ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2010


* * *

          მინდა დავინახო ის,რაც შენთვის ალბათობაა.
          მოვიქციო მარწუხებში ამ ტვინი ექო
          და სანამ ქუჩებში ბომჟებს ეძინათ,
          ამის თრობით,ამის თრობით ვიკვალოთ ეს დრო.
          დამსხვრეული ყავის ჭიქიდან აღვადგენთ ბოლებს
          და სუიციდსაც მოგვაგონებს.
          ვიცინი პიცით. 
          ღამეულ დარაჯს შემოვიჩვევთ ამ სულის პრინცით.
          ჩვენთან მოვა,პატარა ოთახში შემოაბიჯებს.
          ამ ბიჯებს მოსდევს,პოეზიის უტყვი მრევლია????
          სიზმრები.სიზმრებში ალბათ თოვლს ელიან.
          იმ ფიფქს რითმებით სავსე თავს რომ გარითმავს,
          მე იქ ვჩერდები.ვიცი,ეს ლექსი მაინც გამრითმავს.
          მინდა ვიკითხო, გრძნობით ან თითქოს
          ნოტი ,,ლა'' მომეხვია ყელზე ვით კაშნი.
          ფიქრებს აზრიდან ხომ ვერც კი წაშლი
          არც ვცდილობ,რა,დამიჯერე?
          მხოლოდ გავერთოთ პოეტურად და
          დამსხვრეული ყავის ჭიქიდან აღვადგინთ ბოლებს
          და სუიციდსაც მოგვაგონებს,ვიცინი პიცით
          ღამეულ დარაჯს შემოვიჩვევთ ამ სულის პრინცით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები