ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზანგი ფიფქია
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2010


Monolithic

შუაღამეა,
ყველა წიგნიდან ფურცლები ცვივა,
ყველა ამოგლეჯილ ფურცელზე იკითხება
განაჩენი -
სიკვდილით დასჯა.



სიკვდილით დასჯა გამართლებულია,
რა საჭიროა ”მეორე შანსი”,
ბოლოს და ბოლოს
კასრი აფუჭებს ვაშლებს,


ჩვენს ეტიუდს
იაფფასიანი ნიკოტინით მოწამულული
ჭორიკნები,
და(დე)მონებული წყლის მნაყველთა სექტა წერს…
თავისუფლობანა, სიყვარულობანა
თამაშია...


სარეველასავით,
კოპირებით გამრავლებულ ჯოგს,
სნობიზმით გაჟღენთილი ღრუბელელი აწვიმს…



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს