შატილწყალამდე ჩამოსულ ბერდიას გულმა ხირჩლასკენ გაუწია. სახლში აბრუნდა,ხურჯინი მოძებნა და ჯიხვის ხორცი და ჟიპიტაური ჩაალაგა, კარაბინი გადაიკიდა და ცხენს მოევლო.შატილს მოვლით შემოუარა და მუცოსკენ წავიდა ჭენებით.ანატორს გაცილებულს თოფის ხმა შემოესმა და მიაყურადა,ხმა არღუნს პირიდან ზემო ანატორიდან მოდიოდა, ცხენი იქვე ხეზე მიაბა და კარაბინი გადატენა.ნელა ჩაირბინა ბილიკი და ლოდს ამოუწვა.ფხიზლად ათვალიერებდა გარემოს. უცებ ფეხის ხმა მარცხნიდან შემოესმა,სწრაფად მოიხედა და კაცი დალანდა, მისდა გასაოცრად მისი ძმადნაფიცი ხირჩლა ამოდიოდა ხევიდან აჩქარებით.ბერდია ფეხზე წამოხტა და ხმადაბლა დაუსტვინა,ხირჩლამ სწრაფად გამოხედა და გაოცებით შეხედა,მერე შუბლი ღიმილით გაეხსნა და ბერდიასკენ წამოვიდა. _ქისტ ხო არ გეგონ, ბერდიავ! _აბა რაი ვიცოდ მუცოდან ანატორს წამავლიდი ხირჩლავ, მე შენსკენ მავსდევდ გზას და თოფ ხმა შამამესმ. _ქორ რაიმე დავთოფ!_გაეღიმა ხირჩლას და ბერდიას გადაეხვია._მეც შენსკენ მედვ გზა,ფეხით გადმაუყევ და აქ შევგვიანდ. მოდი დავჰკრათა თითო._და ამ სიტყვებით ბუჩქებში გადამალული ხურჯინი გამოათრია.იქვე ჩამოსხდნენ და დაილოცნენ.კარგად შეჰყვნენ,შეზარხოშდნენ.უცებ გაღმიდან კლდეზე ორი ჯიხვი გადმოდგა,ძმადნაფიცებმა ერთმანეთს გადახედეს და გაკვირვებულებმა ისევ ჯიხვებს დაუწყეს ყურება. _აქ ჯიხვს რაი უნდ!_ჩაილაპარაკა ხირჩლამ. _მყვირალობაა, ხირჩლავ._უპასუხა ბერდიამ_ამ დროს ჯიხვ შეიძლებ ყველგან შემაგხვდეს,თავის კესანეს დაეძებს ეგეცა. _რო დავცხათა?_გაეპასუხა ხირჩლა და თავის "ესვეტე"_ს გადასწვდა,ბერდიამ თოფი დაუჭირა და ძირს დაადებინა ისევ. _ხირჩლავ,ა ემ ყანწითა ყველა იმათ შაუნდათ ვინც ა ემ აკლდამებში წვანან_თან ანატორის აკლდამებს გახედა_რამდენ საყვარელ წევსაა მანდა ვინ მასთცლისა.სრუ გაწყდნენ სათითაოდა. ემ ჯიხვ-ტიალების სიცოცხლე მაგათ სულებს ვაჩუქათა. დავჰკრათ ეგეცა და ავიდეთ შენთნა,ხვალ ხახაბოს უნდ ავიდ!_თითოც დალიეს,ცხენებზე შეჯდნენ და მუცოსკენ ნელა წავიდნენ.უხაროდათ ერთად ყოფნა. ძმადნაფიცები იყვნენ. ანატორის აკლდამებს მზის შუქი ჩამოადგა, სარკმელში შეიხედა და ოქროსფრად გაანათა ჩაბნელებული აკლდამები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ეეჰ, ხევსურეთი ისევ ჩემ ოცნებად რჩება... ეეჰ, ხევსურეთი ისევ ჩემ ოცნებად რჩება...
11. გაიხარე ძია...მალე ჩამაოლ ახმეტას ხვთის მადლმა... გაიხარე ძია...მალე ჩამაოლ ახმეტას ხვთის მადლმა...
10. ყოჩაღ, ირაკლი, რა მესიამოვნა ძმადნაფიცების შეხვედრა, ასე მგონია მეც იმათთან ვარ. ყოჩაღ, ირაკლი, რა მესიამოვნა ძმადნაფიცების შეხვედრა, ასე მგონია მეც იმათთან ვარ.
9. გაიხარეთ ყველამ... გაიხარეთ ყველამ...
8. 55555 რა კარგად გაქვს გათავისებული ეგ სამყარო, ირაკლი! და როგორ ბუნებრივად გამოგდის ნაწერი მაგ თემაზე!
პ.ს. ოღონდ მე ეს უფრო ნოველა მგონია, ვიდრე მოთხრობა!
55555 რა კარგად გაქვს გათავისებული ეგ სამყარო, ირაკლი! და როგორ ბუნებრივად გამოგდის ნაწერი მაგ თემაზე!
პ.ს. ოღონდ მე ეს უფრო ნოველა მგონია, ვიდრე მოთხრობა!
7. 5
და
მოკითხვა
ძმას. 5
და
მოკითხვა
ძმას.
6. თავის კესანეს დაეძებს ეგეცა-ო:)
სასწაულია ის აკლდამები.
ეს მოთხრობა კი მომწონს მაგრად...
თავის კესანეს დაეძებს ეგეცა-ო:)
სასწაულია ის აკლდამები.
ეს მოთხრობა კი მომწონს მაგრად...
5. კი, სისაური ვარ :) კი, სისაური ვარ :)
4. მაგარია!
ჩემი ძმა. მიყვარხარ!
მაგარია!
ჩემი ძმა. მიყვარხარ!
3. გაიხარე ძმაო...სისაური ხო არა ხარ? :) გაიხარე ძმაო...სისაური ხო არა ხარ? :)
2. დიდი მადლობა, ჩემო ირაკლი. დღეიდან ჩემი რჩეული ავტორი ხარ, ძმა. გეუბნები ამას, როგორც ანატორელი :) დიდი მადლობა, ჩემო ირაკლი. დღეიდან ჩემი რჩეული ავტორი ხარ, ძმა. გეუბნები ამას, როგორც ანატორელი :)
1. პ.ს. დიდი ბოდიშით მაგრამ რიგი მიზეზების გამო ლადო ჭინჭარაულის საღამო,რომელიც შაბათს უნდა ჩატარებულიყო გადაიდო იანვრამდე... პ.ს. დიდი ბოდიშით მაგრამ რიგი მიზეზების გამო ლადო ჭინჭარაულის საღამო,რომელიც შაბათს უნდა ჩატარებულიყო გადაიდო იანვრამდე...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|