ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2010


ჩვენ უიმედო გიჟები....(გაჩეჩილს)

სინანულმა თუ დაგვრია ხელი,
ვხვდები ცოდვებს გული ვეღარ იტევს,
შენ იცი,რომ მე მუდამ ვარ გვერდით
და ამ  გულში კვლავ ვინახავ იმედს.
ხშირად ვსტუმრობთ სუიციდის ქუჩას,
ნიღაბს ვირგებთ უიმედო გიჟის,
თავს დავაღწევთ უსასრულო ბურანს
და ვხვდებით რომ ეს ცხოვრება გვიჭირს.
ყველაფერზე ჩავიქნიოთ ხელი
მოვეჭიდოთ უკანასკნელ იმედს,
ხელს მოგკიდებ და გავიქცეთ, ბედიც
მოვატყუოთ და ვიცოცხლოთ იქნებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები