ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კარპენტერ
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2010


ნატალია

                                  -გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
                                  ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
ნატალიას ის დღე გაახსენდა. იმ დღეს მისი მეუღლე სახლში არ დაბრუნებულა. მთელი ღამე არ ეძინა მას. ყველგან დარეკა, ვისაც იცნობდა, ვისი ნომერიც იცოდა: მეუღლის ამხანაგებს ნათესავებს, სამსახურში პირველ რიგში. არავინ იცოდა სად იყო მისი “ძვირფასი”. ნატალიამ სამი ციფრი აკრიბა:
...
-როგორც კი რაიმეს გავიგებთ, აუცილებლად შეგატყობინებთ, არ ინერვიულოთ..
-ხომ აუცილებლად...
-დამშვიდდით ქალბატონო, მოვძებნით, ცოცხალს და უვნებელს
...
                            -სული საზღვარს გადასცდება ფრენით,
ნატალიამ თავიანთი პირველი პაემანი გაიხსენა. მან სახლის კიბემდე მიაცილა მაშინ ბევრად ახალგაზრდა გოგონა, და ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა. ნატალიას გული გათბა, ამავე დროს გაიყინა, შემდეგ როცა მისი “რაინდი” სიბნელეში თვალს მოეფარა, მისი სითბო მწველ ცეცხლში გადაიზარდა და ყინული გაბზარა, დაადნო, დაამსხვრია. ნატეხები კი სხვადასხვა მხარეს მიიწევდნენ: ერთს სირბილით აჰყავდა მეშვიდე სართულამდე, მეორე იმ ბიჭს მისდევდა, რომელთანაც ნატალიამ წინა ორი საათი გაატარა, მესამე ცეცხლზე ნავთს ასხამდა და მის გრძნობებს ერთმანეთში ურევდა...
                  -ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
ხმამაღლა თქვა, მიმართა მას...
-მას, მას, მას...
-რა იყო ნიორაძე, რა მოხდა, უფრო ხმამაღლა არ შეგიძლია?
-შევახსენებ მას...
-მე დაგაბნიე ალბათ არა? შეახსენეთ, შეახსენეთ.
                                    -ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
                                    რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
უკვე ოთხი დღე გავიდა, რაც ნატალიას მისი ქმარი არ უნახავს, ოცნებობს, ჯანმრთელად იყოსო.
თავში კი ათასი აზრი უტრიალებს.
ნეტავ ავარიაში ხომ არ მოყვა? არა აქამდე იპოვიდნენ. ან იქნებ წყალში ჩავარდა და ამიტომ ვერ იპოვეს? რა სისულელეა...
იქნებ ვიღაც გადარეულს შეხვდა და რამე დაუშავეს? ჩემი ნოდარი ჭკვიანია, თავს აარიდებდა ასეთ რამეს... სადა ხარ ნოდარ? ოხ რას არ მივცემდი რომ ცოცხალი და ჯანმრთელი კვლავ დაგინახო...
ფიქრები ტელეფონის ზარმა გაუფანტა:
-დიახ, ვნახეთ ქალბატონო, ჯანმრთელია და მმმ, ცოცხალი და ჯანმრთელია...
-კიდევ კარგი, მე კიდევ რა არ ვიფიქრე. ახლავე გამოვდივარ...
                                    -წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
ნატალია ბედნიერია, სახეზე ფერი დაედო, და კვლავ მათი პირველი პაემანი ახსენდება. მას შემდეგ ასეთი გაბრწყიმებული და აღელვებული არავის უნახავს. მაგრამ იმ დღეს სახლში შესულს მშობლები ეჩხუბნენ, რატომ დაიგვიანეო...
            -მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
არც ახლა გაგრძელდა მისი ბედნიერება უსასრულოდ,
-ნეტავ აქ რატომ მომიყვანეს? –დაეჭვდა ნატალია, საცხოვრებელი სახლის წინ მდგარი.
პოლიციის თანამშრომელმა გზა მიუთითა და უხმოდ გაუძღვა, უკვე მეორე სართულზე არიან, ნატალიასათვის დაღლილობა შეუმჩნეველი იყო, იმის მიუხედავად რომ ძალიან სწრაფად ადიოდნენ.
მეოთხე სართული. ნატალია უკვე ფიქრობს ლიფტის შესახებ.
-ხომ არ შევისვენოთ? ლიფტი არ მუშაობს და...
-არაუშავს, განვაგრძოთ გზა...
მეხუთე სართული. მეორე პოლიციელი შეხვდათ, ჩამოდიოდა. უხმოდ მიესალმა ამსვლელებს.
მეექვსე სართული. ნატალია ნანობს რომ შესვენებაზე უარი თქვა, რომ ცოდნოდა ასე დაიღლებოდა...
ხმა ისმის, ქალის ხმა, განრისხებული.
მეშვიდე სართული. “აი ვინ ჩხუბობს თურმე”, ნატალიამ დაასკვნა რომ ქალი ქმარს ეჩხუბებოდა, მაგრამ პოლიციელები დაინახა. ფიქრობს რომ ქმრის გამო ჩხუბობს. მაგრამ ფორმიანების იქ ყოფნა არ მოეწონა, ძალიან არ მოეწონა. მისი წინამძღოლი გაჩერდა, თანამშრომლებს, მიუახლოვდა. ნატალია მერვე სართულისკენ გაემართა...
-აქეთ ქალბატონო, აქ არის.
ნატალია შეჩერდა, გახედა კარს, ქალს, მაინც არ იტეხს ნავსს და მიემართება კარისკენ. უცნობი ქალბატონი კი გაოცებული დგას.
                                    -გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
დღეს ნატალიას მეუღლე სახლში არ დაბრუნებულა. ნატალიამ ყველგან დარეკა ვისთანაც შეეძლო მისი მოძებნა.
                                    -ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
თუმცა ნოდარი არც დაკარგულა, არც რაიმე უბედურება შემთხვევია, უბრალოდ ის იქ იყო, სადაც ნატალია ვერ მოძებნიდა.
- რა მივიღე მასწ?
- რაა?
- მასწ, რას დამიწერთ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს