| ავტორი: გურუ ლი ჟანრი: პროზა 11 მარტი, 2011 |
როგორ გგონია , დეტალები საგნის არსს ცვლის თუ უბრალოდ დეკორაციის დატვირთვა აქვს? ხან როგორ, ხან როგორ. პასუხები მაგარი გაქვს, ეგრე არ არსებობს , მე მაინც მგონია რომ დეტალს შეუძლია შეცვალოს საგნის არამარტო ესთეტიურ მხარე , თვითონ არსშიაც ჩააღწიოს. ჯერ ერთი ეს "ესთეთიური "არ გეჩვენება , რომ მაგარი გაპრანჭული რამე გამოგივიდა? მეორეც რასაც იძახი , მარტო უსულო საგნებს ეხება თუ სულიერებსაც? ორივეს და თუ გინდა დაგიმტკიცებ კიდევაც. (აი, ეს საუბარი, რომელიც გახდა მიზეზი უსიამოვნო სიმართლის გაგებისა, შემდეგნაირად გაგრძელდა.) მაგალითებს მოგიყვან, ხომ იცი არ მიყვარს ტყუილი ლაპარაკი. აბა მითხარი; კარადას , ფრთები რომ ჰქონდეს რა იქნება? ფრთიანი კარადა. ვირს რქები ? რქიანი ვირი იქნება, აი , ზუსტად შენნაირი--- მიპასუხა ჩემმა კარგმა მეგობარმა, რომელიც სტუმრად მოსული და ფილოსოფიურ ხასიათზე დამდგარი , ნება ნება სვამდა ჩაის და დილით ნაყიდი ფხვიერი(ძალიან მიყვარდა) "პეჩენიის" , მეოთხე ნაჭერს უღებდა ბოლოს. რითაც ჩემს სამართლიან გულისწყრომას იწვევდა. მას სახელად ელიზბარს, ჩემი გულისწყრომა ეტყობოდა ფეხებზე ეკიდა და ამასთან ერთად საშინლად ცუდი თვისება გააჩნდა, თავისი აზრი თქვენთვის , შეულამაზებლად და დაუფარავად მოეხალა. რქიანი ვირობით აღფრთოვანებული დავრჩიო, რომ ვთქვა აშკარად ტყუილი იქნება , იმ ბევრი ეპითეტიდან რასაც ჩემთვის გავიმეტებდი , რქიანი და თან ვირობა, მოსაწონ და სასასურველ ტიტულთა შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებდა, ამიტომაც გასაკვირი არ იყო , რომ საკმაოდ ტაქტიანად მოვთხოვე მოეხსენებინა მიზეზი, რქიან ვირთა საპატიო სიაში ჩემი მოხვედრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში დავპირდი, რომ ვირების სიას, ფეხმომტვრეული სახედრით შევავსებდი. მიუხედავად ზრდილობიანად მითითებისა , შენიშვნით ერთობ აღშფოთებული დარჩა , მანიაკი მიწოდა და ქართული ანდაზა შემახსენა, სადაც მართლ კაცს ფაფარაყრილი რაში მუდმივ მზადყოფნაში ჰყავს. კითხვაზე კითხვით მიპასუხა და მითხრა: აბა ჩემგან რა პასუხს ელოდიო? ჩვენი ამ დრომდე წყნარი ბაასი ვეცადე, ხმამაღალი ექსცესების გარეშე წარმემართა რის გამოც თავი შევიკავე, ფეხმოტეხილ ვირებს თავი დავანებე და კვლავაც ვთხოვე აეხსნა , რის გამო მისცა თავს უფლება ვირად მოვეხსენიებინე. კი , ბატონოო, რადგან ასე გინდა მოგახსენებ; აბა მითხარი გოგო, სახელად ელიზავეტა, იგივე ელიზზ(თავის თავს ასე ეძახდა) კიდევ გიყვარს? კი მეთქი ვუპასუხე, რადგან სრული სიმართლე იყო, თან ისიც დავამატე რომ არათუ მიყვარს, მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარს მეთქი. ხო და ზუსტად მაგიტომ მგონია, ვირს რქები, რომ დაადგა შენ დაგემსგავსებაო. ჩემი მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული, ისევ ჩემმავე მარცხენამ შეაჩერა, მის გაკვირვებულ ფიზიონომიასთან ძალიან ახლოს იმდენად, რომ მარცხენა ხელი მის გახშირებულ(შიშისგან) სუნთქვას გძნობდა. იცოდე შენი სალაპარაკო აპარატი, აი ამ მარცხენამ იხსნა, (ილოცე მასზე) რომ დანაწევრებული ბგერების წარმოთქმას გადასჩვეოდა , მაგრამ ნადვილიდ არაფერი ვუწყი რამდენხანს შესძლებს მარჯვენის შეკავებას, ამიტომ თხოვნა მექნება ეგ ეპითეტები ვინმე სხვისთვის შეინახე-მეტქი, მტკიცებულებები მოვთხოვე კონკრეტული და სანამ ფაქტს და სამხილს არ დადებ, მანამ ჩემი ჩოკინობის პრეზუმცია ხელშეუხებელი იქნება -მეტქი. კარგი, აბა მიტხარი გუშინ ვინ ვნახე? ვუთხარი რომ ამაზე არანაირი წარმოდგენა არ მქონდა და არც მექნებოდა თუ არ მეტყოდა. კოსტა , იგივე კონსტატინე იცი ვინ არი? ვიცოდი თან ძალიან კარგადაც , რადგან დიდი ხნის წინ ( დროის ათვლის ჩემეულ სისტემაში) მას ჩემ მეტოქედ მოვიაზრებდი და არ ვიყავი წინააღმდეგი მისი მორიგი ინკარნაცისა დრო დამეჩქარებინა. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო და ეხლა რა შუაში იყო ,ჩემს ახალ სტატუსთან ვერ ვხვდებოდი. თუმც გული ცუდს მეუბნებოდა , არ შევიმჩნიე და; მერე რა, რომ ნახე--მეთქი. გინდა გითხრა კიდევ ვინ ვნახე მასთან ერთად ? თქვი დროზე ჩემო ბატონო თუ ამბობ---- მოვემზადე ყველაზე ცუდისთვის. დიახ , დიახ, იმასთან ერთად. მივხვდი , კოსტა ჩემი ცხოვრების ნათელ ჰორიზონტს , ღრუბლად უბრუნდებოდა, სად ნახე? შეიძლება , შემთხვევით ქუჩაში შეხვდნენ, (ასე ხომ ხშირად ხდება) ელიზი კი ზრდილი გოგოა , იმან ალბათ ქუჩაში დაინახა , გააჩერა და მოიკითხა, გოგო კი იძულებული შეიქმნა, გამოლაპარაკებოდა, აბა შენ იყო გოგო, ერთი ვნახავდი მსგავს შემთხვევაში ,როგორ მოიქცეოდი მეთქი. აი , ეგ შენი ნათქვამი არის ზუსტად ის ჯადოსნური სიტყვები , რის შემდეგაც ვირის თავზე, რქების გამოჩენა აღარ გაგკვირვებს. არანაირი ქუჩა , პეროვზე, ბარში ისხდენენ და მინდა გითხრა, რომ საუბრისას საეჭვოდ ახლოს მიჰქონდათ ერთმანეთთან სახეები. ალბათ საშინელი ხმაური იყო ბარში და ცუდი სმენადობა აიძულებდათ თავები ერთმანეთთან ახლოს ჰქონოდათ--არ ვიტეხ გულს. ფუ, ფუ, ფუ, არული კუდიანებს , გამოსალოცი ხარ, თუ კიდევ გეშველება , მარნეულში მოლასთან უნდა წაგიყვანოო,(ვურჩიე ბებიამისი, მიეყვანა მოლასთან , სხვათაშორის უსათნოესი მანდილოსანი) ყვირილით წამოხტა მაგიდიდან და კინაღამ მაგიდაზე მდგარი დედაჩემის საყვარელი, ვარდებიანი ,ვაზა გადააყირავა. მას აღარ ვუთხარი და ყვავილები ელიზავეტასთვის ვიყიდე გუშინ. გუშინ, როდესაც , ორიოდ დღით ადრე დათქმულ, პაემანზე უნდა მივსულიყავი. სამსახურიდან , ვიცოდი გვიან მომიწევდა გასვლა და შუადღისას ქალაქში სასაუზმედ გასულმა, ყვავილების მაღაზიაში, თეთრი, წვრილ კოკრიანი ვარდები ვიყიდე , ვიცოდი მოსწონდა ელიზს. სამსახურში მიბრუნებულმა , საღამომდე ,რომ არ დამჭკნარიყო , წყლით დასველებულ გაზეთში გავახვიე და სიგრილეში, მაცივრის , ქვედა თაროზე შევინახე, დედაჩემი მწვანილს ინახავს ამ მეთოდით.( გაითვალისწინეთ , მეთოდმა გაამართლა) ჰოდა დათქმულ დრომდე, 1 - საათით ადრე, ელიზმა დამირეკა და მითხრა, რომ შეხვედრა უნდა გადაგვედო ,რადგან მამამისის თხოვნით, ნათესავთან ოჯახურ წვეულებაზე უნდა მისულიყვნენ, მითხრა რომ ძალიან სწუხს და მთელ საღამოს ჩემზე ფიქრში გაატარებდა. რაღას ვიზამდი , ბედს შეგუებულმა, ვთხოვე ძალიან არ მოეწყინა და სახლში დაბრუნებულს აუცილებლად დაერეკა რათა , ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიცია , დაძინებამდე ერთმანეთთან საუბრისა, გაგვეგრძელებინა. დამპირდა აუცილებლად დაგირეკავ , ხომ იცი მაგის გარეშე ვეღარ ვიძინებო. დაინტერესდა რას ვიზამდი საღამოს. ვუთხარი, ჩემი მეგობრები რესტორანში აპირებენ წასვლას, დამპატიჟეს , მაგრამ რაკი ერთმანეთს უნდა შევხვედროდით , უარი ვუთხარი და ეხლა არ ვიცი შეიძლება წავიდე, მაგრამ უშენოდ არ მინდა, თან დაღლილი ვარ სამსახურში გიჟური დღე მქონდა მეთქი. რომელ რესტორანში აპირებენ წასვლასო? მირჩია მეც წავსულიყავი , რომ ჩაშლილი პაემნით დადარდიანებულს , გულს შემოწოლილი კაეშანი გადამეყარა. ვუთხარი რესტორნის სახელი, რომელიც ალბათ იმისთვის აინტერესებდა (ამას ახლა ვხვდები) რომ მე ან ჩემს მეგობრებს არ გადაგვყროდა და ისეთ ადილას არ მისულიყო, სადაც ვინმე შემსწრე, ამ ამბავს გამაგებინებდა. თუმცა ფორტუნა , მოგეხსენებათ ჯოხი არაა, რომელ ბოლოსაც გინდა ხელი ჩასჭიდო , ამის გამო იყო ალბათ , იმ საღამოს ელიზბარი , მაინცდამაინც იმ ბარში რომ შეხეტიალდა და ერთად მყოფი კოსტა და ელიზავეტა იხილა. დაგინახეს ბიჭო?- შევეკიტხე. რას ამბობმ , მე ის სირი როდი ვარ, ბარში გალობით შევსულიყავი, ჩუმად შევედი და ესენი რომ დავინახე უკანვე გამოვბრუნდი. ეს ამბავი აშკარად საჭიროებდა ღრმა და საფუძვლიან გაანალიზებას. შესვენება, გაგრძელებამდე. .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. წარმატებები! :) წარმატებები! :)
1. მთავარია კაცს არ ქონდეს რქები :)) მთავარია კაცს არ ქონდეს რქები :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|