ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრეგორი ლომაძე
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2011


სიცოცხლე მინიატურებში

დესპოტი ფიქრები აღარ მასვენებს
ამრეზით ვუცქერ ზარმაც ალიონს
მინდა რომ ათასი ბომბი დამეცეს
და იმ ათასში ერთი შენ იყო.
ჯიუტი ღრუბლები მზის ამაყ სხივებს
არ აძლევს საშველს და არც გასაქანს
ხმალი გაკვეთავს მეწამულ ქიტონს
მომფენს ნათელს თან მომფენს საყვარლად.
მტირალ ტირიფის ნატიფი თმები
ალვის ხის მსგავსი ტანი - მშვენება
შავი, უსაზღვროდ თბილი თვალები
მომევლინება სევდის შენებად.
რომ შემოგხედე, რას ვიფიქრებდი
რომ ანერწყვებდნენ შენ ფაქიზ სულს
თუმცა ამ ქვეყნად ვირთხებს რა დალევს
გულის მაგივრად ლოდს ზიდავს სულ.
ავ-აუგ სიტყვებს შენზე იღებენ
ლაფს გცხებენ თავზე ადამიანო,
შენ სილამაზეს ვერა გაუგეს
შენ სათნოების წმინდა მირონო.
თავს წევ ზემოთ და იღიმი მშვიდად
იყოს, ნუ ნაღვლოდ, შენ არ იდარდო
გაოცებული შეგცქერი მუდამ,
ვღფრთოვანდები ალვის ხევ, ვარდო.
ველზე შეზრდილო ნორჩო ყვავილო,
გეორგინა ხარ, იასამანო,
ჩემმა დუხჭირმა, კნინმა მუზებმა
რას მიგამსგავსოს, მიგასადაგოს.
ნაზი ბაგენი ლოყას ეხება,
მადლობას ვწირავ მე ნატვრის ხესა,
ანაზდად ვაპყრობს შენს თვალებს მზერას,
მასში სამყაროს შემოქმედს ვხედავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს