 | ავტორი: კუშკი ჟანრი: პოეზია 9 მარტი, 2011 |
დამაცადე... ნატყვიარში ვერ დავიფენ ბალახებს და ვერც შენზე ფიქრით მთვრალი, კარს ვერ აგიტალახებ. ზოგჯერ ვფიქრობ: ნეტავ ქალად, რად დამბადა განგებამ, ნიავივით შენი თავი, გზად რად შემომაგება?! რა იქნება, მეც მწყემსივით შემეცვალოს გუნება, შენი ერთი კოცნისათვის, მთებს დავუწყო ბრუნება. რომ შემეძლოს, სადმე, მთაში, ტყეში დავცე კარავი, წვიმიან და შავბნელ ღამეს, ნაბდით მოგიპარავდი. შეგმოსავდი სუნთქვის ფარჩით, ფიქრის მოვის პერანგით, თვალებს ღილად, ალერსს სირმად, კოცნით მოგიფერავდი. სიზმრის კოშკებს აგიგებდი, ვნების ქონგურებიანს, სულის სარკმელს გაგიღებდი, ბაღჩებს ქორბუდებიანს, მაგრამ, ვაი, მხოლოდ ქალად შემქმნა დიდმა განგებამ, ვეღარსაით შევიძელი, შენი კვალის გაგება. რა იქნება, მხოლოდ ერთხელ გამიტაცო მალვითა, მოგკიოდეს ჩემი ქმარი, ასი მეომარითა, მხოლოდ ერთხელ გამომტაცო, კოცნა ნასათუთევი, მერე, თუდაც სასიკვდილოდ დამითვალონ წუთები. გამოვუშვებ ცრემლებს ღვარად, დე წამლეკოს მდინარემ, მერე, თუნდაც ბალახებით დავიამებ იარებს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვაჟკაცური კი არა არაქართული პასუხია, ქართული ოჯახის შეურაწყოფაა..... ქართველი კაცის ცოლი სხვას ეხვეწებოდეს მომიტაცეო ჩემგან რაც შეიძლება უარყოფითი ქულა..... მიუღებელი ლექსია ვაჟკაცური კი არა არაქართული პასუხია, ქართული ოჯახის შეურაწყოფაა..... ქართველი კაცის ცოლი სხვას ეხვეწებოდეს მომიტაცეო ჩემგან რაც შეიძლება უარყოფითი ქულა..... მიუღებელი ლექსია
3. თანხმობა ოთარს და გიორგის თანხმობა ოთარს და გიორგის
2. თანხმობა ოთარს :) ++ თანხმობა ოთარს :) ++
1. მიყვარს ადრესატი. :)
ვაჟკაცური პასუხია! ;) მიყვარს ადრესატი. :)
ვაჟკაცური პასუხია! ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|