 | ავტორი: ზაზა_გაბეჩავა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 აპრილი, 2011 |
ხელოვნება და ყოველი არსი მოქმედებისა მხოლოდ სიკეთეში უნდა ჰყვაოდეს და ისხამდეს ნაყოფს...პირველი, რაც დაიწერა და შეიქმნა ღვთისგანაა. ასევე ჩვენც, რასაც ვწერთ თუ ვქმნით -ღვთის სიყვარულით უნდა იყოს და ქრისტიანული საწყისებიდან უნდა ამოიზარდოს. უფლის სადიდებლად, სიყვარულის სადიდებლად, იმ უდიდესი სიყვარულისა, რომლითაც ღმერთმა შექმნა ეს სამყარო. თვის ხატად ადამიანი. ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად ღმერთის სახე აქვს. მარტო ამას უნდა ვცეთ დიდი პატივი, რომ ღმერთმა თავის მსგავსად შეგვქმნა. ყველა ადამიანში არის ღვთის სახე და სილამაზე, რაოდენ ( ჩვენი გაგებით უშნოც) არ უნდა იყოს ის...ამიტომაცაა სხვისი დაცინვა დიდი ცოდვა, რადგან როცა შენ ადამიანს დასცინი, ამით ღმერთს დასცინე. სიყვარული არის ჩვენი ცხოვრების შვება... და ამ სიყვარულს მუდამ უნდა მივუახლოვდეთ, მუდამ უნდა ავმაღლდეთ! ტალანტს ტალანტი უნდა მივუმატოთ... ჩვენ უნდა ვადიდოთ და წმინდა ვყოთ ის სიყვარული, რომლითაც ღმერთმა უფლება მოგვცა გვიყვარდეს...როდესაც უფლება გვაქვს გვქონდეს ჩვენი წილი სიყვარული ღვთის სიყვარულში...როდესაც ღმერთი გვეუბნება გიყვარდეთ ერთმანეთი! რომელი სიყვარულითაც გული წმინდაა და უღალატო, როდესაც ჩვენი გული ღმერთს ეკუთვნის, ჩვენ გვეკუთვნის და ადამიანებს...არსებობს კი ღმერთზე დიდი სიყვარული? როგორ უნდა უღალატო ამ სიყვარულს?
ჰაგიოგრაფიიდან დავიწყოთ და... -ვეფხისტყაოსანი არ კმარა? თუ რამე გვეწერება, სიკეთისთვის უნდა ვწეროთ. გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ ამით საკუთარ თავს წარმოვაჩენ...უბრალოდ აუცილებლად მივიჩნიე დამეწერა და თქვენამდე მომეტანა... არ შეიძლება ქალის სილამაზე ღვთისმშობლის ფრესკას შევადაროთ, ანგელოზს შევადაროთ...ჩემი აზრით ეს მკრეხელობაა. მე ვიტყოდი, რომ დღეს ძალიან ბევრი კარგი რაღაცა იქმნება და იწერება, მაგრამ... ცოტა რწმენაა საჭირო... და კიდევ ღვთის შიში... შევეშვათ რაღაც წარმართულ-მითოლოგიურ-ეროტიულ საწყისებს... ეს არაფერს მოგვიტანს. უბრალოდ რომ არ ვიხმაროთ სიტყვები ,,ჯადო, ბედისწერა, თილისმა და ა.შ. უკეთესი იქნება. ძალიან ცუდია როცა გვხვდება მამაკაცის ნაწარმოებში( თუნდაც ქალის) სიტყვა ,,წყეული''. საერთოდ რომ არ ვიხმაროთ ეს სიტყვა ძალიან კარგი იქნება. გინება -ეს ცალკე თემაა კიდევ...
მტკივა გული, რადგან ბევრი ნიჭიერი ვითომ ღმერთთან იწყებს პაექრობას...ეწინააღმდეგება რაღაცეებში და ამას მერე პოეზიას არქმევენ... ძალიან კარგი რაღაცეების შექმნა შეუძლიათ ამ ადამიანებს და დასანანია, რომ არ იხარჯებიან იქ, სადაც უნდა დაიხარჯონ.... თვიმკვლელობა ხომ თითქმის ყოველ მეორე ლექსში გვხვდება, ასევე ღმერთიც თითქმის ყოველ მეორე ლექსშია ნახსენები...ზუგჯერ უაზროდ, უმისამართოდ...თუ ასე გიყვართ ღმერთი თავს რატომ იკლავთ თქვე კეთილო ხალხო? ნიჭიერს უფრო მეტი მოეთხოვება, რადგან იგი ყოველთვის ხდება მისაბაძი. ეს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობაა. იქნებ ვინმე განსაცდელში მყოფმა წაიკითხა რაღაც სუიციდით დამთავრებული ნაწარმოები და იქნებ ეს გახდეს ბიძგი მისი თვითმკვლელობისა? მერე სად მიდიხარ? ამიტომაცაა ნათქვამი: ვისაც მეტი მიეცა- მეტიც მოეთხოვება. ცუდი არასდროს ვთხოვოთ ღმერთს, თუნდაც გულის სიღრმეში... დიდად მადლობელი ვიქნები, თუ ამას სწორად გაიგებს ერთი ადამიანიც კი...
უფალი გვფარავდეს ყველას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. გაიხარე ჩემო კარგო! გაიხარე ჩემო კარგო!
19. ჭეშმატირება ძალიან ლამაზადაა გადმოცემული! ზაზა, ძალიან-ძალიან კარგი ხარ :) ჭეშმატირება ძალიან ლამაზადაა გადმოცემული! ზაზა, ძალიან-ძალიან კარგი ხარ :)
18. როგორც მამა გაბრიელი ამბობს: ერთ ადამიანზე უკეთესადაც თუ მოგაქვს თავი სიმაღლეში ხარ -ეს კი საძაგელია ღვთის წინაშე... როგორც მამა გაბრიელი ამბობს: ერთ ადამიანზე უკეთესადაც თუ მოგაქვს თავი სიმაღლეში ხარ -ეს კი საძაგელია ღვთის წინაშე...
17. რა თქმა უნდა ღვთის ნებაა ყოველივე და ვინ სად მოხვდება...მეც ამას ვამბობ... და თვით ქრისტე გვეუბნება ილოცეთ, ითხოვეთ და მოგეცემოდეთო... როდესაც ლოცულობთ და შენდობას ითხოვთ სხვასაც შეუნდეთო...თუ სხვას არ შეუნდობთ არც თქვენ შეგინდობთო მამაღმერთი... ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ რა გამოდის? ერთადერთი გზაა სინანული რაც ლოცვით და შენდობით მიიღწევა... ამიტომაც უნდა შევინანოთ...ეს არის ერთად-ერთი გზა...საიდანაც თავმდაბლობა მიიღწევა ...სიმდაბლე არის ყველაზე დიდი ღვაწლი თურმე...როგორც მამა გაბრიელი ამბობს თუ ადამიანზე უკეთესადაც თუ მოგაქვს თავი სიმაღლეში ხარ ეს კი საძაგელია ღვთის წინაშე... ეს ყველაზე ძნელია, მაგრამ უნდა შევძლოთ! უკანასკნელნი ხომ პირველნი იქნებიან... რა თქმა უნდა ღვთის ნებაა ყოველივე და ვინ სად მოხვდება...მეც ამას ვამბობ... და თვით ქრისტე გვეუბნება ილოცეთ, ითხოვეთ და მოგეცემოდეთო... როდესაც ლოცულობთ და შენდობას ითხოვთ სხვასაც შეუნდეთო...თუ სხვას არ შეუნდობთ არც თქვენ შეგინდობთო მამაღმერთი... ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ რა გამოდის? ერთადერთი გზაა სინანული რაც ლოცვით და შენდობით მიიღწევა... ამიტომაც უნდა შევინანოთ...ეს არის ერთად-ერთი გზა...საიდანაც თავმდაბლობა მიიღწევა ...სიმდაბლე არის ყველაზე დიდი ღვაწლი თურმე...როგორც მამა გაბრიელი ამბობს თუ ადამიანზე უკეთესადაც თუ მოგაქვს თავი სიმაღლეში ხარ ეს კი საძაგელია ღვთის წინაშე... ეს ყველაზე ძნელია, მაგრამ უნდა შევძლოთ! უკანასკნელნი ხომ პირველნი იქნებიან...
16. "თუ არ ილოცე,თუ არ შეინანე, თუ არ განიწმინდე, თუ არ შეუნდე ყველას- ვერ მოხვდები სასუფეველში" - ვერ დავეთანხმები ავტორს, ღვთის ნებაა ვინ სად მოხვდება. რაც შენ ჩამოთვალე სასუფეველში მოხვედრის საშუალებებია და არა ერთადერთი გზა "თუ არ ილოცე,თუ არ შეინანე, თუ არ განიწმინდე, თუ არ შეუნდე ყველას- ვერ მოხვდები სასუფეველში" - ვერ დავეთანხმები ავტორს, ღვთის ნებაა ვინ სად მოხვდება. რაც შენ ჩამოთვალე სასუფეველში მოხვედრის საშუალებებია და არა ერთადერთი გზა
15. "თუ არ ილოცე,თუ არ შეინანე, თუ არ განიწმინდე, თუ არ შეუნდე ყველას- ვერ მოხვდები სასუფეველში" - ვერ დავეთანხმები ავტორს, ღვთის ნებაა ვინ სად მოხვდება. რაც შენ ჩამოთვალე სასუფეველში მოხვედრის საშუალებებია და არა ერთადერთი გზა "თუ არ ილოცე,თუ არ შეინანე, თუ არ განიწმინდე, თუ არ შეუნდე ყველას- ვერ მოხვდები სასუფეველში" - ვერ დავეთანხმები ავტორს, ღვთის ნებაა ვინ სად მოხვდება. რაც შენ ჩამოთვალე სასუფეველში მოხვედრის საშუალებებია და არა ერთადერთი გზა
14. ღმერთმა შეგინდოს ძმაო. არავინ იცის ვინ სად მოხვდება... ასე რელიგიაზე არ შეიძლება ლაპარაკი... ლოცვა აუცილებელია. თვით ქრისტე ღმერთი საათობით ლოცულობდა... კიდევ გეტყვი, რომ უცოდველი ადამიანი არ არსებობს და თუ არ ილოცე,თუ არ შეინანე, თუ არ განიწმინდე, თუ არ შეუნდე ყველას- ვერ მოხვდები სასუფეველში. ყოველივე ღვთის ნებაა ამქვეყნად და ჩვენ რაც დაგვიბარა ღმერთმა უნდა აღვასრულოთ.
ღმერთმა შეგინდოს ძმაო. არავინ იცის ვინ სად მოხვდება... ასე რელიგიაზე არ შეიძლება ლაპარაკი... ლოცვა აუცილებელია. თვით ქრისტე ღმერთი საათობით ლოცულობდა... კიდევ გეტყვი, რომ უცოდველი ადამიანი არ არსებობს და თუ არ ილოცე,თუ არ შეინანე, თუ არ განიწმინდე, თუ არ შეუნდე ყველას- ვერ მოხვდები სასუფეველში. ყოველივე ღვთის ნებაა ამქვეყნად და ჩვენ რაც დაგვიბარა ღმერთმა უნდა აღვასრულოთ.
13. მღვდლობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მე ამისთვის უღირსად ვთვლი თავს... რაც შეეხება სათქმელს თუ შემიძლია კიდევაც ვიტყვი და მოძღვარსაც ვკითხავ ეს არაა პრობლემა მეგობარო... მღვდლობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მე ამისთვის უღირსად ვთვლი თავს... რაც შეეხება სათქმელს თუ შემიძლია კიდევაც ვიტყვი და მოძღვარსაც ვკითხავ ეს არაა პრობლემა მეგობარო...
12. მე მყავს უნარების მასწავლებელი, რომელიც ათეისტია, ბავშვებს უფასოდ ამზადებს, საოცარი პიროვნებაა, სიკეთის მეტი არ უთესია არაფერი, ჭიანჭველას ფეხს არ აბიჯებს, მაგრამ რა ქნას ჯერა მხოლოდ საკუთარი ადამიანობის და თავისი გაკეთებული კეთილი საქმის, თუ ეს ადამიანი სამოთხეში არ მოხვდა, მიმიფურთხებია ჩემი რელიგიისთვის, ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, მთავარი არ არის ლოცვა მთავარია შენს გზაზე თესო ის რასაც სიკეთე სიყვარული ქვია, ანუ ღმერთის სახელი... მე მყავს უნარების მასწავლებელი, რომელიც ათეისტია, ბავშვებს უფასოდ ამზადებს, საოცარი პიროვნებაა, სიკეთის მეტი არ უთესია არაფერი, ჭიანჭველას ფეხს არ აბიჯებს, მაგრამ რა ქნას ჯერა მხოლოდ საკუთარი ადამიანობის და თავისი გაკეთებული კეთილი საქმის, თუ ეს ადამიანი სამოთხეში არ მოხვდა, მიმიფურთხებია ჩემი რელიგიისთვის, ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, მთავარი არ არის ლოცვა მთავარია შენს გზაზე თესო ის რასაც სიკეთე სიყვარული ქვია, ანუ ღმერთის სახელი...
11. ჰო, გეთანხმები ადამიანობა მთავარია, მაგრამ ღვთის დაუხმარებლად ვერაფერს გახდები... ადამიანობა არ არსებობს ღვთის სიყვარულის გარეშე, ქრისტიანობის გარეშე...
მარტო გონება არ კმარა ,ეს ნიშნავს რომ უბრალოდ ხიბლში ხარ და მეტი არაფერი... ლოცვა და ღვთის გზაზე სიარული აუცილებელია. ჰო, გეთანხმები ადამიანობა მთავარია, მაგრამ ღვთის დაუხმარებლად ვერაფერს გახდები... ადამიანობა არ არსებობს ღვთის სიყვარულის გარეშე, ქრისტიანობის გარეშე...
მარტო გონება არ კმარა ,ეს ნიშნავს რომ უბრალოდ ხიბლში ხარ და მეტი არაფერი... ლოცვა და ღვთის გზაზე სიარული აუცილებელია.
10. და შენ კიდევ ერიდე ქადაგების ცოდვაში ჩავარდნას :) აქ არაერთხელ უთქვამთ შენთვის, რომ მღვდლობა მოგიხდებოდა და მსგავსი, ანუ აზრი არ მინდა შემეცვალოს შენზე. და შენ კიდევ ერიდე ქადაგების ცოდვაში ჩავარდნას :) აქ არაერთხელ უთქვამთ შენთვის, რომ მღვდლობა მოგიხდებოდა და მსგავსი, ანუ აზრი არ მინდა შემეცვალოს შენზე.
9. არავინ არაფერ სხვას არ უნდა მისდიოს, ყველამ თავის გულის ცემის რიტმი უნდა შეუსაბამოს გონების განვითარებას და თავის თავში ადამიანი აღმოაჩინოს, მსოფლიოს მამოძრავებელი გენია ადამიანობა! არავინ არაფერ სხვას არ უნდა მისდიოს, ყველამ თავის გულის ცემის რიტმი უნდა შეუსაბამოს გონების განვითარებას და თავის თავში ადამიანი აღმოაჩინოს, მსოფლიოს მამოძრავებელი გენია ადამიანობა!
8. მესმის, თავისუფალი ნება რომ არ გვქონოდა მაშინ რობოტები ვიქნებოდით... სწორედ ესაა, როცა ღმერთთან შენი ნებით მიდიხარ არასდროს გეკარგება... თავისუფლება ნიშნავს ღვთის გზაზე სიარულს... არაა თავისუფლება, როცა ღმერთს ვეწინააღმდეგებით ეს მონობაა ეშმაკის მარწუხებში... ჰო, კიდევ აღრფრთოვანებულები ვართ ევროპული , თუ ამერიკული სამართლით და მათი ცხოვრებით... ის კი გვავიწყდება, რომ ღმერთზე სწორ და მართებულ სამართალს ყველა გენიოსი რომ შეკრიბო წარსულიდან , თუ მომავლიდან ვერავინ შექმნის... აუცილებელია მივსდიოთ 10 მცნებას... და ვიცხოვროთ ქრისტიანულად. ეს საქართველოს გადაარჩენს...
მესმის, თავისუფალი ნება რომ არ გვქონოდა მაშინ რობოტები ვიქნებოდით... სწორედ ესაა, როცა ღმერთთან შენი ნებით მიდიხარ არასდროს გეკარგება... თავისუფლება ნიშნავს ღვთის გზაზე სიარულს... არაა თავისუფლება, როცა ღმერთს ვეწინააღმდეგებით ეს მონობაა ეშმაკის მარწუხებში... ჰო, კიდევ აღრფრთოვანებულები ვართ ევროპული , თუ ამერიკული სამართლით და მათი ცხოვრებით... ის კი გვავიწყდება, რომ ღმერთზე სწორ და მართებულ სამართალს ყველა გენიოსი რომ შეკრიბო წარსულიდან , თუ მომავლიდან ვერავინ შექმნის... აუცილებელია მივსდიოთ 10 მცნებას... და ვიცხოვროთ ქრისტიანულად. ეს საქართველოს გადაარჩენს...
7. ზაზა შენგან კარგი მღვდელი გამოვა. ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ მგონი ყველაფერში რელიგიური დოგმების გამოყენებაც არ მიმაჩნია სწორად. განა უფალმა არ გვიბოძა თავისუფალი ნება? სწორედ შემოქმედებაშია გამოსახული ადამიანის მსგავსება ღმერთთან და არა ფიზიკურობაში, უფალი არაა მატერიალური. განა ვეფხისტყაოსანი არ აკრძალა ქართულმა ეკლესიამ? მიუხედავად ამისა შედევრი შემოგვინახეს იგივე სულიერმა მამებმა ეკლესიის წიაღიდან. რატომ? ხომ არ იყვნენ ისინი ერეტიკოსები? არა! მათ დაიფარეს ეს განძი იმიტომ, რომ მათ გამოიყენეს ბოძებული თავისუფალი ნება.
ზაზა შენგან კარგი მღვდელი გამოვა. ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ მგონი ყველაფერში რელიგიური დოგმების გამოყენებაც არ მიმაჩნია სწორად. განა უფალმა არ გვიბოძა თავისუფალი ნება? სწორედ შემოქმედებაშია გამოსახული ადამიანის მსგავსება ღმერთთან და არა ფიზიკურობაში, უფალი არაა მატერიალური. განა ვეფხისტყაოსანი არ აკრძალა ქართულმა ეკლესიამ? მიუხედავად ამისა შედევრი შემოგვინახეს იგივე სულიერმა მამებმა ეკლესიის წიაღიდან. რატომ? ხომ არ იყვნენ ისინი ერეტიკოსები? არა! მათ დაიფარეს ეს განძი იმიტომ, რომ მათ გამოიყენეს ბოძებული თავისუფალი ნება.
6. ვეთანხმები ავტორს, ადამიანი უნდა ცდილობდეს რომ ღმერთს დაემსგავსოს.
ვეთანხმები ავტორს, ადამიანი უნდა ცდილობდეს რომ ღმერთს დაემსგავსოს.
5. ადამიანურად გასაგები და დასაფასებელიცაა ავტორის პოზიცია, თუმცა არჯაკელს ვეთანხმები მე აქ.
ადამიანურად გასაგები და დასაფასებელიცაა ავტორის პოზიცია, თუმცა არჯაკელს ვეთანხმები მე აქ.
4. საერთოდ,მტკივნეული პრობლემა წამოჭერით და გეთანხმებით კიდეც,მაგრამ სულ რომ არ ვიხმაროთ ეს ქართული სიტყვები,როგორ დაიწერება,მაგალითად,ასეთი:"შენ გენაცვალე,სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა."? იმისი თქმა მინდა,რომ უნდა ვიხმაროთ,ოღონდ,სწორად.ბილწ სიტყვებს არ ვგულისხმობ. საერთოდ,მტკივნეული პრობლემა წამოჭერით და გეთანხმებით კიდეც,მაგრამ სულ რომ არ ვიხმაროთ ეს ქართული სიტყვები,როგორ დაიწერება,მაგალითად,ასეთი:"შენ გენაცვალე,სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა."? იმისი თქმა მინდა,რომ უნდა ვიხმაროთ,ოღონდ,სწორად.ბილწ სიტყვებს არ ვგულისხმობ.
3. მშვენიერია. ღმერთზე დიდი სიყვარული, არ არსებობს. მშვენიერია. ღმერთზე დიდი სიყვარული, არ არსებობს.
2. ზაზა, როგორც ყოველთვის;;)
ზაზა, როგორც ყოველთვის;;)
1. კარგი სიტყვაა ზაზა! მოწონება ჩემი... კარგი სიტყვაა ზაზა! მოწონება ჩემი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|