ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემო თავართქილაძე
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2010


_____________ნელი დაგორებით______________

ნეტა ინთებოდეს ყველა ლამპიონი,
წვიმა მომეგებოს თოვლის ფანტელებად.
ახლა არ ვჩივი და ადრეც არ ვჩიოდი
შენ რომ მინათებდი ყველა ჩაბნელებას.

გზა, რომ გამინათე ძლიერ განათებით,
ცრემლი რომ შემიშრე ჯერ არ წამოსული.
ეს ხომ ჩვენ ვიყავით, გახსოვს?  გადავდევით,
როცა გადავდევით გვერდზე სიყვარული.

ნეტა იქმნებოდეს ჩვენი ისტორია,
ნეტა,  სადღაც წერდეს ჩვენზე მატიანე
ასე სიყვარული ვის გაუგონია?
მგონი არავის და ახლა ვაგვიანებ,

შენთან მოვდივარ და
უკან მომყვებიან სავსე ვაგონები,
ნელა მომყვებიან, ნელა მომყვებიან,
ნელი სიცოცხლით
და
ნელი დაგორებით.




_______________________ლიტ.ჯე სამუდამოდ მივატოვე... აქეთ გადმოვედი... ესეც ჩემი პირველი ლექსი (ადრე დავწერე) აქაური უნდა გავხდე________________________________

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები