ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ხორნაული
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2011


=მანგუსტი და სტაფილო=

ვზივარ და ვფიქრობ
რა გითხრათ(ადამიანებო);
იქნებ მოგატყუოთ რომ მიყვარხართ
და ტყუილი არ იყოს.
ან...
ხომ არ მოგიყვეთ ამონარიდი
ცხოვრებიდან(თუნდაც სხვისი)
ახ!
რაიმე კურიოზი გავიხსენო?
ნამდვილად არა!-
სიგარეტს მოვწევ(მაშინ).
გინდათ ჩემს გოგოს გაგაცნობთ-
ჩემი შვილის დედას?
მაგრამ არა-
მაპატიეთ-
ვერ მემეტება.
გინდათ გიტარაზე
დაგიკრავთ
ჩემს ბოლო,ან
ბოლოს წინა სიმღერას...
კვლავ მომიტევეთ,
გადამავიწყდა რომ
თვენ ჯერ კიდევ
"სულიკო"-ს მღერით-
ვერ მოიწონებთ
და
ზრდილობისთვის
"კაია"-ს მეტყვით.
მაშინ ნაყინზე დაგპატიჟებთ-
ჟოლოთი? მარწყვით?
სულ ყველას ერთად
წინ დაგიჯდებით
და პირველად გეტყვით:
იქნებ მოგატყუოთ,რომ არ მიყვარხართ
და...
სიმართლე იყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები