 | ავტორი: თამაზ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 6 აპრილი, 2011 |
კოლხეთი ის ძველი ქვეყანაა, რომლის დიდება და ბრწყინვალება თვალნათლივ აისახა თქმულებაში არგონავტების შესახებ. მითის ძველბერძნული და რომაული წყაროების მრავალფეროვან ვარიანტებში მეტად საინტერესო მასალაა მოყვანილი კოლხეთში ქართველურ ტომთა გაერთიანებაზე, მათი გავრცელების გეოგრაფიაზე, წეს-ჩვეულებებზე, კულტურაზე და სხვა.
არგონავტების მითი უძველესია - წინ უსწრებს ტროას თქმულებას (II ათასწლეულის I ნახევარი). არგონავტიკის თემა უკვდავია, იგი შემდგომ საუკუნეებში და დღესაც ფიქრის, განსჯისა და აღმაფრენის წყაროს წარმოადგენს. ბუნების შეუცნობ ძალთა მესაიდუმლე, გრძნეული მედეას სახე გაშუქდა თანამედროვე ქართულ თეატრში, პროზასა და პოეზიაში, მედეას მონუმენტური სკულპტურა 1969 წლიდან ამშვენებს ბიჭვინთის სანაპიროს და სხვა.
მითი არგონავტების შესახებ ანტიკური ხანის მწერლობის დაუშრეტელ წყაროდ იქცა. იგი მთლიანად ან ეპიზოდების სახით საფუძვლად დაედო მრავალ ლიტერატურულ ქმნილებას, რომელთა შორის მხატვრული თვალსაზრისით უმთავრესია ჰომეროსის "ილიადა" და “ოდისეა” (ძვ. წ. XII-VII ს.ს.), ევრიპიდეს “მედეა” (ძვ. წ. V ს.), აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკა” (ძვ. წ. III ს.), რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის იმავე სახელწოდების პოემა (I საუკუნე) და სხვა მრავალი. ფართოდ აისახა არგონავტების მოტივები სახვით ხელოვნებაში, მუსიკაში და სხვა.
მუდმივ ინტერესს იწვევს ოქროს საწმისის რაობის გარკვევაც. ანტიკური, ელინისტური და ბიზანტიური წყაროების მიხედვით X საუკუნეში შედგენილი განმარტებითი ლექსიკონის (სვიდა) თანახმად ოქროს ბეწვიანი საწმისი, რომელიც არგონავტებმა კოლხეთში მოიპოვეს, მოვლენის პოეტურად გადმოცემული ალეგორიული ფორმაა. სინამდვილეში ეს იყო ტყავზე დაწერილი ტაბუდადებული საიდუმლო ცნობა კოლხური მეთოდით ოქროს მიღების შესახებ.
1984 წელს ინგლისელი მეცნიერის ტიმ სევერინის ექსპედიციამ, ანუ “ახალმა არგონავტებმა”, გაიარა ის გზა, რაც სამი ათასი წლის წინათ ლეგენდარულმა იასონმა თავისი “არგოთი”. ტიმ სევერინმა საბერძნეთის ქ. ვოლოსიდან ეგეოსის ზღვის, დარდანელის სრუტის, მარმარილოს ზღვის ბოსფორის სრუტისა და შავი ზღვის გავლით ქ. ფოთს (ფაზისი) მიაღწია და იქიდან მდინარე რიონით ქუთაისში (კუტაია) ჩავიდა. ტიმ სევერინის მგზავრობამ დაამტკიცა არქაული ზღვაოსნური საშუალებების გამოყენებით არგონავტების თქმულებაში აღწერილი მოგზაურობის შესაძლებლობა. ახალმა არგონავტებმა სვანეთიც მოინახულეს, როგორც ლეგენდარული ოქროს საწმისის ადგილსამყოფელი - სვანეთი ხომ ერთადერთი კუთხეა, სადაც დღევანდლამდე შემონახულია მდინარეებიდან ოქროს გამოლექვის საკრალური საიდუმლო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ასეთი სტატიების აზრი ვერ გავიგე რა... კედლის გაზეთია ეს თუ ლიტსაიტი? გამრავლების ტაბულაც გამოგვიქვეყნეთ ბარემ... უცებ კალკულატორი რომ გაგავიფუჭდეს _ გამოგვადგება :)
არც რაიმე სიახლე თემაზე, არც ავტორისეული ხედვა საკითხის... რა არის ეს _ ნუთუ ფიქრობ რომ საიტზე შემოდის თუნდაც ერთი ვინმე, ვისაც ეს არასოდეს სმენია... შენ მაინც რა დაგემართა ნაზარეველო... აქ რომ დევს... ეგაა არგონავტების ამბავი? ასეთი სტატიების აზრი ვერ გავიგე რა... კედლის გაზეთია ეს თუ ლიტსაიტი? გამრავლების ტაბულაც გამოგვიქვეყნეთ ბარემ... უცებ კალკულატორი რომ გაგავიფუჭდეს _ გამოგვადგება :)
არც რაიმე სიახლე თემაზე, არც ავტორისეული ხედვა საკითხის... რა არის ეს _ ნუთუ ფიქრობ რომ საიტზე შემოდის თუნდაც ერთი ვინმე, ვისაც ეს არასოდეს სმენია... შენ მაინც რა დაგემართა ნაზარეველო... აქ რომ დევს... ეგაა არგონავტების ამბავი?
1. იხილეთ ილუსტრაცია......
რათქმაუნდა ძალიან კარგი არგონავტების ამბავი......აქ რომ დევს.... იხილეთ ილუსტრაცია......
რათქმაუნდა ძალიან კარგი არგონავტების ამბავი......აქ რომ დევს....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|