| ავტორი: ნუცი ჟანრი: პროზა 15 მარტი, 2011 |
როგორმე მოიცალე და ჩამოდი. ორი კვირაა ეს თხოვნა არ სწყინდებათ დედულეთიდან. მეც ვპირდები, თუმცა დროს ვერ ვუსახელებ, ჩემი საშინელი სამუშაო გრაფიკის გამო და ვიწყებ მონახაზის გაკეთებას, როდის შეიძლება თავის დაძვრენა ყოველდღიურობიდან, რომლის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია პერიოდი, როცა ხელფასს ავიღებ. როგორც იქნა დადგა ეს ნანატრი თავისუფლება და შეძლებისდაგვარად დატვირთული ვადგები იმერეთის გზას. არადა როგორ მიყვარს. . . ხშირად იმასაც ვფიქრობ, რომ არა ჩემი ბედის ორომტრიალი, აუცილებლად ქუთაისში ვიცხოვრებდი, ჩემს სამეფო ქალაქში, რომელიც ნელ-ნელა მიუცხოვდება, თან მედიდგულება დედისერთასავით. _მამიდაააა. . . _ უცნაური წრიპინა და გულში ჩამწვდომი ხმა აქვს ჩემს ძმისშვილს, რომელიც გაშლილი ხელებით მოექანება ჩემსკენ, თან ცდილობს სასწრაფოდ ფეხგაყრილი თავისზე ბევრად დიდი ოთახის ჩუსტები არ გაძვრეს. მეხუტება და თვალებს ხელჩანთებისაკენ აპარებს. _უფ, რადგან შენ დაგადგა ჩამოსვლის საშველი აღარ დევეძებ. ამ ეზოს დედლების საფიცარ მამალს წავაძვრე თავი და ვაკეთებ შენ რომ გიყვარს ისე _გაღიმებული სახით თავზე თავსაფარწაკრული მეუბნება ჩემი რძალი და ისე თბილად მეხვევა, ვრწმუნდები ნამდვილად საფიცარი იქნებოდა ის მამალი და არ დანანებია ჩემთვის. _მოდი დრუცო?დედააა. . .რავარცხა იქნა_(დრუცო ზედმეტსახელად შემარქვა, გასუქდი ცოტაო) მეგებება ნათლულის დედა თან ხელში აყვანილ უმიზეზოდ გაჯინიანებულ ბავშვს ქოქოლას აყრის-გაჩერდი, გაგიჩერდა კბილები, შე უჯიშო.-ყასიდად ვუწყრები სართულიან წყევლაზე და აივანზე გამოფენილ მეზობლებს ვესალმები დიდი ხვევნა-კოცნით. -გვიქეიფია აბა ამაღამ_ბეჭებზე ძმაკაცივით მარტყავს ხელს ზურია და თვალს მიკრავს- დილის მერე მზადებაშია შენი რძალი, უჩემოდ არ დეიწყოთ. - როგორც იტყვიან, ერთი თეფშიდან გაზრდილები ვართ, თუმცა მერე და მერე იშვიათად თუ მოგვიწევს შეხვედრაც და სუფრაზე ერთად ყოფნა. ერთ ნახვად ღირდა ეზოს საერთო ძაღლის ფიგურეს შეხვედრა. მოჰყვა სალტოებისმაგვარ ხტუნვას ჰაერში. მერე გაიქცეოდა, გამოექანებოდა და ჩემს ფეხებთან შეტორმუზებული გულაღმა ამოტრიალდებოდა. _ კი მაგრამ, ამ ძაღლმა როდის მოასწრო ჩემსავით შენი შეყვარება ასე მწარედ?_სიცილს ვერ იკავებს საბირჟაოდ ჩვენს ეზოში გადმოსული, მთლად მეცეცხლური მეზობელი რომ არ ჰქვია, ენაკვიმატი გიორგი და ისიც მეხვევა. _ასე კი არ უნდა მოანატრო ხალხს თავი, ძაღლის ჩათვლით და ჩემი მიყოლებით?!-ორივე ვიცინით. ახლა ეს ყველაზე უწყინარი ხუმრობაა, რაზედაც სუყველანი ვხალისობთ. ჰოო, ძაღლს ფიგურა ბებიაჩემმა დაარქვა. სკლეროზი აქვს და თითქმის ყველაფერი ავიწყდება. (მე მიცნო), რაც წარსულიდან ახსოვს, ის ამ დროში გადმოაქვს და ასე შეარქვა ჩემი ბავშვობისდროეინდელი ძაღლის სახელი ამ გონიერ არსებას, რომლის დახვედრა მართლა საოცარი იყო. ალბათ რვა თვეა არ ვყოფილვარ აქ და რვა თვის უკან, მხოლოდ ორი დღით, თან ამ ძაღლისათვის მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია. მეზობელ ეზოებიდან რომ მამლებმა ერთმანეთს გადასძახეს თენდებაო, მაშინ ვინამუსეთ და დროა დავიშალოთ, დილას ვეღარ ავდგებითო, არადა დილა იყო უკვე. ის იყო ჩამეძინა, ლოყაზე თბილმა კოცნამ გამომაღვიძა -რას შვები შე საზიზღარო?-იკა მიღიმოდა, ჩემი იკა, ჩემი ძმადნაფიცი. -ახლა მოვედი სახში და დედაჩემმა მითხრა ჩამოვიდაო. რა დამაძინებდა რომ არ მენახე?! დასუსტებული მეჩვენა. სევდიანი ჰქონდა თვალები. ამ ცხოვრებას ვერ ავუწყვე ფეხიო. ჩათრევისათვის არ ვნებდები და ჩაყოლით მე არ ჩავყვებიო. . . . მზემ რომ ოთახი გამოაცოცხლა, მაშინღა მივხვდით გათენებულიყო ისეთი ლამაზი და თბილი დილა, როგორც მარტო იმერეთში იცის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. თბილო, კარგო!!! ძალიან სუფთაა შენი სამყარო!!!!! +5 თბილო, კარგო!!! ძალიან სუფთაა შენი სამყარო!!!!! +5
11. გაიხარე ნუცი:))) გაიხარე ნუცი:)))
10. ძალიან თბილი და გულახდილი ნაწერია ყოველგვარი გადაპრანჭულობის გარეშე, ბოლოში_ცოტა სევდიანი.
კარგია. ძალიან თბილი და გულახდილი ნაწერია ყოველგვარი გადაპრანჭულობის გარეშე, ბოლოში_ცოტა სევდიანი.
კარგია.
9. +2 თბილი და საყვარელია
ყოჩაღ ნუცი +2 თბილი და საყვარელია
ყოჩაღ ნუცი
7. ძალიან მომეწონა, საქართველოს ყველა კუთხე ლამაზია, , სხარტი ,ცოცხალი, გემრიელი ნაწერი ძალიან მომეწონა, საქართველოს ყველა კუთხე ლამაზია, , სხარტი ,ცოცხალი, გემრიელი ნაწერი
6. შეტორმუზებული....არ უხდება ასეთ ლაღ, ქართულ რეალობას :) მეც მომენატრა დედულეთი, ჩემი გურია:( შეტორმუზებული....არ უხდება ასეთ ლაღ, ქართულ რეალობას :) მეც მომენატრა დედულეთი, ჩემი გურია:(
5. ჰეჰ, ქუთაისი ჩემი დედულეთიც არის!
მართლაც კოლორიტული ნაწერია!
მომინდა იქეთ, ჩვენს თბილ იმერეთში!!!! ჰეჰ, ქუთაისი ჩემი დედულეთიც არის!
მართლაც კოლორიტული ნაწერია!
მომინდა იქეთ, ჩვენს თბილ იმერეთში!!!!
4. გაიხარე, ნუცი:) ასე მეგონა, ჩემს სოფელში ჩავედი... ძალიან თბილი და ხალასი ნაწერია... ფიგურე ხომ, საერთოდ:) გაიხარე, ნუცი:) ასე მეგონა, ჩემს სოფელში ჩავედი... ძალიან თბილი და ხალასი ნაწერია... ფიგურე ხომ, საერთოდ:)
3. :) + 5 თბილია მართლაც. :) + 5 თბილია მართლაც.
2. იქაური კოლორიტია გაცოცხლებული ზუსტად.
რაღაც, დამაკლდა, თითქოს.კიდევ, ველოდი... იქაური კოლორიტია გაცოცხლებული ზუსტად.
რაღაც, დამაკლდა, თითქოს.კიდევ, ველოდი...
1. არის პატარ-პატარა კორექტურები...
თუმცაა....
ისეთი თბილი ნაწერიააა :)
მოყოლილი კადრებივით ამიფრიალდა თვალწინ.
წ ა ი კ ი თ ხ ე თ ! :) არის პატარ-პატარა კორექტურები...
თუმცაა....
ისეთი თბილი ნაწერიააა :)
მოყოლილი კადრებივით ამიფრიალდა თვალწინ.
წ ა ი კ ი თ ხ ე თ ! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|