 | ავტორი: კუშკი ჟანრი: პროზა 26 მარტი, 2011 |
- უთქვამს ვინმეს, რომ ძალიან ქართული პროფილი გაქვს? - წვიმიან ქუჩაში იკითხა აჩქარებულმა ნაბიჯმა. - კი, ძალიან ბევრს და ძალიან ხშირად - გაეპასუხა წვიმის წვეთი. - ჭუპრი ხარ შენ, რომელსაც პეპლობა უნდა - გაეღიმა ნაბიჯებს. - მიყვარს პეპლები - ციმციმებდა წვიმის წვეთი. მერე, გუგუნი ისმოდა მარტო და მიწის შიშინი. - რა? რა მკითხე? - კისერში წვიმა ჩაუცურდა წვეთს. - ხმაურში ჩამორჩი ეხლა შენ - ჩაუჩურჩულა ნაბიჯმა და განზე გახტა. წვეთს გაეღიმა და გუბეში, თავისი თავი დაინახა. ნაბიჯები დაჟინებით უყურებდა წვეთის სველ თმას. - გაშლილი თმა გიხდება - უთხრა... - ვიცი - გაუღიმა... - მიყვარს ასეთი ამინდი - ნაბიჯს აუჩქარა ნაბიჯმა. - მე მძულს - თვალები ცრემლებით აევსო წვიმის წვეთს. - რატომ? - გულწრფელად გაოცდა ნაბიჯი. - ასეთი ამინდი, ხასიათშიც მეყოფა, მზე კიდევ მავსებს - უთხრა წვეთმა და თავი დახარა. თვალებში, იმდენი სევდა და სისველე ჩაუდგა, შერცხვა ნაბიჯებს არ დაენახა და ისევ გაიღიმა. - გაცივდები. - არ გავცივდები. - ხელები გაყინული გაქვს - წვეთმა, გაყინულ ხელზე, თბილი ხელი მოჰკიდა. - ახლა, ჩემი სიცივე, გადმოვა შენზე და შენი სითბო, ჩემზე - უთხრა ნაბიჯმა და თითებით, წვეთის ხელების სირბილე მოსინჯა. ,,ნეტავ, სულ ასე მატარა”- ფიქრობდა ნაბიჯი ,,ნეტავ, მზე ამოვიდეს, კეთილი მზე”- ოცნებობდა წვეთი. კეთილი მზე, სადღაც ზემოთ იყო, ღრუბლების შიგნით და წვეთებში, ცისარტყელას ხატავდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. "- ხელები გაყინული გაქვს - წვეთმა, გაყინულ ხელზე, თბილი ხელი მოჰკიდა. - ახლა, ჩემი სიცივე, გადმოვა შენზე და შენი სითბო, ჩემზე - უთხრა ნაბიჯმა და თითებით, წვეთის ხელების სირბილე მოსინჯა. ,,ნეტავ, სულ ასე მატარა”- ფიქრობდა ნაბიჯი ,,ნეტავ, მზე ამოვიდეს, კეთილი მზე”- ოცნებობდა წვეთი. კეთილი მზე, სადღაც ზემოთ იყო, ღრუბლების შიგნით და წვეთებში, ცისარტყელას ხატავდა."
მიყვარს ასეთი გულთბილი ნაწერები, წარმატებებს გისურვებ:):) +9 "- ხელები გაყინული გაქვს - წვეთმა, გაყინულ ხელზე, თბილი ხელი მოჰკიდა. - ახლა, ჩემი სიცივე, გადმოვა შენზე და შენი სითბო, ჩემზე - უთხრა ნაბიჯმა და თითებით, წვეთის ხელების სირბილე მოსინჯა. ,,ნეტავ, სულ ასე მატარა”- ფიქრობდა ნაბიჯი ,,ნეტავ, მზე ამოვიდეს, კეთილი მზე”- ოცნებობდა წვეთი. კეთილი მზე, სადღაც ზემოთ იყო, ღრუბლების შიგნით და წვეთებში, ცისარტყელას ხატავდა."
მიყვარს ასეთი გულთბილი ნაწერები, წარმატებებს გისურვებ:):) +9
4. რა თქმა უნდა მოგიტევებთ :) ჭურიც და პეპელაც და ეს ორივე ნაწარმოებიც ერთი და იგივე ადამიანზეა ეს ძალიან პირადული დ თან ნამდვილად მომხდარი ამბებია. მე ვწერ არა იმიტომ, რომ ირეალური პერსონები ვეძებო, (ამ კონკრეტულ შემთხვევაში) არამედ გარკვეული ამბავი როგორც რჩება ჩემში. ჭუპრიც და პეპელაც კონკრეტული ადამიანის მეტსახელია. არ ვიცი რატომ გიხსნით ახლა ამას, მაგრამ თუ მიიღებთ... :) რა თქმა უნდა მოგიტევებთ :) ჭურიც და პეპელაც და ეს ორივე ნაწარმოებიც ერთი და იგივე ადამიანზეა ეს ძალიან პირადული დ თან ნამდვილად მომხდარი ამბებია. მე ვწერ არა იმიტომ, რომ ირეალური პერსონები ვეძებო, (ამ კონკრეტულ შემთხვევაში) არამედ გარკვეული ამბავი როგორც რჩება ჩემში. ჭუპრიც და პეპელაც კონკრეტული ადამიანის მეტსახელია. არ ვიცი რატომ გიხსნით ახლა ამას, მაგრამ თუ მიიღებთ... :)
3. cotati araordinaluria, magram tavisi xibli aqvs +++
cotati araordinaluria, magram tavisi xibli aqvs +++
2. cotati araordinaluria, magram tavisi xibli aqvs +++
cotati araordinaluria, magram tavisi xibli aqvs +++
1. თქვენს წინა ნაწერშიც ჭუპრი, მატლი, პეპელა, ახლაც დაახლოებით იგივე...
მომიტევეთ, მაგრამ ეს ვერ მოვიწონე... მხატვრული სახეები ძალიან სუსტი და ცოტა არ იყოს შეუსაბამო/// ირეალურია... ახლა მეტყვით, არსებობენ ირეალური პერსონებიო, მაგრამ არა ასეთი :)
ერთი სიტყვით, სუსტია... და წინა ნაწერის მერე, თქვენს ადგილას ამას არ დავდებდი... :)
სასიამოვნო დღეს გისურვებთ :) თქვენს წინა ნაწერშიც ჭუპრი, მატლი, პეპელა, ახლაც დაახლოებით იგივე...
მომიტევეთ, მაგრამ ეს ვერ მოვიწონე... მხატვრული სახეები ძალიან სუსტი და ცოტა არ იყოს შეუსაბამო/// ირეალურია... ახლა მეტყვით, არსებობენ ირეალური პერსონებიო, მაგრამ არა ასეთი :)
ერთი სიტყვით, სუსტია... და წინა ნაწერის მერე, თქვენს ადგილას ამას არ დავდებდი... :)
სასიამოვნო დღეს გისურვებთ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|