ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ.დ.
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2011


ბნელოდა ისევ

         
    ბნელოდა ისევ

ბნელოდა ისევ.
ერთი დღის უკან.
როს გარეთ წვიმდა
და ქროდა ქარი,
ამოუცნობი
და მომხიბვლავი
მე გავიცანი
ლამაზი ქალი.
კი გავიცნი,
მაგრამ ის ქალი,
ჩემთვის დარჩება
მაინც უცნობი,
ვით სილამაზე
გასაოცარი,
ვით სიყვარული
ამოუცნობი.
ვერცერთი სიტყვა
ვერ აღწერს ამას,
ვერც კაცის ენა
დაარქმევს სახელს,
რას გრძნობდა გული
და რას გრძნობს ახლა
მხოლოდ თვალები
იტყვიან სათქმელს.
მე მზად ვარ სიკვდილს
შევხვდე პირისპირ
და გავუყარო
მას თვალში თვალი,
დავთმო სიცოცხლე
და მივატოვო
წუთისოფელი
ბრმად წარმავალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები