ჯადოქარმა თურმე ტყეში გამოგზავნა მოადგილე და საჩუქრად არიგებდა იგი, ნაირ-ნაირ ცხვირებს.
ზოგი იყო დიდი, მსხვილი, ზოგი მოკლე, ზოგი სქელი, ზოგიც ფართო, ზოგიც წვრილი, ზოგი იყო ძლიერ გრძელი.
რიგში იდგნენ სპილო, მელა, ტურა, ღორი, თხა და მგელი, ლომი, ჯიქი, ვეფხვი, შველი, მობაჯბაჯდა დათვიც ბელით.
ირემ-არჩვი, ნიამორი, ქურციკი და მარდი ჯიხვი ხტუნვა-ხტუნვით ისწრაფოდნენ ყურცანცარა, კვერნა, ციყვი.
პეპლები და კალიები, ფუტკარ-ბზიკი, ჭიანჭველა, ხოჭო, ბუზი, ტარაკანა, ისწრაფოდნენ ტყისკენ ყველა.
არწივი და შევარდენი, ჩიტი თითქმის ყველა ჯურის, მოდიოდნენ, მოფრინავდნენ, დრო არ იყო ახლა მდურვის.
ჩაეძინა მხოლოდ კოღოს, პაწია და ფრთებქანქალას, როდის, როდის წამოფრინდა მაგრამ ქარმა არ აცალა
დაუქროლა და ხან აღმა, ხან დაღმა აფრინ-ატარა, მის კლანჭებს ვეღარ დაუძვრა, გაბრაზდა კოღო პატარა.
ბოლოს, როგორღაც იმ ტყეში მიფრინდა ძალაგაცლილი, ყველა წასული დაუხვდა, ცხვირების აცმა...დაცლილი.
ეკიდა ნემსი მხოლოდღა წვეტიანი და პაწია, გაბრაზებულმა კოღონამ არც აცხელა და აცია
ნესტრად მოირგო ის ნემსი, გულში ჩაიდო მან ბოღმა, იმ ნესტრით ყველა დაგესლა გზაზე, გაღმა და გამოღმა.
რადგან უცხვიროდ დატოვეს ყველა სულდგმულზე გაბრაზდა, დროს იხელთებდა თუ არა, ნესტარს ასობდა ანაზდად.
და იმ დღის მერე კოღონას ნესტარი დარჩა ნემსივით, დაფრენა, უცებ დაგესვლა, მან გაიხადა წესივით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალიან კარგია. :) მაგრამ არის კივევ რაღაც რაც უსასრულოდ სჭირდება ზღაპარს და ეს დამაჯერებლობაა. ზღაპარი ილუზიაა, წარმოსახვა... მაგრამ ამასთან ერთად ბავშვის ოცნების რეალობა.
ზღაპრებზე ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ აქ რათქმაუნდა ვერ მოხერხდება საუბარი. "რჩეულ ავტორებში" ფორუმზე თემა მაქვს გახსნილი: "ყველაფერი ზღაპრის ირგვლივ" და კარგი იქნბა თუ ვიმსჯელებთ ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ. აქ კი +5
პატივისცემით: ძალიან კარგია. :) მაგრამ არის კივევ რაღაც რაც უსასრულოდ სჭირდება ზღაპარს და ეს დამაჯერებლობაა. ზღაპარი ილუზიაა, წარმოსახვა... მაგრამ ამასთან ერთად ბავშვის ოცნების რეალობა.
ზღაპრებზე ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ აქ რათქმაუნდა ვერ მოხერხდება საუბარი. "რჩეულ ავტორებში" ფორუმზე თემა მაქვს გახსნილი: "ყველაფერი ზღაპრის ირგვლივ" და კარგი იქნბა თუ ვიმსჯელებთ ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ. აქ კი +5
პატივისცემით:
8. უი სმაილი შემშლია გაღიმება მინდოდა და... უი სმაილი შემშლია გაღიმება მინდოდა და...
7. ყოჩაღ! კარგად მოგიფიქრებია, ჯადოქარი ჯობია ნამდვილად...გაიხარე.. ყოჩაღ! კარგად მოგიფიქრებია, ჯადოქარი ჯობია ნამდვილად...გაიხარე..
6. კოღონა : ) კარგი იყო. კოღონა : ) კარგი იყო.
5. მუშუ,არსებობს ასეთი ზღაპარი,მაგრამ იქ კოღოზე არ ეწერა:) ,თან ის თხრობითაა. იურისტ...შევცვლი,გმადლობთ:) მუშუ,არსებობს ასეთი ზღაპარი,მაგრამ იქ კოღოზე არ ეწერა:) ,თან ის თხრობითაა. იურისტ...შევცვლი,გმადლობთ:)
4. ვთანხმობ ყველა კომენტარს. ვთანხმობ ყველა კომენტარს.
3. სახალისო ლექსია, მომეწონა, მაგრამ ,,ღმერთის მოადგილე'' ჩემი აზრით ცოტა ცუდად ჟღერს,(ღმერთს მოადგილეები არ ჰყავს) იქნებ შეცვალოთ...ბავშვებისთვის მისი ახსნა გაგვიჭირდება...მართალია ზღაპარში ყველაფერი ხდება, მაგრამ როცა საუბარი ღმერთზეა ცოტა სიფრთხილე გვმართებს...წარმატებებს გისურვებთ..გაიხარეთ.. სახალისო ლექსია, მომეწონა, მაგრამ ,,ღმერთის მოადგილე`` ჩემი აზრით ცოტა ცუდად ჟღერს,(ღმერთს მოადგილეები არ ჰყავს) იქნებ შეცვალოთ...ბავშვებისთვის მისი ახსნა გაგვიჭირდება...მართალია ზღაპარში ყველაფერი ხდება, მაგრამ როცა საუბარი ღმერთზეა ცოტა სიფრთხილე გვმართებს...წარმატებებს გისურვებთ..გაიხარეთ..
2. რაღაც ზღაპარი მახსოვს ცხვირების თუ კუდების განაწილებაზე...
გავერთე :)
და იმ დღის მერე კოღონას ნესტარი დარჩა ნემსივით, დაფრენა, უცებ დაგესვლა, მან გაიხადა წესივით. რაღაც ზღაპარი მახსოვს ცხვირების თუ კუდების განაწილებაზე...
გავერთე :)
და იმ დღის მერე კოღონას ნესტარი დარჩა ნემსივით, დაფრენა, უცებ დაგესვლა, მან გაიხადა წესივით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|