| ავტორი: მარი ჟანრი: პოეზია 5 აპრილი, 2011 |
მინდა,მე მინდა გავრეკო აზრები და წამოვასხა საფრენ ბილიკად. კორექტულობა გაცლილი ბრაზი გასუფთავებულ ბგერებს ყვირის და... დუმილის თანახმად ირღვევა დუმილი, ძარღვებში ყინავენ სისხლის ნაწილებს გავიჭედებით და დავიძრებით, თუმცა ეს ფიქრი თავად აცივებს. ჩვენ ვეკიდებით კვლავ ისევ იმ დროს, ქუჩაში ვეძებთ მზერას-ფერის რუხ მოგონებებით აღსავსე სკივრებს ისვრიან და იწეწება მოგონებები. ხლართი-მანთები იძაბება როგორც ძარღვები, სადაც ყინავენ სისხლის ნაწილებს. თუმცა ეს ფიქრი თავდად მაციებს. გაბმული სტვენა მინგრეული დარაბის მიღმა გამორჩეულად მკაფიობას ეძებს სივრცეში, ჩამოლეწილი სახეები და ერთი ბგერა გვაყენებს სადღაც ჯვარედინზე,არც იქეთ-აქეთ. გვინდა,ჩვენ გვინდა გავრეკოთ აზრები და წამოვასხათ საფრენ ბილიკად. კორექტულობა,გაცლილი ბრაზი გასუფთავებულ ბგერებს ყვირის და... გამოვალთ, წამოვალთ და შემდეგ იდავეთ ვინ იყო მტყუანი, ვინ იყო მართალი. ცამდეა, ხო ცამდეა სავალი. ვინ ვისში გაცვალა ხელების ხაზები, ბედისწერის მალხაზები კი ჩვენ გამოვდივართ. ვუძლებთ, გავუძლებთ გამურული ზაფხულის სეზონს ის კი არ გვნაღვლობს,გვნაღვლობენ ნაღველს კი ურევენ ხელების ხაზებით და შემდეგ იდავეთ ვინ იყო მტყუანი, ვინ იყო მართალი. ცამდეა, ხო ცამდეა სავალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ო არ მინდაა ,რომ გული გატკინო :)) :)) :) ო არ მინდაა ,რომ გული გატკინო :)) :)) :)
4. აუფ, ცუდია ეგ ლექსი მე მოვკვდე! აუფ, ცუდია ეგ ლექსი მე მოვკვდე!
3. :) :) :)
წარმატებების მარი
პატივისცემით მისტერ ღიმილა :)
+2 სტიმულისთვის :) :) :)
წარმატებების მარი
პატივისცემით მისტერ ღიმილა :)
+2 სტიმულისთვის
2. ნიკას ლექსებს პერიოდულად ტეხავენ ხან მტელი სტრიქონი გააქვთ, ხან ფრაზები... :)) ნიკას ლექსებს პერიოდულად ტეხავენ ხან მტელი სტრიქონი გააქვთ, ხან ფრაზები... :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|