 | ავტორი: მაილო ჟანრი: პროზა 29 ნოემბერი, 2010 |
მზე ისევ აღმოსავლეთიდან ამოვიდა. სხივი ფანჯარას მოხვდა და ფანჯარამაც ცივად აირეკლა. ფანჯრიდან არეკლილი სხივი აივანზე სავარჯიშოდ გამოსულ მამაკაცს მოხვდა და თვალი მოჭრა. თვალი რომ მოეჭრა ხელი აიფარა და გირი გაუვარდა. გირი რომ გაუვარდა თეთრ კაფელზე დაეცა და გატყდა. ნატეხმა აისხლიტა, მე-9 სართულიდან გადახტა მე-4 სართულზე ლეიბების ბერტყვაში გართულ დიასახლისს დაეცა თავზე. დიასახლისმა ნატეხი ჯერ ლეიბზე ჩამოაგდო, შემდეგ ზემოთ აიხედა და წკიპურტით გადაუშვა მე-4 სართულიდან. ნატეხი ბევრი (თუ ცოტა) ფრენის შემდეგ ყურსასმენიან ბიჭს დაეცა პიჯაკზე, ჩამოცურდა და დავარდა. ბიჭმა სითეთრე ჩამოიბერტყა და გზა განაგრძო. გზაზე გოგომ ჩაუარა, შეხედა... გახედა... გოგომ შეხედა, გაიარა, ახლა სხვას შეხედა. ბავშვს... გაუღიმა. ბავშვმა კალიასკიდან საწოვარა გადააგდო. დედამ ვერ შენიშნა, საუბრობდა. საწოვარას მაწანწალა ძაღლი ეცა და გაძუნძულდა. ქუჩა გადაჭრა. მათხოვარს ჩაუარა... მათხოვარმა გაწვდილი ხელი დაასვენა, ხურდამ გაიწკრიალა. შუახნის ქალმა მონოტონური ხველებით ჩააბრუნა საფულე ჩანთაში. მის ჩანთას ჯიბის ქურდი აეკიდა, ჩაბრუნებული საფულე ამოაცალა და საპირისპირო მიმართულებით განაგრძო გზა. ქურდმა გოგოს ჩაუარა, გოგომ დაინახა ქურდის ქურდობა, მაგრამ ქურდულად გააყოლა თვალი და ადიდასის მაღაზიაში შევიდა. კარებში ზანგს დაეჯახა. "sorry"-ო უთხრა. ზანგი ტაქსში ჩაჯდა. მძღოლს ხუთლარიანი მიაწოდა. მძღოლმა გამოართვა და შუშა წყლით გაწმინდა. წყლის წვეთი გვერდით მანქანაში შევარდა და ღიპიანი მამაკაცის თეთრ პერანგს ლაქად დააჩნდა. ღიპიანმა ლაქას დახედა, საჭე გაექცა, უკნიდან Fორდმა დაუსიგნალა - Fორდში გაბრაზებული ქალი ცალი ხელით მაკდონალდსის ჩიზბურგერს იტენიდა პირში, მეორეთი - ასიგნალებდა. სამივე მანქანიდან შეიგინეს... საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი 07-ის მძღოლმა გულიანად გაიცინა შექმნილ საგზაო საცობზე და იქვე გააჩერა მანქანა. გადმოვიდა და თვალი გააყოლა ორი ბალონკა ძაღლით მოსეირნე ქალბატონს. ბალონკებიდან ერთ-ერთი საგრძნობლად წინ გაიქაჩა და ერთ მამაკაცს შარვალზე მოედო. მამაკაცმა უკმაყოფილოდ გაიწმინდა შარვალი და ბანკში შევიდა. ბანკირს დაღლილი სახე ჰქონდა, ამიტომ მამაკაცი მოლარესთან მივიდა პირდაპირ. მოლარე მობილურში მესიჯს აგზავნიდა. ახალი აიFოუნის მეორე მხარეს, მეორე ბანკში კადრების განყოფილების უფროსი სავარძელზე წამოწოლილა, მობილურით ხელში და ტკბილად იღიმის. მასთან მდივანი შედის და საბუთებს მაგიდაზე ყრის, კაბინეტის კარი ხურავს, სავარძელში ჯდება და ყურმილს იღებს. ტელეფონის მეორე მხარეს გოგონას ხმა ისმის. აბაზანიდან გამოვიდა და სველ თმას იკრავს. აივანზე გავიდა და მეორე აივანზე მეზობელს მიესალმა ღიმილით . მეზობელი სახლში შევიდა და ქურიდან სადილი გადმოდგა. სადილის ორთქლი ერთი ფანჯრიდან მეორე ფანჯარაში შეიკლაკნა. მეზობლის მეზობელი კროსვორდს ავსებდა, აბუზღუნდა ფანჯრიდან შემოსულ სუნზე და ტელევიზორის ხმას აუწია. მეორე ოთახიდან შვილმა გამოსძახა - წიგნები აქვს გადაშლილი და სკაიპში ჩეთაობს. სკაიპის მეორე ხაზზე მე-11 კლასელი ბიჭია. ხუთი ფანჯარა აქვს გახსნილი და ხუთ გოგოს ელაპარაკება. ამ ხუთი ფანჯრიდან მესამის მიღმა გოგონა, ინვალიდის სავარძელში ზის. მოწყენილი სახე აქვს და რახმანინოვს უსმენს. რახმანინოვის მუსიკა გვერდით ოთახში გადის. კედელზე ყური აქვს მიდებული მოხუც ქალს და კატას ეფერება. კატა მისი მუხლებიდან ხტება და აივანზე გადის. მზე მის სხეულს ათბობს. უკვე საღამოა... მზე დღესაც დასავლეთით ჩავა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. როგორი ჩვეულებრივი რამეები, როგორ არაჩვეულებრივად წერია .. ))ყოჩაღ! როგორი ჩვეულებრივი რამეები, როგორ არაჩვეულებრივად წერია .. ))ყოჩაღ!
4. ხოოოოოოოოოოო.... ისე წავიკითხე,ისეეეეეეე, მოკლედ ჩემს ტემპშია დაწერილი...
მე მიყვარს მაილო ხოოოოოოოოოოო.... ისე წავიკითხე,ისეეეეეეე, მოკლედ ჩემს ტემპშია დაწერილი...
მე მიყვარს მაილო
3. მომეწონა, სხვათაშორის - ეს ლიტერატურული ნატურალიზმია, ოღონდ ძალიან ცოცხალი და ექსპრესიული! 5 მომეწონა, სხვათაშორის - ეს ლიტერატურული ნატურალიზმია, ოღონდ ძალიან ცოცხალი და ექსპრესიული! 5
2. აილავიუ მაილო აილავიუ მაილო
1. ზანგი ტაქსში ჩაჯდა. <<ტაქსიში.
მომეწონა. ყველაფერი კარგადაა აწყობილი :) ზანგი ტაქსში ჩაჯდა. <<ტაქსიში.
მომეწონა. ყველაფერი კარგადაა აწყობილი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|