 | ავტორი: ვენერამილოსელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 29 იანვარი, 2011 |
და კვლავ როცა მარტო რჩები და ირგვლივ არავინ და არაფერია... ფიქრობ იმაზე რასაც ხმამაღლა ალბათ არც იტყვი , თუმცა ამაში სამარცხვინო არაფერი არაა? ჰოდა როდესაც შენს რბილ სავარძელში მოკალათდები და დაიწყებ ფიქრს, ვიღაც აუცილებლად შეგიშლის ხელს. შენ ხომ ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ხარ, სიმპათიური ნიჭიერი . ეს ცხოვრება უსამართლოა! შენ მეტს იმსახურებ , მას ხომ შენზე მეტი აქვს, შენ რით ხარ ნაკლები? -ჰო რით ვარ ნაკლები? - შენ? იმაზე ვისაც შენზე მეტი აქვს? -დიახ, რით ვარ ნაკლები? მასზე მეტი ჭკუაც მაქვს და უფრო ნიჭიერიც ვარ, ყველაფერი გამომდის რასაც კი ხელს ვკიდებ . მაშ რატომ აქვს მას ყველაფერი და მე არაფერი? - არაფერი? შენ არაფერი არ გაქვს? - არა. აბა რა მაქვს? -სახლი გაქვს? -ნუ, სახლი კი... - აჰა , ნუ, სახლი კი?.. ნუ, მეგობრებიც გყავს ხომ? ოჯახიც გაქვს , საყვერელი ადამიანიც გყავს, თუ არ ვცდები ორივე ხელი და ორივე ფეხიც გაქვს, თავიც და საერთოდ გარეგნობას არ უჩივი ხომ? - არა ეგ რა შუაშია? -რა შუაშია? რას გაიგებ ... მეტი რა გინდა აბა? - მეტი მინდა , ის მინდა რაც მას აქვს და მე არა. -ეგ შურია. - არა, ეს სურვილია, მეც მინდა მქონდეს... - რა ? რა გინდა რომ გქონდეს? რა გაკლია? - მაკლია, ბევრი რამ მაკლია... -და რამდენიმე წუთი ფიქრობ , იმაზე კი არა რა გაკლია , იმაზე , რომ ხომ შეიძლება როცა აღიარებ რა გაკლია შეგრცხვეს. მაგრამ შენ ხომ მარტო ხარ , ვისი უნდა შერცხვეს.- მე ფული მაკლია, კარიერა მაკლია, კომფორტი მაკლია... -რატომ გაჩუმდი? განაგრძე, კიდევ რა გაკლია? - კიდევ? მეტი არაფერი. - ესეიგი შენ გინდა თქვა რომ არაფრით არავისზე ნაკლები არ ხარ და სრული ბედნიერებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი გაკლია? -დიახ. -შეგიძლია ერთ კითხვაზე მიპასუხო? - შევეცდები. - ყოველ დილას სახლიდან რომ გადიხარ და გზად ახალგაზრდა გოგო რომ გხვდება , პატარა ბავშვით ხელში , რომელიც შემწეობას ითხოვს, და რომლისთვისაც შენ 20 თეთრს იმეტებ, ის რითია შენზე ან სხვაზე ნაკლები? შენ სხვაზე ნაკლები თუ გაქვს , ამ გოგოს შენზე ნაკლები აქვს, ბევრს კი მასზე ნაკლები და ასე შემდეგ. მითხარი აბა , ის რითია უარესი? - მე ეგ არ მითქვამს... - არა ეს არ გითქვამს , მაგრამ რას იტყვი ერთ დღეს ყველას ერთნაირად რომ ჰქონდეს ყველაფერი , აი, მაგალითან ყველანი ისე რომ იყოთ როგორც ის საბრალო გოგონაა? - საშინელებაა. - ჰო არა? და ისე რომ იყოს როგორც შენ გინდა ,ანუ ყველას ის რომ ქონდეს რაც შენ გაკლია, მაშინ? -... - არ მიპასუხო , შეგრცხვება - უკვე შემრცხვა. -ვისი? - შენი, აქ ხომ მხოლოდ მე და შენ ვართ. - ჩემი სანამ გცხვენია არაფერი გეშველება , გონს ვერ მოხვალ. - რას გულისხმობ? ცუდია რომ შემრცხვა? - არა კარგია, მაგრამ მთავარია რისი შეგრცხვა. - ანუ? ანუ იმისი შეგრცხვა რომ სხვამ ანუ მე გავიგე რომ ამბიციური არარაობა ხარ? თუ იმისი რომ უბრალოდ არარაობა ხარ , ვიცი ეს მე თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. აბა რისი შეგრცხვა? - შენი... და ისევ შემრცხვა ახლა. მაგრამ ვერ ვხვდები რას გულისხმობ. - ახლა რისი შეგრცხვა? - არ ვიცი. - ჩემი რომ გრცხვენია კარგია, მაგრამ შენ არ იცი ვინ ვარ. - ხოდა სწორედ მაგიტომ მცხვენია, რომ უცხო ადამიანმა ჩემზე ის გაიგო რაც მე თვითონ არ ვიცოდი . - შეცდომაა. ძალიან მიხარია ჩემი რომ გრცხვენია მაგრამ მე სხვა არ ვარ. მე შენ ვარ . და ბოლოს სანამ ისევ ერთად ვიქნებით ერთ რჩევას მოგცემ, მთავარია როცა მარტო დარჩები ,ანუ მარტო დავრჩებით საკუთარი თავის შეგრცხვეს, და ის რის გამოც გრცხვენია შენშივე მოკლა, ჩემშივე მოკლა, რომ მერე უფრო არ შეგრცხვეს. და არასოდეს დაივიწყო , მართალია არავისზე ნაკლები არ ხარ , თუმცა არც არავისზე მეტი. ამიტომ დასჯერდი რაც გაქვს იმას და ყოველ დღე ამისთვის ღმერთს მადლობა შესწირე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ილტოსპირელი. ..... ანუ? ილტოსპირელი. ..... ანუ?
1. ჰოო...ეგეთი ფიქრები დამღუპველია :) და კარგია თუ შენვე აღუდგები წინ და შეგრცხვება... ესეიგი არც ისე ცუდადაა საქმე! :) :-* ჰოო...ეგეთი ფიქრები დამღუპველია :) და კარგია თუ შენვე აღუდგები წინ და შეგრცხვება... ესეიგი არც ისე ცუდადაა საქმე! :) :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|