თქვენ გიყვართ ყავა - ათქვეფილი, ცივი ,,ნესკაფე’’, ასევე - ტორტი, სხვა საჭმელებზეც ყაბულსა ხართ, ოღონდ უპუროდ.
თქვენ ერთი ჩვენი შეძლებული ძმაკაცი გიხდით, რომ შაბათობით, ასე, საღამოს რვა საათიდან კვირა დილამდე ასეთი ჩუმი, თითქმის უენო იყოთ, უბრალოდ, ხმისგამცემი ჩვენი წელქვემოთ მოწყვეტილი მეგობრისათვის, რომ კიაფობდეს მის თვალებში ნამი ნეტარი, ხოლო მანამდე ახლობლები დასაგველს ვგვით და დასამდუღრს ვმდუღრავთ მორიგეობით, თან ძველ ხუმრობებს ვიმეორებთ რიტუალურად. როცა არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ეტიკეტს ვიცავთ.
ბოლო დროს რაღაც შეიცვალა. ან მე შევნელდი, ან დრო აჩქარდა, ან მოუხშირეთ დათქმულზე ადრე დაკაკუნებას. ამ ყავის მერე ორ სიტყვას გავცვლით და დაგტოვებთ. გენდობით, რადგან აქ ყველაფერი დაბზარულია. დაკენტებული დანა-ჩანგალი და სანახევროდ ამომქრალი სუნამოები, თითო-ოროლაც - ძველი, ჩინური თეთრეული, სხვას რას წაიღებთ ამ ბინიდან. თავად ეს ბინაც ნათესავების სახელზეა, ითადარიგეს.
ვერ მოგატყუებთ, იმ ზღაპრების მე არა მჯერა, რომ ზოგ მეძავში ნაზად მთვლემარე ანგელოზია. და ამის გამო არც მიყვარხართ, არც მეჯავრებით, მხოლოდ დროებით გეგუებით ან მოგეჩვიეთ.
,,იცით, ვთხოვდები!" - მეუბნებით. იბედნიერეთ! ... მაგრამ ვერ ვხვდები, მე რას მერჩით, რა შუაში ვარ. მე ვის რა ვუთხრა, რა მეკითხება? წადით უთქმელად და ნუღარასდროს დაბრუნდებით!
ეს ცხოვრებაა. და ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვუძლებთ და ისე გავუძლებთ. სხვაც გამოჩნდება ქალი-ნუგეში ჩემი წელქვემოთ მოწყვეტილი მეგობრისათვის,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მადლობა ძვირფასებო!
ვინ ქსოვს ცხოვრებას, ვიცით, მაგრამ ამ ნაქსოვს ვინ, რატომ და როგორ არღვევს, ან ამ ნაშალ ძაფებში რატომ ვიბურდებით?
ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა პასუხის დაგვიანებისთვის ბოდიში მოვუხადო მათ, ვინც პირადი შეტყობინებებით დამიკავშირდა. კარგახანს კომპთან მუშაობის საშუალებას მოკლებული ვიყავი, ბევრი წერილი დამიგროვდა და ჯერ შედარებით ახლებამდე ვერ მოვაღწიე. ყველას აუცილებლად გიპასუხებთ. მადლობა ძვირფასებო!
ვინ ქსოვს ცხოვრებას, ვიცით, მაგრამ ამ ნაქსოვს ვინ, რატომ და როგორ არღვევს, ან ამ ნაშალ ძაფებში რატომ ვიბურდებით?
ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა პასუხის დაგვიანებისთვის ბოდიში მოვუხადო მათ, ვინც პირადი შეტყობინებებით დამიკავშირდა. კარგახანს კომპთან მუშაობის საშუალებას მოკლებული ვიყავი, ბევრი წერილი დამიგროვდა და ჯერ შედარებით ახლებამდე ვერ მოვაღწიე. ყველას აუცილებლად გიპასუხებთ.
13. ჰო, ეს ცხოვრებაა. ვინ ქსოვს, ნეტა, ცხოვრებას, რანაირი ხელებით, რა ფერის ყაისნაღებით? კარგი ლექსია ქალბატონო ნინო, თქვენეული "ქსოვით" გამორჩეული. ჰო, ეს ცხოვრებაა. ვინ ქსოვს, ნეტა, ცხოვრებას, რანაირი ხელებით, რა ფერის ყაისნაღებით? კარგი ლექსია ქალბატონო ნინო, თქვენეული "ქსოვით" გამორჩეული.
12. ..
მოქმედებს.. ..
მოქმედებს..
11. კარგია. მომეწონა. კარგია. მომეწონა.
9. ვერ მოგატყუებთ, იმ ზღაპრების მე არა მჯერა, რომ ზოგ მეძავში ნაზად მთვლემარე ანგელოზია.
ეს ცხოვრებაა. და ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვუძლებთ და ისე გავუძლებთ.
ფინალმა სახტად დამტოვა ვერ მოგატყუებთ, იმ ზღაპრების მე არა მჯერა, რომ ზოგ მეძავში ნაზად მთვლემარე ანგელოზია.
ეს ცხოვრებაა. და ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვუძლებთ და ისე გავუძლებთ.
ფინალმა სახტად დამტოვა
8. კარგია!
+ +
კარგია!
+ +
6. რა "მოულოდნელობები" არ მოუვა ხოლმე ამ ჭკვიან თავში დარბაისელს... საინტერსოდ იკითხება და ემოციასაც გიტოვებს... კარგად ნაფიქრი საუკეთესო შესრულებით... 555 რა "მოულოდნელობები" არ მოუვა ხოლმე ამ ჭკვიან თავში დარბაისელს... საინტერსოდ იკითხება და ემოციასაც გიტოვებს... კარგად ნაფიქრი საუკეთესო შესრულებით... 555
5. მეხება ლექსი. კარგადაა დაწერილი. მეხება ლექსი. კარგადაა დაწერილი.
3. როცა არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ეტიკეტს ვიცავთ.
რაღაც ძალიან ახლო როცა არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ეტიკეტს ვიცავთ.
რაღაც ძალიან ახლო
2. გამოჩნდება... გამოჩნდება...
1. მდააა!...დახვეწილი! ფორმითაც ... შინაარსითაც .... მოქმედებს! 55555! მდააა!...დახვეწილი! ფორმითაც ... შინაარსითაც .... მოქმედებს! 55555!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|