ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კარპენტერ
ჟანრი: იუმორისტული
27 ნოემბერი, 2010


*****

საკლასო ოთახი ნომერი 26. ამ ოთახში სწავლობდნენ ისეთი დიდი ადამიანები როგორებიც იყვნენ ლევან დიდიძე, დავით გურგენიძე, ჯონი აბულაძე და რევაზ კვირკველია.
არ გამიკვირდება თუ მათზე არაფერი გსმენიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი არ იყვნენ დიდი ადამიანები. მაგალითად ლევანი საუკეთესო სანტექნიკოსია მთელს ქალაქში, ამასთან ცნობილი თამადა.
ახლა კი 26-ე ოთახში სწავლობს 8 დ კლასი, მიმდინარეობს მათემატიკის გაკვეთილი.
-როგორ ვერ ამოხსენი ბიჭო, მერამდენედ გამოვიყვანე ეს მაგალითი წინა გაკვეთილზე? ჰა? მითხარი ერთი მიყურაძე! ამოვხსენი თუ არა ზუსტად ეს მაგალითი წინა გაკვეთილზე?
-დიახ მასწ, ამოხსენით.
-გაიგე ვერულაშვილო რა თქვა შენმა ამხანაგმა?
-კი მარა არ გამოდის სწორი პასუხი და ...
-ხმააა!!! წინა სემესტრში რაც დაგიწერე იმის ნახევარს არ აკეთებ ახლა და კიდევ პრეტენზიები აქვს?! წადი დაჯექი.
-ნახეთ მასწ ჩემი ამოხსნილი და თქვით თუ არის სადმე შეცდომა.
ნელი მასწავლებელმა, რომელიც აგრეთვე ასწავლიდა ზემოთ აღნიშნულ ბუმბერაზებს, გადაეხედა მოსწავლის რვეულს. ვერაფერი გაიგო და მალევე დაუბრუნა.
-რაა ბიჭო 8 წელია წერა ვერ ისწავლე, გითხარი არ გაქ სწორი, სხვა გზით ამოხსენი ალბათ, მიდი მიყურაძეს გამოართვი რვეული და გადაწერე.
ვერულაშვილი უკმაყოფილოდ დაჯდა მერხზე, წაიკითხა წარწერა: “ჯ. აბულაძე”. სიმართლე ვთქვათ, მობეზრდა კიდეც ამ წარწერის კითხვა, სურვილი გაუჩნდა თავის ინიციალები ამოეკვეთა.
სხვათაშორის ამ წარწერის ავტორი ახლა მაღაზიის მეპატრონეა და მთელ უბანს ამარაგებს სურსათ-სანოვაგით, მომჩივანი კი არასდროს ჰყოლია.
-ბავშვებო რა მაინტერესებს, ა კლასი რას გადის ახლა თუ იცით?- კვლავ ნელი მასწ-ის გაკვეთილი.
-არ ვიცით მასწ.
-ყველას მაგივრად რავა შენ ლაპარაკობ მიყურაძე, გადი ლაურას ცარცი გამოართვი, გვერდზე ოთახშია.
-აუ კიდე ცარცით უნდა ვწეროთ...
-აბა მარკერს არ აყენებთ თავის ადგილზე
-ჩვენ რას გვერჩით ნელი მასწ მალე იცლება, თან ძვირია და არავინ დებს ფულს, მე მარტო ხო არ ვიყიდი, სადა აქვს ჩემ პატრონს მაგდენი?
ეს ჯგუფხელის გამოსვლა იყო, როგორც ყოველთვის მკაცრი და სამართლიანი...
ადრე ჯგუფხელი დავით გურგენიძე იყო. მართალია, რომ ხშირად გოგონებს ირჩევენ ამ თანამდებობაზე, მაგრამ იმ ჯგუფში მხოლოდ ბიჭები იყვნენ. დავითს რაც შეეხება, ის ახლა ამერიკიდან მანქანებს აგზავნის. რა თქმა უნდა საუკეთესოდ მოვლილს და რაც შეიძლება ახალგაზრდას. მის მიერ გამოგზავნილი არც ერთი მანქანა არ ყოფილა ავტო-საგზაო შემთხვევის მსხვერპლი... აქ ჩამოტანამდე...
-მიყურაძე...
-ვარ(სიტყვა შუაში გააწყვეტია საშორვიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდამ)
-ხარ, მარა ვაი მაგ ყოფნას. იშოვე ცარცი?
-არა,
-რატომ?
-არა მასწ ლაურა მასწავლებელი ცუდად გამხდარა და წაუყვანიათ
-უიმე დედა, სად? რა მოუვიდა?
-რავი მასწ ბავშვებმა თქვეს სკამიდან გადაყირავდაო და...
