ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2011


რა არის სიყვარული ..

რა არის სიყვარული ..

რა არის სიყვარული?

- ისეთი არაფერი,

თვალებს დახუჭავ და მოვა;

რა არის მოთმინება?

- დიდი საგანძური, უნდა მოითმინო ცოტა;

რა არის მონატრება?

- დიდი სიყვარული...

და თუ ენატრები... მოვა...

რა არის მეგობრობა?

- ერთი ოჯახი და თუ არ მოუარე, ისიც მალე ქრება!

რა არის ეს ცხოვრება?

- მუდამ შებრძოლება, ზარმაც ადამიანს რომ ვერ ეგუება;

რა არის ოცნება და...

ლამაზ ფიქრთა გროვა,

ერთი ამოსუნთქვა,

გულის მოოხებაც.

რა არის სიკეთე და...

მუდამ კარგის ქმნაში,

დღე-ღამ ზრუნვასა და

ლხინში გატარება!

სიკვდილი რაღა არის?

- ისეთი არაფერი...

თვალებს დახუჭავ და...

ისიც მალე მოვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები