 | ავტორი: ლუიზიანი ჟანრი: პროზა 23 იანვარი, 2011 |
-რამდენი წლის ხართ სოფი? მოულოდნელად ჰკითხა ქალბატონმა გოგონას: -მე 27 წლის ვარ! უპასუხა სოფიმ, თან გაკვირვებული მზერა მიაპყრო უცნობს, რომელიც გაოგნებული უყურებდა და თან ათრთოლებული ხელების დამალვას ცდილობდა. წამიერად ორივე ჩაფიქრდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან კარზე კაკუნი გაისმა. კარისკაცი იყო. სოფი გონს მოეგო და მოულოდნელად კარისკაცს გამოუცხადა, რომ სანამ სტუმართან საუბარს არ დაასრულებდა არავის შეეწუხებინა იგი.მიუახლოვდა ერთი შეხედვით ძალზედ უცნაურ და სევდიან ქალბატონს და გულში ჩაიკრა. ქალბატონი ერთიანად გაფითრდა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, დაბნეულობისგან ხმას ვეღარ იღებდა. სოფიმ თვალებში ჩახედა და სთხოვა მოეყოლა ყველაფერი მისი ცხოვრების შესახებ, რადგან შეატყო რომ მას მხოლოდ ამით თუ დაეხმარებოდა. ქალბატონი ფეხზე წამოდგა, ჯერ კარისკენ წავიდა, თითქოს წასვლას აპირებსო,შემდეგ უკან მობრუნდა,ცრემლები შეიმშრალა და თავისთვის ჩაილაპარაკა: ”ეს უნდა გავაკეთო, უნდა გავბედო...”და დაიწყო ოდნავ ცრემლნარევი ხმით: -ჩვენ, ადამიანები, ხშირად ვითომ საკუთარი კეთილდღეობისთვის ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაზეც მთელი ჩვენი ცხოვრება ვნანობთ, მაგრამ ეს სინანული ჩვენც კარგად ვხვდებით რომ ზედმეტად დაგვიანებულია. გვგონია ვცხოვრობთ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ვცოცხლობთ... ასე დამემართა მეც... -მე გავიზარდე ყველასათვის საყვარელ და თბილ ქალაქ ბათუმში. ჩვენი ოჯახი ყველასათვის სამაგალითო ოჯახად ითვლებოდა. დედა პედაგოგი, ხოლო მამა ექიმი იყო.. ოჯახში ერთადერთი და განებივრებული ბავშვი ვიყავი. ჩემი ცხოვრება ზღაპარს გავდა და მეგონა დასასრული არასდროს ექნებოდა. დავდიოდი სკოლაში, სადაც თითით საჩვენებელი ბავშვი ვიყავი სწავლითაც და ქცევითაც. ჩემი საყვარელი ადგილიც სწორედ ის იყო. ჩემი ბავშვობა, მეგობრები, წიგნები და ... ცოტა ხანს შეჩერდა, წყალი დალია და განაგრძო: -და კიდევ ჩემი მზე, ჩემი სიყვარული სახელად დავითი. ხო დავითი! მე ის ძალიან მიყვარდა. ის იყო ჩემი თანაკლასელი, რომელთან ერთადაც გავატარე მთელი ჩემი ბავშვობა. ბედნიერებისგან ღრუბლებში დავფრინადი, როგორც ყველა შეყვარებული ადამიანი. მინდოდა მალე დაგვემთავრებინა სწავლა, რათა ოჯახი შეგვექმნა და ერთად გაგვეტარებინა მთელი დარჩენილი ცხოვრება. ასე გადიოდა დღეები, თვეები... როგორც იქნა დადგა ის ნანატრი დღეც, როცა ბოლო გამოცდას ვაბარებდით და სკოლას სამუდამოდ ვეთხოვებოდით. სწორედ იმ საღამოს დაინგრა მთელი ჩემი ოცნებები და სამწუხაროდ მთელი ჩემი ცხოვრება.. იმავე საღამოს მთელი ჩემი კლასი შევიკრიბეთ ერთ-ერთი თანაკლასელის სახლში, სკოლის დამთავრების აღსანიშნად. ყველა ვერთობოდით, ვმხიარულობდით და ერთად დაუვიწყარ დროს ვატარებდით. როცა ჩვენი დამშვიდობების დრო მოვიდა, დავითმა შემომთავაზა სახლამდე მივეცილებინე. მეც, რასაკვირველია სიხარულით დავთანხმდი. ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო. მთვარეც ლამაზად ამოსულიყო, რომელიც გვინათებდა სახლისკენ მიმავალ გზას. ვხვდებოდი, რომ იმ საღამოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ოცნებას არ ვწყვეტდი და ვფიქრობდი, რომ სწორედ იმ საღამოს ამისრულდებოდა სანუკვარი ოცნება და დავითი შემომთავაზებდა მისი საცოლე გავმხდარიყავი. სანამ სახლამდე მივაღწევდით, მან გამაჩერა და მთხოვა კიდევ ცოტა გვესეირნა. მე წინააღმდეგობა აღარ გამიწევია და გზა ნელი ნაბიჯით განვაგრძეთ. დავითი უამრავ ლამაზ სიტყვას მეუბნებოდა, დრო და დრო მეხუტებოდა და ყურში გაუჩერებლად მიმეორებდა, თუ რაოდენ დიდი და უსაზღვრო იყო მისი ჩემდამი სიყვარული. ბედნიერებისგან გაბრუებულმა ვერც კი შევამჩნიე, როგორ მივაღწიეთ ერთ ძალიან ძველ, მიტოვებულ სახლამდე. ეზო ხასხასა ბალახითა და ფერადი მინდვრის ყვავილებით იყო მოფენილი. ის ნახატს უფრო გავდა ვიდრე რეალობას. მე კი ამ ნახატის გმირად წარმოვიდგინე თავი და უსიტყვოდ შევყევი დავითს. მან ახლოს მიმიზიდა, ძლიერად მომეხვია. რამოდენიმე წამში მისი ნაზი ამბორი ვიგრძენი. