ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ხორნაული
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2011


=აქვე=



სიკვდილში არეული ზიზღი...
თმების ძირებში ჩამკვდარი ფერებად...
გაქცევა შორს,
აქვე-ახლოს...
შენ რომ გგონია,
არასდროს სრულდება...
და იცი?
ჩემს ოთახში
ცივა...
ცივა...
.......
თან როგორ,და...
ყინავს!
სიკვდილურად ყინავს
და...
სიკვდილში არეული ზიზღი...
თმების ძირებში ჩამკვდარი ფერებად...
გაქცევა შორს,
აქვე-ახლოს...
იქნებ გგონია,
არასდროს სრულდება?

2007წელი/24 დეკემბერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები