ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამაოების სანაპირო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 დეკემბერი, 2010


კარი

ღია სასტუმროებში კაცის მოკვლა უფრო ადვილია ვიდრე ჩვეულებრივ შენობაში სადაც უამრავი დერეფანია და მხოლოდ ერთი გასასვლელი, აქ კი ყველა ოთახის კარი გარეთ გადის…

"პე, პე, პე, კარი გამიღე!
პირით ბალახი მომაქვს,
ძუძუებით - რძე!!!"

ძუძუებით რძე არ ვიცი მაგრამ ადამიანების მოსაკლავად გამზადებული მე სასტუმროს დერეფნებში დავეხეტებოდი როგორც მშიერი ქუჩის ძაღლი .. ვეძებდი კარს , რომელიც ღია იქნებოდა…
ოჰ!!! რამხელა სიამოვნებას მომაიჭებდა ზღუბლზე ფეხის გადადგმა.
არც ერთი კარი დამხვდა ღია.
იმედგაცრუბული და გაწბილებული დავბრუნდი შინ .
დილით ფინჯანი ყავიდა და ნაფაზი სიგარეტისშემდეგღა დავივიწყე ჩემი არაკომპეტენტურობა. მივხვდი რომ თუ წინა საღამოს სასტუმროს დერეფანში ღია კარი შემხვდებოდა ვერაფერს ვიზამდი და უკან გამოვბრუნდებოდი . და საერთოდ რა შუაში იყო ადამიანების მოკვლე . ახლაღა ვხვდები, რომ სასტუმროს დერეფანში უბრალოდ ღია კარს ვეძებდი. მაინტერესებდა რამდენი ადამიანი იქნებოდა დაუდევარი და რამდენს დარჩებოდა კარები ღია ..
არა .. გატყუებთ ..
მე კარს ვეძებდი .
კარს რომლის იქითაც მომავალია.
ახლა ალბათ თქვენ ფიქრობთ რომ მაკლია .
გეკამათებათ ვინმე ?
მე მაკლია ..
მე სასტუმროების დერეფნებში მომავლის კარს ვეძებ ხოლმე <3



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები