მაგიდაზე ნერვიულად აკაკუნებდა თითებს. თითქოს ზამბარასავით იჭიმებოდა ჩემი ნერვები. ავხედე, ინდიფერენტულობის გრიმასა მკაცრ იერს უფრო უკვეთდა. რუხი ფერის თვალები ინტერესით მომჩერებოდნენ. ჩემკენ გადმოიხარა და მკაცრი მზერა გამიყარა თვალებში. – მე არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა რომ დამნაშავე არ ვარ. ხმადაბლა, თუმცა მტკიცედ განვაცხადე. პროკურორი სიგარეტის კოლოფს გადაწვდა, ერთი ღერი ამოაცოცა და ხარბად გააბოლა. – მგონი ხვდებით, რომ ეს თამაში არ არის, არც იმ წვეულებათაგანია, რომელსაც თქვენი მეუღლე ყოველ კვირა აწყობდა. საქმე გვაქვს დანაშაულთან, რომლის სამხილებსაც კვალი თქვენამდე მოჰყავს, თქვენ კი მეუბნებით არაფერი მაქვს სათქმელიო. აღელვებულმა მცირე პაუზა გააკეთა. ისევ ხარბად ჩაისუნთქა ბოლი და ჩემი მიმართულებით გამოუშვა ნება–ნება. ვიგრძენი, როგორ იმუხტებოდა ჩემს გარშემო ჰაერი უარყოფითად და ქარიშხლის მოლოდინში უფრო ვიძაბებოდი. მახსენდებოდა უკანასკნელი რამდენიმე კვირის მოვლენები და ვფიქრობდი გონებაში, რა მელოდა აწი? ბურუსით მოცული იყო ყველაფერი. წუთით უკუვაგდე ფიქრები და გამომძიებელს მზერა გავუსწორე. – საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ გაქვთ, დანაშაულის აღიარება კი შეგიმსუბუქებთ სასჯელს. იგი მზერას არ მაშორებდა. გამჭვარტლულ ოთახში აზრების მოკრება მიჭირდა. თუმცა ერთს კი ვხვდებოდი, როგორც თაგვი ისე გავები მახეში. თუმცა დანაშაული არ მიმიძღვოდა არავის სიკვდილში, თუმცა… იქნებ? ფეხი ფეხზე გადავიდე და ყველაფრის მოყოლა ვამჯობინე..
* * *
განსაკუთრებულ განწყობაზე გავიღვიძე. ჩემი ძვირფასი მეუღლე – ნიკა, მივლინებაში გაემგზავრა. ეს კი ჩემს უსაზღვრო თავისუფლებას ნიშნავდა. შემეძლო უფრო თამამად მესუნთქა ჰაერი. ალბათ იფიქრებთ ჩემი ქმარი საშინელი ტირანია და ცხოვრებას მიშხამავს. არა, მთლად ასეც არ გახლავთ. მისი არსებობა კომფორტის პირდაპირპროპორციულია, ამიტომაც სულაც არ მიშლის ხელს, პირიქით. სიამოვნებით დავწანწალებ მის ხარჯზე ძვირფას ბუტიკებში და არც ევროპაში მოგზაურობას ვიკლებ. თავად ნიკა იმითაც ბედნიერია, რომ ლამაზი და ახალგაზრდა მეუღლე ჰყავს. წამოვდექი ლოგინიდან და სარკეში შევღიმილე ჩემ თავს. ტანსაცმლის ასარჩევად ლამის მთელი კარადა გადმოვყარე. ნიკა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს სამოსს. ის უბრალოდ ჩამოყალიბებული სნობია და შეშლამდე ინტელიგენტი შეუძლია იყოს. თუმცა როგორც ასეთ ხალხს სჩვევია, სახლში და განსაკუთრებით ლოგინში, მათი კულტურისგან ფაქტობრივად აღარაფერი რჩება. ასაკთან ერთად ეს თვისებები უფრო გამოეკვეთა. მოგეხსენებათ, მამაკაცი 45 წლის ასაკში მეორედ ცხოვრებას იწყებს, ტვინში ურტყამს ჰორმონები და ფსევდოახალგაზრდულ განწყობას უღვივებს. სწორედ ამის შედეგი ვარ მე. დიახ, ჩვენს შორის 20 წლიანი სხვაობის გარდა შემიძლია ვთქვა რომ საერთო არც არაფერია. ჰარმონიის გარანტი კი ჩემი ახალგაზრდობა და ერთი ოქროს წესია, რომელიც, როგორც წესი, ქალებს ავიწყდებათ ხოლმე, ეს წესი შემდეგში მდგომარეობს - “ყველა ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ უნდა იყოს სულელი”. კაცების აზრით, ჭკვიანი ქალი არის ისეთი არსება, რომელიც ადვილად მხოლოდ ქმრის ტყუილებს იჯერებს და ზედმეტი შეკითხვებისგან ტვინს არ ბურღავს. კომფორტი კი ის ფუფუნებაა, რომელზეც ნებისმიერი მამაკაცი ირევა. მეც გავისიგრძე-სიგანე ეს წესი, დავაღამ-გავათენე მამაკაცის ფსიქოლოგიის შესწავლაში რამდენიმე თვე და სერიოზული ნადირობა გამოვაცხადე მდიდარ და გავლენიან მამრებზე. თავიდან არც იმდენად გამიმართლა, როგორც მეგონა. ისინი ქუჩაში ნამდვილად არ ეყარნენ და სერიოზული თანხის დახარჯვა მომიწია, რათა ცოტათი მაინც გამემდიდრებინა გარედერობი და საკუთარი გარეგნობისთვის დამეხარჯა სოლიდური თანხა. ფულის შოვნა ცოტათი გამიჭირდა, თუმცა თავიდან თარჯიმნობით გამქონდა თავი, სანამ სანუკვარ სურვილს ავიხდენდი და ზუსტად ამ პერიოდში, როცა ღამეებს ვათენებდი თარგმანების გამო მივხვდი, რომ 25 წლის ასაკში, როდესაც დიპლომიანი არავის სჭირდები, უდიპლომო გოგონას მით უმეტეს გამიჭირდა სამსახურის პოვნა. ბევრი არც მინაღვლია და ბოლო-ბოლო მივადექი ერთ-ერთ ფირმას, სადაც მდივნის ვაკანსია იყო გამოცხადებული. როდესაც ნიკას კაბინეტში თამამი ნაბიჯით შევაჭერი პატარა სპექტაკლის გათამაშება საკმარისი აღმოჩნდა მის მოსატეხად. ნიკა შევერცხლილსაფეთქლიანი სიმპატიური მამაკაცი გახლდათ. სასაცილოდ გაჯგიმული მხრებით, ალბათ ეს ძალაუფლების მოყვარე მამაკაცების უტყუარი ნიშანია. იყო მის გამოხედვაში რაღაც ტირანულიც კი, თუმცა ეს შვენოდა უთუოდ. ერთადერთი, რასაც დისონანსი შეჰქონდა მის ჯმუხ აღნაგობაში ეს მისი თითები გახლდათ, თლილი და გრძელი. ჩემს გონებაში ჩვენი პირველი შეხვედრა ამოტივტივდა :
„ – გამარჯობათ, ბატონო ნიკა, შეიძლება? მსუბუქი ღიმილი მოვიფინე ტუჩებზე. ბავშვური მზერა შევაგებე და კართან ავიწურე ზრდილობის ნიშნად. – მობრძანდით. ისე მომაძახა, რომ თავიც არ აუწევია საბუთებიდან. გულის სიღრმეში არ მესიამოვნა ასეთი უყურადღებობა. გავიფიქრე კიდეც, - ამ ტუტუცის შებმა ძალიან უინტერესო იქნება-თქო, მაგრამ რას ვიზამდი? უკვე მის კაბინეტში მყოფს აღარ მქონდა უკან დახევის საშუალება. ამიტომაც მინი ქვედაბოლო მსუბუქად დავქაჩე და სკამზე ჩამოვჯექი. მან საბუთებს ხელი უშვა და შიშველი მუხლისთავების გაყოლებით მზერა ამაყოლა. თუკი მისი მიმიკა არ ტყუის აღფრთოვანებულია. მის მკაცრ მზერაში იგრძნობა მამაკაცური გამონათებები. შესაძლოა ფანტაზიებიც კი გაუღვივა ჩემმა ჩაცმულობამ. მშვენიერია, ესე იგი მიზანს ადვილად მივაღწევ. გავუღიმე და ოდნავ წინ გადმოვიხარე. – ბატონო ნიკა, ვაკანსიასთან დაკავშირებით გაწუხებთ. და როცა ეს წინადადება ჩავამთავრე ჩემმა მობილურის ზარმა გაიჟღერა. მაქსიმალურად შეწუხებული სახე მივიღე და ფრთხილად დავაყოლე. – ძალიან დიდი ბოდიში… მორცხვად ვუთხარი და კაბინეტის კუთხისკენ ავიღე გეზი. მობილურს გაოცებულმა დავხედე და იქვე ვუპასუხე. – ბატონო. გვერდიდან ვხედავდი, როგორ აკვირდებოდა ჩემს ყოველ მოძრაობას. და უეცრად, მისთვის მოულოდნელად თვალებზე ცრემლები მომადგა და გაოცებისგან მსუბუქად გაირღვა ბაგე… – შეუძლებელია, შეუძლებელი! შევძახე ხმამაღლა და უცებვე გამოვგლიჯე კარი. თან გულში ვანგარიშობდი რამდენ წუთში გადახარშავდა მის წინ მომხდარ ფაქტს. სწრაფად ჩავირბინე კიბის საფეხურები და ტროტუარზე ჩამოვჯექი, სახე კი ხელებში ჩავრგე. რამდენიმე წუთიც არ იქნებოდა გასული, ზურგზე ნიკას ხელი ვიგრძენი.”
წარსულის გაცოცხლებულ კადრებს გავუღიმე. გაგრძელება, რა თქმა უნდა ლოგიკური იყო. დაქვრივებული გოგონას უპატრონოდ დატოვება ვერ გარისკა ბატონმა ნიკამ და საბოლოოდ 1 წლის თავზე მისი მეუღლის სტატუსით ვიწონებდი თავს. საზოგადოებამ, რომელთათვისაც ადრე უბრალო გლეხის გოგო ვიყავი, ახლა გულში ჩამიხუტა, როგორც დაკარგული შვილი. მეც ბუნებრივია შევიფერე ჩემი მდგომარეობა და ამით გათავხედებულმა აღარაფერს გავუწიე ანგარიში, მეტიც კი! როგორც კი შესაძლებლობა ჩამივარდებოდა აუცილებლად ვღალატობდი ჩემს ბებერ, მაგრამ გავლენიან მეუღლეს. ჩემი მშობლები დღესაც ერთ პროვინციულ დაბაში სახლობენ და დანახვაც არ უნდათ შვილის, რომელმაც მათ უღალატა (ღალატში გასაგებია ალბათ რაც იგულისხმება. მათ ხორციელი ტკბობა ვერ მაპატიეს საკუთარ ერთადერთ ქალიშვილს). ასე იყო თუ ისე, მას შემდეგ წლები გავიდა, დღეს მე ელიტის ნაწილი ვარ, შარმიანი ქალბატონი, რომელსაც აქვს ყველაფერი, რაზეც კი ადრე უოცნებია. როგორც იქნა ავარჩიე სამოსი, ავიკაზმე და საღამოსთვის მოსამსახურეს ჩემი საყვარელი კერძის მომზადება დავავალე. გარედან უფრო მეტად პრესტიჟულად ჩანდა ორსართულიანი სახლი უშველებელი ბასეინით. ულამაზესი ეზოთი, რომელიც გაფორმებული იყო სხვადასხვანაირი ყვავილებით, თუმცა ვერაფერ სილამაზეს ვერ ვხედავდი ბალახ-ბულახში, მაინც თვალს უხაროდა მათი ყვავილობა. და იცით, თითქოს ახლაც არ მჯეროდა, რომ ამ ყველაფრის დიასახლისი თავად გახლდით. მანქანის გასაღები გადავატრიალე და გეზი სილამაზის სალონისკენ ავიღე. გზაში რატომღაც ფიქრად ამეკვიატა ქმრის ღალატი. დავიფქრიდ კიდეც, რისი გაფუჭება შემეძლო დღეს? ჩვენი შეუღლებიდან სულ რაღაც 2 წელი იყო გასული, მაგრამ თავს არც ისე კარგად ვგრძნობდი, ამიტომაც უწყინარ ღალატს დიდ ტრაგედიად არ აღვიქვამდი. თავად ნიკა კი ჩემი ერთგულებით იწვოდა. ნუ, რატომაც არა, არც გარეგნობა დამაყვედრა ბუნებამ და პრინციპში არც ჭკუა მქონდა მთლად ბლაგვი. და იცით რა არის? სიმდიდრე კი კვებავდა ჩემს პატივმოყვარეობას, მაგრამ სულისთვის რა მექნა? მასაც ხომ სჭირდება საზრდო? ამიტომაც ბევრი ფიქრი და აწონ-დაწონვა არ დამიწყია ისე გადავდგი პირველი ნაბიჯი ღალატისკენ. ამას მომდევნო მოყვა, მერე კიდევ ერთი და ბოლოს მივხვდი, რომ ქალი შეუძლებელია ეკუთვნოდეს მხოლოდ ერთ მამაკაცს, რადგან ის იმდენად მშვენიერი არსებაა, რომ დანაშაყლი იქნება ვინმეს საკუთრება იყოს. სიმართლე რომ ითქვას ნიკა სექსში მაგარი არასოდეს ყოფილა. ეს მხოლოდ ასაკის ბრალი როდი იყო. არც გარეგნობა დაეწუნებოდა დიდად, თუ მის ჯმუხ და ყოვლად ჩამომკვდარ ნაკვთებს არ შევიმჩნევდით, მას ჰქონდა ნამზეური, მაღალი აღნაგობა. დიდი თაფლისფერი თვალები და ძალიან თბილი ღიმილი, ოღონდ პრობლემა ის გახლდათ, რომ თავისი უჟმური ხასიათის გამო იშვიათად იღიმოდა. რომ არა თავიდანვე დაგეგმილი სპექტაკლი, იქნებ მის შეყვარებაზეც კი მეფიქრა. მაგრამ ისევ და ისევ მკაცრია საზოგადოება! ყველას თავის სწორს უძებნის და გლეხის გოგონას არ შეუძლია იფიქროს წარმოსადეგ მამაკაცზე. წარმოგიდგენიათ რა სისულელეა? ადამიანების დაყოფა კასტებად, კარგით რა, რომელი საუკუნეა?! მაგრამ მეც მომიწია გარკვეული ბარიერების გადალახვა, რაც საბოლოოდ დამიფასდა და ახლა მშვიდად ვსვამ ყოველ საღამოს ჭიქა მოჰიტოს და ძვირფასი მეუღლის საუბრებს ვისმენ თავის ბიზნესთან დაკავშირებით. (არადა იცით როგორი მოსაწყენია?) მოკლედ დავიღალე ვიღაცებისთვის ცხოვრებით. მას მერე რაც სრულწლოვანი გავხდი ჩემით განვაგებ საკუთარ ყოფას. მთავარია ცოტა ჭკუა გიჭრიდეს ქალს და საზრიანობა გაგაჩნდეს, დანარჩენი თავისით მოვა და ნუ ფიქრობთ, რომ მე უბრალოდ სტერვა ვარ, ეს ასეა, რაც მალე გაითავისებთ ამას ქალებო, მით უკეთესია თქვენთვის. ზოგად საყოფაცხოვრებო ფიქრებში ვიყავი, როდესაც სალონს მივუახლოვდი. – დღეს რაღაც ახალი მინდა. შევაჭერი შენობაში და თამამად გავუღიმე სტილისტს. დაგეგმილი მქონდა ცხოვრების ახალი ფურცლის გადაშლა და ამაში ხელს ვერავინ შემიშლიდა. მობილური მოვიმარჯვე და მარიკას გადავურეკე. ის ჩემი ახლადშეძენილი მეგობარი იყო, რომელიც მხოლოდ კომფორტს ხედავდა ჩემს თვალებში. ეს არ იყო წმინდა მეგობრობა, უფრო გარიგებას წააგავდა. ის მიტანდა ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვიყავი, მე კი მის ფულად პრობლემებს ვაგვარებდი. კი, გასაგებია, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიყენებდით, მაგრამ რა არის ამ ქვეყანაზე წმინდა, მე რომ ვიყო წმინდანი? ქვის სროლა ყველას შეუძლია, მაგრამ საკუთარ გულში ჩახედვა ყველას ეძნელება. ერთში კი დარწმუნებული ვიყავი, ყურმოჭრილი მონასავით სანდო იყო. ნდობის საბაბს მისი ფულადი პრობლემები მაძლევდა, რადგან არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ მოჭრის ტოტს, რომელზეც ზის. რა თქმა უნდა ჩემი გეგმების მოყოლა აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ მსურდა მასთან ერთად წავსულიყავი რესტორანში. წმინდა ფემინისტურ სიტუაციას რომ არ დავჯერდებოდი მარიკაც კი მიხვდებოდა, მაგრამ წინასწარ იმის თქმა, რაც მეც კი არ ვიცოდი დაზუსტებით, არ ჩავთვალე საჭიროდ. ბოლო-ბოლო ღალატი სპონტანური უფრო გემრიელია. – მარიკა! გამიხარდა, როდესაც მობილურს იქით მისი ხმა გავიგონე. – დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, ჩემო კარგო და მინდა რომ ის ერთად აღვნიშნოთ. დავადე რეზოლუცია! წუთით დუმილი ჩამოვარდა მობილურის იქითა მხარეს. – კი ბატონო, წავიდეთ, რომელზე? ამიტომაც მომწონდა ასე ეს გოგო. არც ის უკითხავს რა დღე იყო, არც რესტორნის ადგილმდებარეობით დაინტერესებულა. პრაგმატული ხედვის მქონე ადამიანებს ვაფასებ. არც უცდია ზედმეტად ცხვირი ჩაეყო ჩემს საქმეში. – საღამოს 9–ზე შენთან ვიქნები, გკოცნი. ჰაეროვანი კოცნა ვუფრინე ადრესატს და უფრო მეტად კმაყოფილმა შევათვალიერე ჩემი გამოსახულება სარკეში. ამ საღამოზე ფიქრი სიამოვნების ჟრუანტელს მგვრიდა, თითქოს წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგი დასაწყისია, პირველმა თავმა კარგად გამოკვეთა გმირების სახე და ხასიათები. დამთავრდა ზუსტად იქ, სადაც უნდა დამთავრებულიყო_ კვანძი შეიკრა, მკითხველი ელოდება ახალი კვანძის გახსნას. სტილი კარგია_ თავისუფალი და ხალასი, მარტივად, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნით არის დახატული ტიპაჟები და თემა პოპულარულია. მე, რა თქმა უნდა, არ შემიძლია დავიჩემო ექსპერტობა, მაგრამ მერწმუნეთ ეს ის ჟანრია და წერის ის სტილია, რომელსაც დღეს ქართულ ბაზარზე მკითხველი ჰყავს. ურაპარაკელთა კომენტარები თქვენს შეუპოვრობაზე გავლენას ნუ მოახდენს. ეხლავე დაიწყეთ ჟურნალის ძებნა, რომელიც თქვენს რომანს გაგრძელებებით დაბეჭდავს.
წარმატებებს გისურვებთ.
კარგი დასაწყისია, პირველმა თავმა კარგად გამოკვეთა გმირების სახე და ხასიათები. დამთავრდა ზუსტად იქ, სადაც უნდა დამთავრებულიყო_ კვანძი შეიკრა, მკითხველი ელოდება ახალი კვანძის გახსნას. სტილი კარგია_ თავისუფალი და ხალასი, მარტივად, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნით არის დახატული ტიპაჟები და თემა პოპულარულია. მე, რა თქმა უნდა, არ შემიძლია დავიჩემო ექსპერტობა, მაგრამ მერწმუნეთ ეს ის ჟანრია და წერის ის სტილია, რომელსაც დღეს ქართულ ბაზარზე მკითხველი ჰყავს. ურაპარაკელთა კომენტარები თქვენს შეუპოვრობაზე გავლენას ნუ მოახდენს. ეხლავე დაიწყეთ ჟურნალის ძებნა, რომელიც თქვენს რომანს გაგრძელებებით დაბეჭდავს.
წარმატებებს გისურვებთ.
3. აი, რომ ვერც წარმოიდგენთ, ისე წამეკითხა ახლა ეს :)
(საყვარლადო, ამაზეა ნათქვამი ზუსტად) აი, რომ ვერც წარმოიდგენთ, ისე წამეკითხა ახლა ეს :)
(საყვარლადო, ამაზეა ნათქვამი ზუსტად)
2. დახვეწილი ლიტერატურული ენითაა ნაწერი... ველოდები გაგრძელებას :) დახვეწილი ლიტერატურული ენითაა ნაწერი... ველოდები გაგრძელებას :)
1. +2 ! წარმატებები.... +2 ! წარმატებები....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|