ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლემი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2010


ფურცელზე ნაზად იღვრებიან ფუჭი სიტყვები
ტანად ნატიფი კალმის მსხვერპლად წირავენ თავებს
ისე მიყრილან თეთრ თაბახზე როგორც ნივთები
გაურკვევლობის გარკვევაში იკლავენ წამებს

როლებს ირგებენ ნაბოდვარი ლექსების მიღმა
ვერლიბრი იყოს, თუნდაც თეთრი ან დუნდაც შავი
გამოგონებულ რეალობის თუნდ პარადიგმა
ეს ლექსი ფასობს სიგარეტით და ჭიქა ყავით

ოსტატის ხელი სათითაოდ აკინძავს მძივად
ხალხის სახეებს აპლოდისმენტებად ჩაიტევს გულში
ვერლიბრისტებო მე თქვენ მიგიღებთ ძალიან ცივად
გულის სიღრმიდან გარდამავალი ფერების სუნში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს