ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: იუმორისტული
22 თებერვალი, 2011


ორი ლექსი ბათუმის გამოფენიდან(არამითი,ლიკა-ნა,მარი სადღობელაშვილი,მეკალმე,მე-დეა,აჩი ბერიძე მსმენელის ამპლუაში)

ლექსი პირველი

(ყველამ თითო-თითო სტრიქონი დავწერეთ)

ზღვაში დაცურავს თეთრი კეფალი,
მაღაზიაში ვიყიდე თევზი,
და გავაცხელე თაფა "ტეფალის",
მინდოდა თევზი შემეწვა შენთვის.
თუმცა ანკესმა მიმტყუნა როგორ,
ვეღარ გაუძლო მძლავრმა ლარებმა,
ახლა მოვმართავ მე შენთვის ჩუნგურს,  >>>ეს საერთოდ რა შუაშია
თუმცა შენ თევზი არ გებრალება.
და მეუბნები მოიტა ჩქარა,
თეთრი კეფალი შემწვარი ოდეს,
მე გეუბნები გეყოფა კმარა,
ოხ ნეტა შენი მადა მე მქონდეს.      >>>> ალბათ არამითი ამას მე მეუბნება
ვატყობ მიმტყუნებს ახლა ნერვები,
ვუცქერი თევზის მოხარშულ თვალებს,
მეთევზეები როგორც დევები,    >>>>აქ სხვა სიტყვა იყო
იჭერენ თევზს და უცქერენ ქალებს.


ლექსი მეორე

(აქ ყველამ ის დავწერეთ რასაც ვხედავდით "მარშუტკის" ფანჯრიდან)


ძროხა,ჭაობი,ეული "მარშუტკა"
არ შეუძლია და ვერ პოეტობს    >>>ეს ვინაა ვერ გეტყვით
თქვენ არ გეგონოთ ეს არის "შუტკა",  >>>აშკარად რითმისთვის დაგვჭირდა
მხოლოდ და მხოლოდ მიედ-მოედო.
ახლა მივდივართ ყველა "სპუტნიკში",
აი გამოჩნდა წითელი ტაქსიც,
და არ გეგონოთ რომ ის შუტნიკი არის >>>აქ ვიღაცამ აურია
მე ვარ გენია და არ მყავს მსგავსი.  >>>არადა ლაცაბიძე არ გვახლდა
ზღვაში გემი დგას,ბობოქრობს ტალღა,
როგორ მიყვარხარ ბათუმის ლუდო,
ვსვამთ არ გვეტყობა არავის დაღლა,
ფეხზე გვკიდია,რომ არ გვაქვს უთო.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები