ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 თებერვალი, 2011


კადრი დღიურიდან

ერთად მივდიოდით...
მე წ ი ნ! ის უ კ ა ნ!
და მე - როგორც ქარი ადუღებული
ვამჩნევდი სამიზნეს, ანუ ნიავს...
რომელიც ჩაუყვა ქვაფენილს მისკენ და
მის თვალებს - ნამიანს. (რომელიც შტორმია)
რომელშიც იალქნებს გაშლიან წუთი-წუთს.
(მისი ნაწნავები ქარიშხლის-ფერია
ხშირი წვიმებისგან დალტობილ მინდორზე დაყრილი...)
---
და ქარმა ლეგა სუნთქვით გადავსებულმა
და ქარმა შლეგი ფიქრით აწითლებულმა
და ქარმა შეყვარებულმა...
ვიბრუნე პირი და გზები გადავკვეთეთ ამოსუნთქვაზე...
ახლა ის წინ დგას!
მე უკან!
და ასე ბოლომდე დამაქვს სურნელი -
გაზაფხულამდე მ ი ს ი ...
თ მ ი ს ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები