ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მხოლოდ შენ ერთს
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2010


წავალ...

თუ დავიწყების შენგან ბურუსი მელის,
თუ ამ შეხვედრით ამაოდ ვცდილობ -
დავრჩე...
თუ სიყვარული ჩემი,
ცასავით წრფელი,
ტკივილებისგან ვეღარ გშველის და გარჩენს...

წავალ იქ, სადაც ტალღას აგორებს ლეთა...
მივებარები,
შევუერთდები ჰადესს...
თუ არსებობით,
ჩემით,
მაგ შენ გულს ვფლეთავ...
თუ მარტოოდენ შენში წუხილებს ვბადებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები