| ავტორი: ნუცი ჟანრი: პროზა 28 მარტი, 2011 |
მისალმება_ალბათ მეომრული.მხარდამხარ უსწორდებიან. ხელების მოძრაობით ცოცხალ ჯაჭვად ებმებიან ერთმანეთს და თავებს უხრიან ნიშნად, შენს გვერდით ვარ და პატივს გცემ. სახელები_ძალიან უცნაური: ლეჩ_შევარდენი. დეგი_მხარდამხარ(გულთან ახლოს), მექა_სალოცავი. სახე_მგლის მზერით. ხასიათი_კავკასიური. არწივის გაშლილი ფრთების ირაო და ცეკვით დანთებული ცეცხლი, რომლითაც თბებიან. გული_ გამოძერწილი იჩქერიის მიწისა და წყლისაგან. რწმენა_მუსლიმი. მომავალი_დაჭრილია და თავს ,,ტყეში"აფარებს. თუ გადარჩა დაბრუნდება!
მას აცილებდა თავისი ხალხი და მე. რკინიგზის სადგურზე იდგა ბაქოს მატარებელი სავსე მგზავრებით. გამცილებლების თვალებში გამოხატული გაკვირვებით. ეს იყო გაცილება, რომელიც არანაირად არ გავდა არცერთ ჩვეულებრივს და მისი არჩვულებრიობა იმალებოდა ხუთი ვაჟკაცის უცნაურ ღიმილში, რომელიც რწმენას უძლიერებდა, სითბოს უტოვებდა უკვე მატარებლის შიგნით ფანჯარასთან ასვეტებულ სახეს, თვალებში უსასრულო ტკივილს რომ იტევდა. საკუთარში, გამშრალი ნერწყვით ვეღარ ჩაბრუნებულ ემოციას ,,შეჩვეულის" სახელით მონათლულს, მხოლოდ ერთი მოქმედება გასცემდა, თვალებს ზეცისაკენ აპარებდნენ და მერე თავებს მიწისაკენ ხრიდნენ. . . იანვრის თვის მზე ჩადიოდა, ხვალ ისევ ამოსვლის პირობით, რომელიც ხარკს აღარ უხდის ცივ ღამეებს და თანდათან ადიდებს დღეს. . .
როზა_ქალი რომელსაც დაუსწრებლად ვიცნობდი საკმაოდ დიდი ხანი თუმისაგან, ის კი მას, საოცარ ადამიანად ახასიათებდა. როზა იყო მათი ცნობილი საველე მეთაურის და, რომელზეც ომმა თმის წვერიდან ფეხის ფრჩხილებამდე გადაიარა და დატოვა ცარიელი ფიტული რწმენაშემოუძარცვავი. სარწმუნოება აძლიერებს მორწმუნეს და ისევ სამშობლოსათვის, ორი შვილის დედა გახდა. გავიცანი და დავრწმუნდი, თუმი მართალი ყო. ახლა ვფიქრობ და ვხვდები, მისი საოცარი ადამიანობა სათავეს საკუთარი ქვეყნის უზომო სიყვარულიდან იღებდა. უცნაურად ტკიოდა მომავალი. . . ცრემლნარევი გაბზარული ხმით მეკითხებოდა, როგორი გაიზრდებოდნენ მათი შვილები საფრანგეთში, ამერიკაში, დანიაში, სადაც ომის მერე ლტოლვილებად ბარდებიან ჩეჩნური ოჯახები. იხსენებდა ძველ გროზნოს და სულისა და გულის ყველა ნაწილი ტკიოდა მონატრებით. . .
მტკიოდა თუმის ორი სამშობლო ერთდროულად და დედა ღვთისმშობელს ვავედრებდი ჩემს ქვეყანას, დარდად გაჩენილ მეგობრის ტკივილთან ერთად. ის იმახსოვრებდა ყველას სახეს. თითოეულზე აჩერებდა მზერას და გონებაში იბეჭდავდა, თუმცა მითხრა, რამოდენიმე თვეში შემეძლება უკან დაბრუნებაო. დედა დატოვა ავადმყოფი აქ, საქართველოში, სადაც თავს თავისიანებთან გრძნობდა. კავკასიელები უგულოდ ვერ ცოცხლობენ. თუ თავად არ აფრინდნენ, მართვეებს როგორ ასწავლონ ფრენა? აქ, საქართველოსთან ახლოს, იჩქერიის ცოცხალ ჯაჭვად, თავიანთი გულების სასაფლაოზე, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ყველგან არის კარგი და ცუდი!
მომეწონა ნაწარმოები, მშვენიერი ნაწერია1 ჩემი უმაღლესი შეფასება!ისე მეც მაქვს ეს ადრე წაკითხული ყველგან არის კარგი და ცუდი!
მომეწონა ნაწარმოები, მშვენიერი ნაწერია1 ჩემი უმაღლესი შეფასება!ისე მეც მაქვს ეს ადრე წაკითხული
11. მახსოვს ეს.... ადრეც გამოაქვეყნე,...
დიდხანს გამყვა ეს ნაწერი,... ვენაცვალე დამწერს! გულიანო :-*
მახსოვს ეს.... ადრეც გამოაქვეყნე,...
დიდხანს გამყვა ეს ნაწერი,... ვენაცვალე დამწერს! გულიანო :-*
10. კავკასიელები უგულოდ ვერ ცოცხლობენ. თუ თავად არ აფრინდნენ, მართვეებს როგორ ასწავლონ ფრენა? აქ, საქართველოსთან ახლოს, იჩქერიის ცოცხალ ჯაჭვად, თავიანთი გულების სასაფლაოზე, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან
55555 ბრწყინვალეა! გაიხარე, ავტორო! ეს ჩანახატი, კაი ხანია, რაც დღიურში მიდევს! სულ მინდოდა მადლობა მეთქვა და თურმე დაკომენტარებულიც კი არ მქონია! :)
წარმატებებს გისურვებთ! კავკასიელები უგულოდ ვერ ცოცხლობენ. თუ თავად არ აფრინდნენ, მართვეებს როგორ ასწავლონ ფრენა? აქ, საქართველოსთან ახლოს, იჩქერიის ცოცხალ ჯაჭვად, თავიანთი გულების სასაფლაოზე, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან
55555 ბრწყინვალეა! გაიხარე, ავტორო! ეს ჩანახატი, კაი ხანია, რაც დღიურში მიდევს! სულ მინდოდა მადლობა მეთქვა და თურმე დაკომენტარებულიც კი არ მქონია! :)
წარმატებებს გისურვებთ!
9. მტკიოდა თუმის ორი სამშობლო ერთდროულად და დედა ღვთისმშობელს ვავედრებდი ჩემს ქვეყანას, დარდად გაჩენილ მეგობრის ტკივილთან ერთად. ის იმახსოვრებდა ყველას სახეს. თითოეულზე აჩერებდა მზერას და გონებაში იბეჭდავდა, თუმცა მითხრა, რამოდენიმე თვეში შემეძლება უკან დაბრუნებაო. დედა დატოვა ავადმყოფი აქ, საქართველოში, სადაც თავს თავისიანებთან გრძნობდა. კავკასიელები უგულოდ ვერ ცოცხლობენ. თუ თავად არ აფრინდნენ, მართვეებს როგორ ასწავლონ ფრენა? აქ, საქართველოსთან ახლოს, იჩქერიის ცოცხალ ჯაჭვად, თავიანთი გულების სასაფლაოზე, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან!
კარგი გოგო ხარ ნუცი:-*
ძალიან ტკივილიანია :(:(:( მტკიოდა თუმის ორი სამშობლო ერთდროულად და დედა ღვთისმშობელს ვავედრებდი ჩემს ქვეყანას, დარდად გაჩენილ მეგობრის ტკივილთან ერთად. ის იმახსოვრებდა ყველას სახეს. თითოეულზე აჩერებდა მზერას და გონებაში იბეჭდავდა, თუმცა მითხრა, რამოდენიმე თვეში შემეძლება უკან დაბრუნებაო. დედა დატოვა ავადმყოფი აქ, საქართველოში, სადაც თავს თავისიანებთან გრძნობდა. კავკასიელები უგულოდ ვერ ცოცხლობენ. თუ თავად არ აფრინდნენ, მართვეებს როგორ ასწავლონ ფრენა? აქ, საქართველოსთან ახლოს, იჩქერიის ცოცხალ ჯაჭვად, თავიანთი გულების სასაფლაოზე, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან!
კარგი გოგო ხარ ნუცი:-*
ძალიან ტკივილიანია :(:(:(
8. გაიხარეთ თქვენ! მტკიოდა თუმის ორი სამშობლო ერთდროულად და დედა ღვთისმშობელს ვავედრებდი ჩემს ქვეყანას, დარდად გაჩენილ მეგობრის ტკივილთან ერთად... გაიხარეთ თქვენ! მტკიოდა თუმის ორი სამშობლო ერთდროულად და დედა ღვთისმშობელს ვავედრებდი ჩემს ქვეყანას, დარდად გაჩენილ მეგობრის ტკივილთან ერთად...
7. მომეწონა... ტკივილიანია და თანაც ძალიან კარგი! მომეწონა... ტკივილიანია და თანაც ძალიან კარგი!
5. მეც დიდ პატივს ვცემ ჩეჩენ ხალხს. ნაწერი ტკივილიანია.. მეც დიდ პატივს ვცემ ჩეჩენ ხალხს. ნაწერი ტკივილიანია..
4. ჩემი მოკრძალებული 2 ქულა.... ჩემი მოკრძალებული 2 ქულა....
3. აჰა!!!!!!!! და აქ არის მხოლოდ ორი კომენტი??????????
გენაცვალე,ნუცი!
ძალიან გენაცვალე!
ვგიჟდები ჩეჩენ ხალხზე! ვაჟკაცებზე! ვენაცვალე მაგათ! აჰა!!!!!!!! და აქ არის მხოლოდ ორი კომენტი??????????
გენაცვალე,ნუცი!
ძალიან გენაცვალე!
ვგიჟდები ჩეჩენ ხალხზე! ვაჟკაცებზე! ვენაცვალე მაგათ!
2. ძალიან სევდიანი ნაწერია. ეს თემა ჩემთვის ისე ახლობელია... უფრო შინაურულად წავიკითხე... ტრაგედიას, სევდას და ტკივილს ეროვნება არ გააჩნია, მას ყველა ერთნაირად განიცდის...
წარმატებები... ძალიან სევდიანი ნაწერია. ეს თემა ჩემთვის ისე ახლობელია... უფრო შინაურულად წავიკითხე... ტრაგედიას, სევდას და ტკივილს ეროვნება არ გააჩნია, მას ყველა ერთნაირად განიცდის...
წარმატებები...
1. სევდიანი ხატოვნებით არის აღწერილი ჩეჩნური ტრაგედია. სევდიანი ხატოვნებით არის აღწერილი ჩეჩნური ტრაგედია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|