ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხო არ იმასშვრები
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ნოემბერი, 2010


წერილი უმისამართო ადრესატს

ვიცი რომ არ არსებობ, მაგრამ დღეს მე მაინც გადავწყვიტე მომეწერა პირველად და უკანასკნელად, იმიტომ რომ, ზუსტად ვიცი ეს აღარასოდეს მომიწევს, უბრალოდ არ შემიძლია არ გითხრა  რასაც ვფიქრობ შენზე – თუნდაც ერთხელ ...
ნუ მასწავლი როგორ ვიცხოვრო და როგორ მოვიქცე,  შენ საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვი, იმისთვის რომ მე განმსაჯო. მთელი ცხოვრება რომ შეცდომების დაშვებაში  გავატარო, მაინც ვერ შევძლებ შენ გაგიტოლდე ჩემი შეცდომებით. მე როგორც მოკვდავს, არ მე მეპატიება შენ რომ არ გიწამე, განა შენ გეპატიება კაცობრიობის დაღუპვა და მერე  ყველაფერში მათივე დადანაშაულება?  რა საჭირო იყო მთელი ეს მასკარადი, რასაც სიცოცხლე ჰქვია, თუკი ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული?  თუ არ ყოფილა, მაშინ აღიარე რომ შეცდი და შეწყვიტე საკუთარ შეცდომებში სხვების დადანაშაულება!  თუ ღმერთიც ცდება, პასუხი არ უნდა მოეთხოვებოდეს შეცდომებისთვის ადამიანს, ხოლო თუ არ ცდება, გამოდის რომ ამაო ყოფილა ყველაფერი – თავად მოისურვე ასე, ჰოდა შემეშვი და დამაცადე მშვიდი ცხოვრება, ჩემი გაკრიტიკების არანაირი მორალური უფლება არ გაქვს!  ან რისთვის მსჯი?  შენი ამბიციების გამო, რომელსაც შეეწირა უამრავი ადამიანი და ასე გაგრძელდება უსასრულოდ...  ნუთუ არ მოგბეზრდა ამ ტრაგიკომედიის ყურება?  მე მაინტერესებს ვინ არის მაცდური, ის ვინც აკრძალული ხილი დარგო თუ, თუ ის ვინც მისი მოწყვეტა უბიძგა? თუ არ არსებობს წინააღმდეგობა, არ არსებობს მისი დაძლევის ინტერესი!  " ბუნების კანონების საწინააღმდეგო კანონების შემოღება ნიშნავს, ხელი შეუწყო ახალი დანაშაულებების დაბადებას, რათა მომავალში დასაჯო ისინი"  რატომღაც ეს სიტყვები მახსენდება,  ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ასეა ამ კონკტერულ შემთხვევაშიც... რა უფლება გაქვს აპატიო ერთ ადამიანს მეორესთან ჩადენილი დანაშაული? ფიქრობ ასე მარტივია იყო ობიექტური, როდესაც ფაქტი უშუალოდ შენ არ გეხება? რა ადვილია არა მანდედან საუბარი?!  არ გეჩვენება რომ არათანაბარ პირობებში ვართ?  შეფასება კი რატომღაც თანაბარია!  შეეშვი მოწოდებებს და გაიზიარე ადამიანების ბედი, ჩამოდი დაბლა და მერწმუნე მე შენზე მეტად უცოდველი ვიქნები, ისევე როგორც მილიარდობით ადამიანი.  მხოლოდ ძალადობა შობს ახალ ძალადობას, ასე რომ,  კეთილი ინებე და მიიღე ის, რაც დათესე!  ნანობ რომ სწორად ვერ გათვალე? მეეჭვება! შენ ხომ სადისტი ხარ, ამიტომაც აქვს შენს მიერ შექმნილ ადამიანებს სადისტური მიდრეკილებები , რაც შთაბერე ის გამოჰყვათ, ახლა კი თავი ისე გიჭირავს, თითქოს შენ არ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე.  თავს ნუ იმართლებ!  საკმარისია ამდენი სიცრუე, თანაც ვისგან?! ჯერ შენ იყავი კარგი მაგალითი და მერე მოიხოვე სხვებისგან ანალოგიური მოქცევა, თორემ  შენს საქციელში სამაგალითოს  მე ვერაფერს ვხედავ.  თუკი მე ვცდები და შენ არსებობ – დამიმტკიცე ! დამიმტკიცე რომ რაიმე კარგი მოგაქვს შენი არსებობით ვინმესთვის, ყველაფერი კი იმის ახსნით დაიწყე, რა საჭირო იყო სამყაროში ადამიანები, თუ არა შენი ამბიცია და ეცადე დამაჯერებელი გამართლება მოუძებნო, აი მერე იქნებ გიწამო კიდეც! ... თუმცა არა!!!  ასეც რომ იყოს, ნუ დაელოდები ჩემგან ქედის მოხრას! გაჩენა მე არ მითხოვია და შესაბამისად არ მსურს მარიონეტი ვიყო მთელ ამ გაუგებრობაში. თუ ოდესმე შენ შეძლებ და დამიმტკიცებ შენს არსებობას, უფრო მეტად შემძულდები, რომ არსებობ ამდენი უსამართლობის ფონზე და არაფერს აკეთებ მის შესაჩერებლად. ორივესთვის უკეთესია თუ არ იარსებებ!  შენთვის იმიტომ, რომ შენს პატივმოყვარე ღირსებას არ შელახავს, ის ფაქტი, რომ ერთი ადამიანი ვერ დააჩოქე, ჩემთვის კი იმიტომ, რომ შენი სიძულვილისგან განვთავისუფლდები... ხედავ?  შენს გარეშე ყველაფერი გაცილებით უკეთესია – ადამიანები ვეღარ "მოინანიებენ" ჩადენილ დანაშაულს, ხოლო ის ვინც სიკეთეს გააკეთებს, ამას გულით იზავს და არა ანგარებით ...



P.S.  წერილი შეიცავს ერთ ურთიერთგამომრიცხავ ფაქტს და თუკი ამას ვინმე შენიშნავს (რაც მეეჭვება მოხდეს) თავს ნუ შეიწუხებთ  ზედმეტი კითხვებით და ნურც მე შემაწუხებთ – შეგნებულად არის დაშვებული "შეცდომა"  და ემსახურება გარკვეულ ( დიად )  მიზანს  :D

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები