 | ავტორი: მაილო ჟანრი: პროზა 26 მარტი, 2011 |
"რომელი საათია?" "01:18" "დავიძინოთ?" "უკვე?" "ჰო რა, აბა რაღა ვაკეთოთ?" "ცოტა ვითამაშოთ რა..." "აუ, აღარ დაიღალე ამ იდიოტობის თამაშით?" "კი, მაგრად" "მერე?" "რა მერე?" "მერე დავიძინოთ" "ცოტა ვითამაშოთ და მერე დავიძინოთ." "მაგრად გაკლია რა." "არაუშავს, ჩემზე მეტადაც აკლიათ ვიღაცეებს." "მერე ამით შენ რა?" "მე რა?" "ჰო, შენ რა?" "რავი, ის, რომ ჩემზე მეტადაც აკლიათ. მე არაფერი"
"რომელი საათია?" "01:51" "მართლა?" "ჰო, უკვე 52" "ეეე, ისევ მომკლეს, ამათიც..." "დავიძინოთ რა..." "ერთი ხელიც და ვიძინებთ." "ეგრე იძახი უკვე ორი საათია, ხვალ ადრე უნდა ავდგეთ" "მორჩა, ბოლოა,ერთიც და ეგ არი" "გათიშე სანამ მე გავთიშავ" "კარგი, დამაცადე რა" "საკმარისზე მეტი ხანია ვიცდი." "ბოლო ხელია, ხომ დაგპირდი." "ამის წინაზეც ბოლო იყო და წინის წინაზეც." "უკვე ტვინს ბურღავ, გითხარი ბოლოა-მეთქი!"
"რომელი საათია?" "მკიდიხარ, ახლა მე ვთამაშობ და შენ მელოდე!" "აუ 3 ყოფილა, ხვალ ადრე ვარ ასადგომი, ლექციები მაქვს. წამო რა, დავწვეთ..." "ჰაჰ, რას მელაპარაკები, მე რომ გეუბნებოდი ადრე ვარ ასადგომი ლექციები მაქ-მეთქი, მაშინ არ ითვლებოდა?!" "კი ითვლებოდა, მაგრამ ახლა ხომ ავდექი?" "ჰოდა, თუ ითვლებოდა, შენც გეთვლება და მეც მერე ავდგები და გეტყვი "ახლა ხომ ავდექი ორი საათის წინ რო მეჩიჩინებოდი-თქო"." "შენ უბერავ!" "ჩემზე მეტადაც უბერავენ ვიღაცეები." "მერე ამით შენ რა?" "მე რა?" "ჰო, შენ რა?" "რავი, ის რომ ჩემზე მეტად უბერავენ, სხვა არაფერი." "გამოიწი..." "რას შვები? გააფრინე?" "არც შენ და არც მე, მორჩა, ვეღარ ვითამაშებთ.დავიძინოთ!" "რა აზრი აქვს, ხვალ მაინც ალგორითმში ჩაარბენინებ..." "არ ჩავარბენინებ!" "მაშინ მე ჩავარბენინებ!" "ჰოდა დღეს დავიძინოთ, ხუთია უკვე ხვალ ლექციები გვაქ." "როგორ მეზიზღება ყველაფერი და შენ უფრო მეტად"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ისე, კარგად ასახავს დღევანდელ ყოველდღიურობას. თუ ვინმეს ერთი და იმავე წრეზე ტრიალი მოეჩვენება, არც გამიკვირდება. ავტორს ვერ გავამტყუნებდი, _ დღევანდელი ყოფა სწორედ ასეთია. :( წარმატებები! ისე, კარგად ასახავს დღევანდელ ყოველდღიურობას. თუ ვინმეს ერთი და იმავე წრეზე ტრიალი მოეჩვენება, არც გამიკვირდება. ავტორს ვერ გავამტყუნებდი, _ დღევანდელი ყოფა სწორედ ასეთია. :( წარმატებები!
13. პირველი ორი დიალოგი მომეწონა, მესამე ნაკლებად :) +4 პირველი ორი დიალოგი მომეწონა, მესამე ნაკლებად :) +4
12. მაგრად ვიხალისე:) მაგრად ვიხალისე:)
11. ჰოდა ჯერ არ მეძინება, წავიკითხავ ბოლომდე რააააააა??? ცოტა დამრჩა ჰოდა ჯერ არ მეძინება, წავიკითხავ ბოლომდე რააააააა??? ცოტა დამრჩა
10. რაღაც სხვისი არ ვიცი და მე დამაინტერესაა :)
რაღაც სხვისი არ ვიცი და მე დამაინტერესაა :)
9. რა სერიოზულია ეს ხალხი :D რა სერიოზულია ეს ხალხი :D
7. პროზას როცა კითხულობ რაღაც უნდა მოგცეს,დაგიტოვოს რომ მეორედაც,მესამედაც მოგინდეს წაკითხვა,ან უბრალოდ გაგყვეს. ეს არაფერი არაა,მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით და არც ისე მაინცდამაინც.ეს შეიძლება მარტო ავტორისთვის იყოს რაღაც. -5 პროზას როცა კითხულობ რაღაც უნდა მოგცეს,დაგიტოვოს რომ მეორედაც,მესამედაც მოგინდეს წაკითხვა,ან უბრალოდ გაგყვეს. ეს არაფერი არაა,მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით და არც ისე მაინცდამაინც.ეს შეიძლება მარტო ავტორისთვის იყოს რაღაც. -5
5. მე ვერ... მომიტევეთ...
სასიამოვნო დღეს გისურვებთ :) მე ვერ... მომიტევეთ...
სასიამოვნო დღეს გისურვებთ :)
3. ვიღაცეები - ვიღაცები
ეს ჩასასწორებელია საერთოდ ჯამში ეს პროზა არაა
განწყობა კი ნაცნობია... ვერ აჯობებ.. მეს
ვიღაცეები - ვიღაცები
ეს ჩასასწორებელია საერთოდ ჯამში ეს პროზა არაა
განწყობა კი ნაცნობია... ვერ აჯობებ.. მეს
2. ქაუნთერს თამაშობდით? :D ქაუნთერს თამაშობდით? :D
1. მიუხედავად ჩემი საშინელი მეხსიერებისა, მახსოვხარ.
მიყვარს ეგოისტები, ზოგადად :)
უნდა წაგიკითხო :) მიუხედავად ჩემი საშინელი მეხსიერებისა, მახსოვხარ.
მიყვარს ეგოისტები, ზოგადად :)
უნდა წაგიკითხო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|