ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კუშკი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2011


ნასიზმრალი ავდარი

საოცარო ავდარო,
მინდა სიზმარს გადარო,
ქარი გამოადარო,
გამოამზიანდარო.
ფოთლით მომიკარავე,
ტოტი მომიმკლალავე,
ან მასმინე ნანა მე,
ძილში მომკალ ანა მე,
საოცნებო ავქარო,
ალერსის დასტაქარო,
შუაღამის ამქარო,
უნდა შემოგაქმარო.
მზითვად მომაქვს ხელები,
შენგნით განახელები,
თვალი ანახელები,
ხელის გულის ხელები.
საპატარძლო კაბანი,
კოცნის ჭრელი საბანი,
მზისა პირის ნაბანი,
სიყვარულის ანბანი.
ერთ დღეს ვიზამ ცოლობას,
შენს ქვეშ გასაწოლობას,
ალთან მადრი ტოლობას,
ქალღმერთებთან სწორობას.
სულს შთაგბერავ შვებისა,
თავის დავიწყებისა,
ხორცი გესხას ვნებისა,
ფრთები არწივებისა.
როცა დილამ მამყაროს,
მზემან ჯვარი აგვყაროს,
დღის ნათელმა გაგვყაროს,
ჩემზე ფიქრი შაგყაროს.
ოცნებაო ამგვარო,
მინდა ზეცას ამგვარო,
ამ ზმანების მამგვარო,
უნდა გადაგაგვარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები