ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაილო
ჟანრი: პროზა
3 თებერვალი, 2011


ჭახ-ჭუხ

"ვახ, ჩემთვის მაინც გაუგებარია რატომ უყვარს ამ ხალხს ასე ქოშინით და თხაფა-თხუფით სიარული, როცა არსებობს ნელა და აუღელვებლად გადაადგილების საშუალება. როცა დასვენებული ხარ, არაფერი გაწუხებს და შენთვის, წყნარად მიაბიჯებ. ძალიან მიყვარს ნელა სიარული, არც გული მიჩქარდება და არც ოფლი მასხამს. წვიმაში სეირნობას ხომ საერთოდ არაფერი მირჩევნია, ესენი კი დარბიან აქეთ-იქით ათასნაირი ქოლგებით, ათას რამეს ედებიან, ტყლაპოების წვეთებით სველდებიან... იცით, მე მარშით სიარულიც შემიძლია:  ერთი, ორი, სამი, ოთხი... ერთი, ორი, სამი ოთხი... ერთი, ორი..."
ასეთი მსჯელობით მიაბიჯებს, ფართო შარაგზაზე, ნელი კუ. (საყვარელია)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები