| ავტორი: გურუ ლი ჟანრი: პროზა 13 თებერვალი, 2011 |
ნოე(შესავალი) ------მაშინ ჯერ კიდევ შამსუდინი ერქვა. პატარა იყო პირველად რომ ესიზმრა 6 წლისა და შემდეგი 40 ღამე ერთიდაიგივე ესიზმრებოდა; ------წვიმის შემდეგ ადიდებული მდინარე, როგორ ფარავდა თანასაოფლელთა სახლებს , სავარგულებს და სახნავებს. წყალი მატულობდა და ყოველ მომდევნო წამში უფრო და უფრო მეტ მიწას ფარავდა იმ მითიური ცხოველივით, დედამიწის გადაყლაპვა რომ სურდა. თვითონ მთაზე იდგა და ზემოდან უყურებდა , წყალი ნელნელა როგორ უახლოვდებოდა მწვერვალსაც და ის იყო ისიც უნდა შთაენთქა მოვარდნილ წყალს, რომ ვიღაცის ძალუმი ხელი ჰაერში იტაცებდა. ზემოდან კი გუგუნით მოსული ხმა ესმოდა: "შენ უნდა ააშენო" 40 ღამე ცდილობდა გაერკვია რის აშენებას თხოვდნენ, მაგრამ ეღვიძებოდა. როგორ არ ეცადა არ გაღვიძებოდა და პასუხი გაეგო, ვერცერთხელ ვერ შეძლო ძილის პასუხამდე მიყვანა. -------პატარა იყო , მაშინ ჯერ კიდევ შამსუდინი ერქვა. მამა რომ მოუკვდა 11 წლისა იყო, დედასთან ერთად მარტო დარჩა. ამ სოფელში ერთი გაზაფხულის და ერთი ზაფხულის მოსულები იყვნენ, დედ-მამის ძმები და დები აქედან 20 დღე-ღამის სავალზე დარჩენილიყვნენ. მარტო იყვნენ, მეზობლებიდან ვერავისთან მოასწრო , მამამისმა დაახლოება. სწორედ ამიტომაც იყო მამის სუდარაში გახვეული სხეული მიწას რომ მიაბარეს , საფლავთან ხუთიოდ კაცი , თვითონ და დედამისი იდგა. იმ 5 კაციდან 2 მესაფლავე იყო , დანარჩენი სამი, შამსუდინის მეგობრის, იესეს მამა და მამის ძმები იყვნენ. იესეს დიდი ოჯახი , მათ მეზობლად ცხოვრობდა. უფროსებისგან განსხვავებით ბავშვებმა გაცნობა და დამეგობრებაც მოასწრეს. ერთად ხშირად თამაშობდნენ და რამდენჯერმე ისეც მოხდა , რომ ღამე იესესთან ოჯახში დარჩა და გაათია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. არადა აშკარად კარგად დაიწყო :) არადა აშკარად კარგად დაიწყო :)
17. კარგი მოსასმენი სიმღერა იქნებოდა დარწმუნებული ვარ:) კარგი მოსასმენი სიმღერა იქნებოდა დარწმუნებული ვარ:)
16. ჩვენ ძმაკაცებმა დავწერეთ ადრე სიმგერა ორი სიტყვისგან შედგებოდა და წარმოიდგინე 8 წუთიანი იყო.. სიმგერის ტექსტი იყო "ნოეს კიდობაანი ....ნოეს კიდობაანი......>ასე რვა წუთი....:)) მერე იქ ჩატეხვები და რამე იასნია ....ბლუზის ამბავში....:)
ეს ისე უბრალოდ მოვაყოლე საუბარს რაა.....:) ჩვენ ძმაკაცებმა დავწერეთ ადრე სიმგერა ორი სიტყვისგან შედგებოდა და წარმოიდგინე 8 წუთიანი იყო.. სიმგერის ტექსტი იყო "ნოეს კიდობაანი ....ნოეს კიდობაანი......>ასე რვა წუთი....:)) მერე იქ ჩატეხვები და რამე იასნია ....ბლუზის ამბავში....:)
ეს ისე უბრალოდ მოვაყოლე საუბარს რაა.....:)
15. ეს სხვა ნოეა. ეს სხვა ნოეა.
14. ნამეანს "წაიარაბულებს" ეს ნოე.... ბიბლიისგან შორსაა. ნამეანს "წაიარაბულებს" ეს ნოე.... ბიბლიისგან შორსაა.
13.
ისე უკეთესი იქნებოდა რამე გურუსეული შემოგეთავაზებინა.........
ისე უკეთესი იქნებოდა რამე გურუსეული შემოგეთავაზებინა.........
12.
მე ვერ მოგიწონებ ამას ........
არც პროზაა არც ბიბლიური ამბის თხრობა და საერთოდ რა არის ვერ მივხვდი......... თუ შენი იტერპრეტაციაა მე ამას არ ვაღიარებ რადგან ბიბლიის მონათხრობი უფრო დამაჯერებლად მიმაჩნია...
მე ვერ მოგიწონებ ამას ........
არც პროზაა არც ბიბლიური ამბის თხრობა და საერთოდ რა არის ვერ მივხვდი......... თუ შენი იტერპრეტაციაა მე ამას არ ვაღიარებ რადგან ბიბლიის მონათხრობი უფრო დამაჯერებლად მიმაჩნია...
11. ბიძაშვილოოოოოო :(( უაააააააააააა :(( ბიძაშვილოოოოოო :(( უაააააააააააა :((
10. მე ჩინე ლი ვარ და რა გურული:) ჩემი სახელია გურუ და გვარი ლი:) ბრუს ლი ჩემი ბიძა იყო სიკვდილამდე:) მე ჩინე ლი ვარ და რა გურული:) ჩემი სახელია გურუ და გვარი ლი:) ბრუს ლი ჩემი ბიძა იყო სიკვდილამდე:)
9. მეგრე-ლი ;) არ დამცხო ეხლა :)) მეგრე-ლი ;) არ დამცხო ეხლა :))
6. ეგ არაფერი იმპრესიონისტო, უნდა გავირიმოთ, სხვანაირად არ იქნება:) მაგრამ გურული არა , სწორია გურუ ლი, დავაშორე უფრო გასაგები რომ გახდეს. ეგ უფრო ინდურ-ჩინურ ამბავს ჰგავს:) ალბათ მაგიტომაც სერიოზული...:) ეგ არაფერი იმპრესიონისტო, უნდა გავირიმოთ, სხვანაირად არ იქნება:) მაგრამ გურული არა , სწორია გურუ ლი, დავაშორე უფრო გასაგები რომ გახდეს. ეგ უფრო ინდურ-ჩინურ ამბავს ჰგავს:) ალბათ მაგიტომაც სერიოზული...:)
5. ავტორის პოტენციალი იგრძნობა :) ვნახოთ როგორ გაგვიმართლებს მოლოდინს...
ნამეტანი სერიოზული "გურული" კი ჩანს. ეს ისე, საღიმილოდ... :) ავტორის პოტენციალი იგრძნობა :) ვნახოთ როგორ გაგვიმართლებს მოლოდინს...
ნამეტანი სერიოზული "გურული" კი ჩანს. ეს ისე, საღიმილოდ... :)
4. კარგად იკითხება.. კარგად იკითხება..
3. ძალიამნ კარგია. ველი გაგრძელებას. ცოტა უფრო მეტი დადე, თორემ ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძნელია ძალიამნ კარგია. ველი გაგრძელებას. ცოტა უფრო მეტი დადე, თორემ ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძნელია
2. საინტერესოა , მაგრამ ძალიან მცირე დაგიდია , ველი გაგრძელებას:) საინტერესოა , მაგრამ ძალიან მცირე დაგიდია , ველი გაგრძელებას:)
1. :):):) სასიამოვნოდ წავიკითხე :) ნოე(შესავალი) To Be Continued...? :):):) სასიამოვნოდ წავიკითხე :) ნოე(შესავალი) To Be Continued...?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|