაგხატავთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები