 | ავტორი: იგი-ნი ჟანრი: პროზა 21 იანვარი, 2011 |
პირველად უსასრულობაზე მაშინ დავიწყე ფიქრი ,როცა ზღვის სანაპიროზე ცურვისგან(უფრო სწორედ მისი სწავლისგან)დაღლილი ვერცხლისფერ ქვიშაზე გავიშოტე და მზისთვის თვალის გასწორებას ვცდილობდი..მაშინ დაახლოებით 4 წლის ვიქნებოდი.არაფერი მადარდებდა,მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რა შორს იყო მზე და სადამდე გრძელდებოდა ზღვა... მზეზე და ზღვაზე კიდევ ის ისტორია მახსენდებოდა ,რომელიც მამაჩემმა მომიყვა, როცა მზის ჩასვლას ვუყურებდით.რათქმაუნდა მეც მაშინვე დავიჯერე ეს ამბავი,როგორ ყლაპავდა კეთილი ვეშაპი ზღვამდე მისულ წითელ მზეს.მოკლედ მზის ჩასვლის საიდუმლო უკვე ამოხსნილი იყო,ახლა მხოლოდ ის მაინტერესებდა როგორ არ მთავრდებოდა ცა.ცა ლურჯი რომაა ამის ბრალი ხომ არაა..არა,ალბათ იმისი ბრალია ,რომ ცა მრგვალია..ან იქნებ რომ გავფრინდე ცის სიღრმეში,სულ ბოლოს ციფერ კედელს შევეჯახები.არ ღირს გაფრენა.და საერთოდაც აღარ მინდა ამაზე ფიქრი.აი დიდი რომ გავიზრდები... გავიზარდე დიდი...რამდენი ხანია თავში ათასგვარი უაზრო პრობლემა მიტრიალებს და მხოლოდ ერთხელ..მაშინ როდესაც მივხვდი, რომ ზოგიერთი პრობლემა არ გვარდება და საერთოდაც შესაძლოა პრობლემა არც არის,აი სწორედ მაშინ,ანუ ახლა გამახსენდა რომ ბავშვობაში "დიდი რომ გავიზრდების" ლურჯი პრობლემა დავუტოვე..უსასრულობა..ანუ ის რაც არ მთავრდება-უსასრულო.უსასრულო ცა,უსასრულო გრძნობა,უსასრულო ტკივილი,უსასრულო სი..ხო ,მაგრამ სიცოცხლეს ხომ სიკვდილი ასრულებს,მაშინ სად მიდის სიცოცხლე?სული ხომ ისევ ცოცხლობს.როგორ შეიძლება ადამიანი მოკვდეს და თან გაქრეს.უცებ ამ უსასრულო სამყაროშიც კი ამაზე ფიქრით აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი..სიკვდილი..სიცოცხლე..უსასრულობა...სიყვარული?...სიბნელე..უსასრულობა...სიკვდილი..კი მაგრამ მე ხომ მხოლოდ უსასრულოაზე ვფიქრობდი..არა ასე არ შეიძლება უსასრულობა ზედმეტად რთულია ჩემთვის..უსასრულოდ ფიქრი შეიძლება ამაზე..უსასრულოდ?მაგრამ...და გავჩერდი..აი დიდი რომ გავიზრდები..და კიდევ "დიდი რომ გავიზრდების" გადავუმისამართე გადაუჭრელი პრობლემა "უსასრულობა".
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. იქნებ "დიდი რომ გავიზრდები"-ს გონებრივი შესაძლებლობები გასწვდეს.. იქნებ "დიდი რომ გავიზრდები"-ს გონებრივი შესაძლებლობები გასწვდეს..
9. რაც შენ გონებრივ შესაძლებლობას წვდება, მხოლოდ იმაზე იფიქრე! რაც შენ გონებრივ შესაძლებლობას წვდება, მხოლოდ იმაზე იფიქრე!
8. ჰო ეგ რთული თემაა და ჯერ გაუცნობიერებელი ადამიანს არ შეუძლია ამის აღქმა. უსასრულობაზე მართლაც შეიძლება უსასრულოდ საუბარი. 5 ჰო ეგ რთული თემაა და ჯერ გაუცნობიერებელი ადამიანს არ შეუძლია ამის აღქმა. უსასრულობაზე მართლაც შეიძლება უსასრულოდ საუბარი. 5
7. დიდი მადლობა.. დიდი მადლობა..
5. ჰმ... საინტერესოა ... :) 5 ჰმ... საინტერესოა ... :) 5
4. საინტერესოა:)5 საინტერესოა:)5
3. რაღაც ხიბლი აქვს ნაწერს შენარჩუნებული :) რაღაც ხიბლი აქვს ნაწერს შენარჩუნებული :)
2. იმიტომ გავიმეორე,რომ მეჩვენებინა რამდენად ინტენსიურად ვფიქრობდი უასრულობაზე..მადლობა იმიტომ გავიმეორე,რომ მეჩვენებინა რამდენად ინტენსიურად ვფიქრობდი უასრულობაზე..მადლობა
1. ბოლო აბზაცებში იმდენად ხშირად გამეორდა სიტყვა "უსასრულობა", რომ ნაწერს აფუჭებს... იყო საინტერესო ადგილებიც... წარმატებები1 ბოლო აბზაცებში იმდენად ხშირად გამეორდა სიტყვა "უსასრულობა", რომ ნაწერს აფუჭებს... იყო საინტერესო ადგილებიც... წარმატებები1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|