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ეხებოდნენ, ვგრძნობდი რომ მისით ვსუნთქავდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გონებას ვკარგავდი და უსასრულობისკენ მივფრინავდი. ის არ ჩერდებოდა და ალერსს განაგრძობდა. უცებ მკერდზე მისი ძლიერი ხელების შეხება ვიგრძენი და მივხვდი რომ თავს ვკარგავდი. წამიერად გონება მოვიკრიბე და წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ მოულოდნელად, წამების წინ ნაზი და ალერსიანი დავითი გაშმაგებულ ცხოველად იქცა, რომლის ერთადერთი მიზანი, მისი ცხოველური ჟინის დაკმაყოფილება იყო. მე კი სიმწრით თვალებს მაგრად ვხუჭავდი და უშედეგოდ ვცდილობდი მის მოშორებას. ვემუდარებოდი არ გავეუბედურებინე და ერთი ხელის მოსმით არ დაენგრია ჩემი ცხოვრება, თუმცა დავითი ჩემს სიტყვებს არად აგდებდა და განაგრძობდა თავისი ბოროტული ზრახვების განხორციელებას. მისი სხეულის სიმძიმე სუნთქვას მიკრავდა, სასოწარკვეთილი ვცდილობდი მისგან თავის დაღწევას, ვიბრძოდი უშედეგოდ, სანამ უკანასკნელი ძალაც არ გამომელია. ის კი სიამოვნებით განაგრძობდა ჩემს შეურაცხყოფას....
(გაგრძელება იქნება ... )
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ველი,ველი ,ველი გაგრძელებას .
5 ველი,ველი ,ველი გაგრძელებას .
5
9. საინტერესო დანცდები! ++ საინტერესო დანცდები! ++
8. ეე,არ მეყო:( ეე,არ მეყო:(
7. ჩვენ ადამიანები, ხშირად ვითომ საკუთარი კეთილდღეობისთვის ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაზეც მთელი ჩვენი ცხოვრება ვნანობთ, მაგრამ ეს სინანული ჩვენც კარგად ვხვდებით რომ ზედმეტად დაგვიანებულია. გვგონია ვცხოვრობთ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ვცოცხლობთ... 5 ჩვენ ადამიანები, ხშირად ვითომ საკუთარი კეთილდღეობისთვის ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაზეც მთელი ჩვენი ცხოვრება ვნანობთ, მაგრამ ეს სინანული ჩვენც კარგად ვხვდებით რომ ზედმეტად დაგვიანებულია. გვგონია ვცხოვრობთ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ვცოცხლობთ... 5
5. მიუხედავად მისი ასაკისა მისი ცხოვრება მართლაც სკოლის დამთავრების ასაკში გაჩერდა((( მიუხედავად მისი ასაკისა მისი ცხოვრება მართლაც სკოლის დამთავრების ასაკში გაჩერდა(((
4. ჩემო კარგო 27 წლის თავად ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი და არა ის უცნობი ქალბატონი,ალბათ აღარ გახსოვდათ წინა თავი:)ქალბატონი კი 50 წლამდეა თქო ასე მიწერია პირველ თავშიიიიიიიიიი:):) ჩემო კარგო 27 წლის თავად ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი და არა ის უცნობი ქალბატონი,ალბათ აღარ გახსოვდათ წინა თავი:)ქალბატონი კი 50 წლამდეა თქო ასე მიწერია პირველ თავშიიიიიიიიიი:):)
3. იცი, მომეჩვენა, რომ 27 წლის ქალი ასე არ აღწერდა ამბებს. ცოტა ბავშვური ლექსიკა ხომ არ აქვს? თუმცა შეიძლება იმ კუთხითაც შევხედოთ, რომ მისი ცხოვრება გაჩერდა სკოლის დამთავრების ასაკში და მომხდარი უბედურება იმდენად ძლიერი იყო, რომ გაყვა ბოლომდე :)
მოკლედ, ჩემი აზრია ეს მხოლოდ :)
წავიკითხავ შემდეგსაც აუცილებლად :) იცი, მომეჩვენა, რომ 27 წლის ქალი ასე არ აღწერდა ამბებს. ცოტა ბავშვური ლექსიკა ხომ არ აქვს? თუმცა შეიძლება იმ კუთხითაც შევხედოთ, რომ მისი ცხოვრება გაჩერდა სკოლის დამთავრების ასაკში და მომხდარი უბედურება იმდენად ძლიერი იყო, რომ გაყვა ბოლომდე :)
მოკლედ, ჩემი აზრია ეს მხოლოდ :)
წავიკითხავ შემდეგსაც აუცილებლად :)
2. საინტერესოა და მტკივნეული თემა, უკვე ძალიან მასიური სამწუხაროდ... ველოდები გაგრძელებას, დასკვნას ფინალში დავწერ. კარგი გოგო ხარ. მიყვარხარ ძალიან :-* საინტერესოა და მტკივნეული თემა, უკვე ძალიან მასიური სამწუხაროდ... ველოდები გაგრძელებას, დასკვნას ფინალში დავწერ. კარგი გოგო ხარ. მიყვარხარ ძალიან :-*
1. ძალიან დამაინტერესე. კარგია ძალიან. ველოდები გაგრძელებას. +5 ძალიან დამაინტერესე. კარგია ძალიან. ველოდები გაგრძელებას. +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|