-ააა ალბათ ისევ შეტევა დაემართა, თავში ხო აქვს მაგას რაღაცა...
თავისთვის ჩაილაპარაკა ქალბატონმა ნელიმ, როგორც მათემატიკის ამოცანა, ამ ისტორიის გასაღებიც მალე იპოვა.
-და საავადმყოფოში წაიყვანეს?
-არა სახლში.
-აჰა, კარგი.
მასწავლებელი დაფიქრებული ჩანდა. გარეთ გაიხედა იქნებ ვინმე ვნახოო, კოლეგა.
-დემური! დემური, მოიცა, მოიცა.
-ნელი გოგო სად იყავი, არაფერი არ გაგიგია?
-ხო რავიცი, ხმაური გავიგე, მეთქი ბავშვები ხმაურობენ-თქო, ან ცდება გაკვეთილი და... ის მაინტერესებს, წავალთ ალბათ სანახავად არა?
ამ დროს კლასში, როგორც იქნა ვერულაშვილმა უკვდავჰყო თავისი ინიციალები მერხზე და ისე გაერთო რომ “ჯ. აბესაძე”-ც წაჩიჩქნა, ამოშალა.
კვლავ ნელის და მის კოლეგა დემურის დავუბრუნდეთ. Mოკლედ რომ ვთქვათ, გადაწყვიტეს: დემური დაურეკავდა ნელის თუ ავადმყოფის მონახულებას გადაწყვიტავდნენ, სხვა კოლეგები.
ავადმყოფი სახელად ლაურა იყო რევაზ კვირკველიას დედა და ამავ დროულად მისი მასწავლებლის ახლო მეგობარი. შეიძლება იფიქროთ, რომ მეგობრის, კოლეგის ან დირექტორის შვილს მასწავლებლები გამორჩეულად ექცეოდნენ... არც შეცდებით, ბევრი პასუხისმგებლობას აკისრებდა, ბევრი არა, საბოლოოდ კი რევაზი, ან რეზო როგორც ხშირად ეძახდენ ხოლმე, გამოვიდა ერთ-ერთი ბანკის ერთ-ერთი ფილიალის დირეტორის მოადგილე, სამაგიეროდ კარგი ადამიანი იყო. ის ერთი ავტომობილით დაეტაკა მეორეს და გავიდა, ნაპირზე.
ნელი მასწავლებელი დაბრუნდა კლასში.
-კარგი ბავშვებო გავაგრძელოთ, გურეშიძე შემახსენე რომელ პარაგრაფზე გავჩერდით.
-მესამეზე.
-ძალიან კარგი. ესე იგი ბავშვებო ჩვენი გაკვეთილის თემაა სამუცნობიანი განტოლების ამოხსნა...
-ზარია მასწ,
-ზარიაა.
-კარგი გაჩერდით. დახურე ბიჭო კარი. არავინ არ გავიდეს კლასიდან ჩემზე ადრე, როცა მე გავალ, მაშინ დაირეკება თქვენთვის ზარი. გასაგებია?
ბავშვები უკმაყოფილოდ დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს.
-მოკლედ არვიცი, თქვენი ნერვები არა მაქვს, აიღე გურეშიძე ეს წიგნი და დაწერე დაფაზე დავალების ნომრები.
-რამდენია?
-გაჩუმდი მიყურაძე, მოვა საკონტროლო, ვერ დაწერ და მოხვალ შენ და შენი მშობელი პრეტენზიებით ნიშანზე. ყველას გეხებათ ეს!
ასე დამთავრდა ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილი მერვე დ კლასის ცხოვრებიდან.
ხო მართლა, ვისაც ლაურა მასწავლებლის ბედი აღელვებს, ის შეიშალა. ქუჩაში თუ ავტომობილს დაინახავს, ან მწეველს, ან სააბაზანოში შევა, ახსენდება შვილი და მთელი ხმით ყვირის: მანქანა, სიგარეტი შვილი, შვილი... ამას თავის ისტორია აქვს: როდესაც სანტექნიკის გამოცვლა გადაწყვიტა, ქალბატონმა ლაურამ მისი შვილის, რეზოს ახლო მეგობარს შეატყობინა, ლევანი უბადლო ოსტატია მაგრამ მაინც დააკლდა ერთი ნაწილი. რეზო წავიდა მის საყიდლად, გზად მეგობრის, ჯონის მაღაზიაში სიგარეტი შეიძინა, შუქნიშანზე კი ღერი დაუვარდა, მანქანა შემთხვევით დაძრა და...
სხვათაშორის მანქანა რეზოს, დავით გურგენიძემ გამოუგზავნა საჩუქრად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს