ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ხორნაული
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2011


=ან/სივრცეებს შორის=


ან უნდა დაგხატო,
ან უნდა დაგამხო.
ან უნდა მოგიძღვნა
სიმღერა საგულო.
ან უნდა ანა,
ან ანა-ბანა,
და ვითომ ღმერთიც
აღარსად წავა?
ან იცი რაა?
ჯობს სახლში
წავალ...
გადავიღალე,
გამოვიძინებ,
შევყურებ საათს...
“ძილინებისა კაცობრიობავ!”
-ვიფარებ საბანს.

    2007/11დეკემბერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები