ზვიად წუდაქაიძეს
ზეზვამ ცხენები ხევის პირას მიმავალ ბილიკზე შერეკა და ფიქრებში ჩაიძირა. ცხვარიდან მომავალს ომალოში მიეჩქარებოდა ათენგენაზე. მთვარიანი ღამე და მომავალი ქეიფი თუშს გულს უხალისებდა. უკნიდან რაღაცა ჩქამი მოესმა, ცხენი შეაჩერა და ყური დაუგდო. ხმაური არ ისმოდა, ზეზვას თავის შიშზე გაეცინა და გზა განაგრძო. მაინც ურევდა ფიქრებს ის ცოტა ხნის წინ მოსმენილი ჩქამი. წყალი მოსწყურდა და ცხენებს თავს დაუარა, ჩამოხტა, წყაროსთან ჩაირბინა და წყალს დაეწაფა. უცებ ზევიდან ხმაური მოესმა და აიხედა. ხევის პირას ორი ცხენოსანი დედაბერი გაჩერებულიყო და ზეზვას დაჰყურებდნენ,”ვინ ოხრებ არიან” - გაიფიქრა ზეზვამ და ისევ წყალს დაეწაფა. -ბიჭავ!-მოესმა უცებ რაღაცნაირი, ხრინწიანი ხმა- ეგრე რათა სვამ წყალსა, ჭიქა არა დევს მანდა?-თუშმა თუშური კილო რომ ვერ შეიცნო გაკვირვებით ამოიხედა და ისევ დააშტერდა დედაბრებს. მოხუცებს უსიამო სახე ჰქონდათ და გაწეწილი თმები. უნერბურად გააჟრჟოლა ზეზვას ტანში. -თქვენ ვინა გკითხავათა მე როგორა ვსვამ წყალსა,ნეტავ მაცოდინას.-ჩაიბურტყუნა და ხელის დაბანას შეუდგა. მერე თმაზე გადაისვა სველი ხელი და თითქოს შვება იგრძნო. -ბიჭავ, ამით მაინც დალიე წყალი, ადამიანურად რად არ ირჯები, რა ნადირივით დასწაფებიხარ წყაროს წყალსა! -დაუძახა ისევ დედაბერმა რაღაცნაირი,რკინაგარეული ხმით. ზეზვა თითქოს რაღაც ძალამ გაზიდა ქალებისაკენ და მიუახლოვდა, სახეზე არც შეუხედავს ისე გაუწოდა ხელი, სპილენძის ჭიქა ჩამოართვა და უკან მიბრუნდა. -მადლობას არც იტყვი ბიჭავ?- მოემა უცებ ახალგაზრდა ქალის ხმა. გაოცებით მიტრიალდა და ცხენზე მჯდომი ახალგაზრდა ქალები დაინახა,თითქოს ის დედაბრები ქცეულიყვნენ უმსვენიერეს ალისფერთმიან ქალწულებად. ზეზვას თმა მაღლა წაუვიდა და ქალებს თვალი ჩამოატარა. ორივენი დედიშობილანი იყვნენ, ხშირი თმა წელამდე სწვდებოდათ, ხოლო ფეხის ტერფები ორივეს უკუღმა ქონდათ მოქცეული. ”თებჯორიკანი” - გაუელვა თუშს თავში და თავისი ცხენისკენ გაქანდა. წამის უსწრაფესად მოევლო ზედ და მათრახი გადაკრა. ცხენი ადგილიდან არ დაიძრა, მის წინ ჯგუფად შეყრილ ცხენებზე ერთი უსიამოვნოდ დაღრეჯილი ცხვირმოკაუჭებული, მეჭეჭებიანი, თმაგაბურძგნული მოხუცი იჯდა და რაღაცნაირად უწრუპუნებდა ცხენებს. მერე მიატრიალა ცხენი და ზეზვას წინ გაუძღვა. თუშიც მორჩილად მიჰყვა უკან. თავჩაქინდრული, ზარდაცემული, ფერმიხდილი მოშვებულად იჯდა ცხენზე და მოხუცისკენ არც იხედებოდა. ”ტყვია ვკრა, არ გაჭრს, ხანჯალიც ვერსა მიშველს. თან რამდენ ყოფილან... ახლა სადმე ხევში ჩამიყვანენ და იქ მომგუდავენ.” გახსენდა ოთხი წლის წინ მისი მეზობელი აბა წუდაქაიძე რო იპოვეს ხეთან დამხვრჩალი. მოხუცებმა თქვეს, თებჯორიკების დამხვრჩალიაო, აბა სხვა ვინ მოერეოდა ძალ-ღონით განთქმულ აბას,ან ის ღელე რას დაახრჩობდა. მაგრამ ზეზვამ არ დაიჯერა, არც ეჯერა ეგეთების, ბავშვების დასაშინებლადაა მოგონილიო. ამ დროს წინ მიმავალ ცხენზე მჯდომმა მოხუცმა სტვენას და ცხენების წრუპუნს უმატა, ცხენზე ტრიალებდა, იმანჭებოდა. უნდოდა ზეზვას აეხედა მაგრამ ზეზვა ისე ოყო გაოგონთებული, თვალიც კი არ გააპარა მისკენ. ”არ ავხედავ,ფიქრობდა ზეზვა-რომ ავხედო მომნუსხავს,ამგუდვას” ისე ჰქონდა სიკვდილის შიშს ატაცებული, რომ ნახევრად მკვდარი იყო უკვე. შორიდან მომავალი ძაღლების ყეფის ხმა არც გაუგია. მაშინ გამოფხიზლდა, როცა მისმა ცხენმა აიწყვიტა და ჭენებით გამოუდგა უკვე ოთხით მიმავალ დაწინაურებულ რემას. კინაღამ გადმოაგდო ცხენმა, მაგრამ თავი შეიკავა და უცებ გამოფხიზლებულმა მოედანზე დანთებულს ცეცხლებ მოჰკრა თვალი სადაც თუშები ათენგენობას ზეიმობდნენ და ცხენი იქითკენ გააქროლა. მოედანზე შევარდნლი ზეზვას ცხენი ძლივს დაიჭირეს. ზეზვა განაპირა კოცონთან გადმოვარდნილიყო და ხმას ვერ იღებდა. ელდანაცემი გაბრუებული იჯდა და ხალხს შეჰყურებდა უაზროდ. წყალი მოუტანეს და დაალევინეს, მერე ხუცესი მოვიდა და დალოცა, პირჯვარი გადააწერინა და ცოტა არაყი შეასვა. ზეზვამ ძლივს აწია მარჯვენა ხელი, რომელშიც სპილენძის ჭიქა ეჭირა და კიდევ გადაისახა პირჯვარი. მერე ბალახებში ჩაემხო და შიშისაგან სირცხვილნაჭამი აქვითინდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ჯადენმა რაც თქვა მაგის გათვალისწინების გარეშე აქ თუშურის არაფერი სცხია მთიულურ ხევსურულის კი ბატონო... "მერე ბალახებში ჩაემხო და შიშისაგან სირცხვილნაჭამი აქვითინდა." ეს საერთოდ ვერ გავიგე თუშის ხასიათი არაა და არც ნაწარმოებმა მოიხდინა... ჯადენმა რაც თქვა მაგის გათვალისწინების გარეშე აქ თუშურის არაფერი სცხია მთიულურ ხევსურულის კი ბატონო... "მერე ბალახებში ჩაემხო და შიშისაგან სირცხვილნაჭამი აქვითინდა." ეს საერთოდ ვერ გავიგე თუშის ხასიათი არაა და არც ნაწარმოებმა მოიხდინა...
14. :) სირცხვილი რატომ ჭამა, რომ შეეშინდა? შიში ბუნებრივი მოვლენაა და ვაჟკაცებსაც აუვლ-დაუვლის ტანში. :) სირცხვილი რატომ ჭამა, რომ შეეშინდა? შიში ბუნებრივი მოვლენაა და ვაჟკაცებსაც აუვლ-დაუვლის ტანში.
13. ძალიან რეალურად დახატული სურათია! +555 :) ძალიან რეალურად დახატული სურათია! +555 :)
12. ისეთი ცოცხალი სურათი დახატე,თითქმის დავიჯერე თებჯორიკების არსებობა ,ალბათ, ვისაც ეშინია ,იმას ეჩვენებიან ...მე არ მეშინია!:) კარგად წერ,მომეწონა.:) ისეთი ცოცხალი სურათი დახატე,თითქმის დავიჯერე თებჯორიკების არსებობა ,ალბათ, ვისაც ეშინია ,იმას ეჩვენებიან ...მე არ მეშინია!:) კარგად წერ,მომეწონა.:)
11. არა ირაკლი, რა შენიშვნა, ისე, ჩემი აზრი გამოვთქვი... და რა თქმა უნდა, გეთანხმები, რომ აი, მაგალითად, ამას- იმამ ვისაც გავეხვეწ, ნაბასრ ბჯღლებით დამიჭირ, იმას, რასაც ყლორტ ავასხ, ჩამომიხმად, დამიჩირდ, იმას, რასაც ხსნად ვეღირ, ჩამეგმანა-დ დამეკირ... (ე. თათარაიძე) - შეიძლება მართლაც ბევრი ვერ გაიგებს, მე უბრალოდ, რაც ისედაც შეცვლილი იყო შენთან(დაბოლოვებები სიტყვებში) იგივე შევცვალე, ოღონდ "წავათუშურე" :)
მართლაც, საინტერესო ამბავი შემთხვევია შენს მეგობარს.... :) არა ირაკლი, რა შენიშვნა, ისე, ჩემი აზრი გამოვთქვი... და რა თქმა უნდა, გეთანხმები, რომ აი, მაგალითად, ამას- იმამ ვისაც გავეხვეწ, ნაბასრ ბჯღლებით დამიჭირ, იმას, რასაც ყლორტ ავასხ, ჩამომიხმად, დამიჩირდ, იმას, რასაც ხსნად ვეღირ, ჩამეგმანა-დ დამეკირ... (ე. თათარაიძე) - შეიძლება მართლაც ბევრი ვერ გაიგებს, მე უბრალოდ, რაც ისედაც შეცვლილი იყო შენთან(დაბოლოვებები სიტყვებში) იგივე შევცვალე, ოღონდ "წავათუშურე" :)
მართლაც, საინტერესო ამბავი შემთხვევია შენს მეგობარს.... :)
10. გაიხარე ირაკლი! კარგი მონათხრობია :) ეს კუთხური კილოც უხდება :) საერთოდაც მიყვარს ასეთი ისტორიები :) მართალია ცოტა კი მაშინებს ხოლმე, მაგრამ მაინც... :D გაიხარე ირაკლი! კარგი მონათხრობია :) ეს კუთხური კილოც უხდება :) საერთოდაც მიყვარს ასეთი ისტორიები :) მართალია ცოტა კი მაშინებს ხოლმე, მაგრამ მაინც... :D
9. ახლა როგოა მანდა საქმე ჩემო ნანა...აქ მთლიანი თუშური რო გამეშვა მაგას 90% ვერ გაიგებდა და შეიძლება მეტიც...
ისე ეს ამბავი მართალივითაა,,,ჩემს ერთ მეგობარს მოელანდა...მთიდან მოდიოდა ცხენებით,თან ნავამიც არ იყო და რავი...ისე გავითვალისწინებ შენს შენიშვნებს...:) ახლა როგოა მანდა საქმე ჩემო ნანა...აქ მთლიანი თუშური რო გამეშვა მაგას 90% ვერ გაიგებდა და შეიძლება მეტიც...
ისე ეს ამბავი მართალივითაა,,,ჩემს ერთ მეგობარს მოელანდა...მთიდან მოდიოდა ცხენებით,თან ნავამიც არ იყო და რავი...ისე გავითვალისწინებ შენს შენიშვნებს...:)
8. ახლა ერთ-ორ მასტერ კლასს თუ ჩაგიტარებ თუშურში, არ გეწყინებ, ვიც... :)
თქვენ ვინა გკითხავათა მე როგორა ვსვამ წყალსა,ნეტავ მაცოდინას-მე თავა ვიც, რაგვერც დავლევ...-ასე ჯობია,უფრო კაცურ სტილშიც მეჩვენება ასეთი ლექსიკით. თებჟორიკანი-თებჟორიკაებ... ”ტყვია ვკრა, არ გაჭრს, ხანჯალიც ვერსა მიშველს. თან რამდენ ყოფილან... ახლა სადმე ხევში ჩამიყვანენ და იქ მომგუდავენ.”-ტყვია ვესროლ-ვერ მოკლავს,ხანჯარიც ვერ მიშველის. თან რამდენებ ყოფილან...ახლ სადმე ხევში ჩამიყვანენად იქ მომგუდავენ... და .შ.
მესიამოვნა ახლა იქით გადავარდნა, თუმცა ფინალი ცოტა ალოგიკური მეჩვენა-მერე ბალახებში ჩაემხო და შიშისაგან სირცხვილნაჭამი აქვითინდა... ვფიქრობ,ამ გაგანია დღეობების დროს კარგა გვარიანად ექნებოდა დალეული ჩვენს ზეზვას ორნახადი და უფრო სხვა რეაქცია ექნებოდა ვიდრე სირცვილისგან ქვითინი... :) მე წავაიუმორისტულებდი ბოლო წინადადებას. უფრო მოუხდებოდა ამ მსუბუქ სიუჟეტს. ისე თებჟორიკები სახელის ძახილით იქყებდნენ ძირითადად ურთიერთობას, როგორც გვეუბნებოდნენ ბავშვობაში მეზობელი ბებოები.... და ჭიქის მაგივრად, სპილენძის პატარა თუნგი ჯობს მე მგონი.
მოკლედ, მოგიკითხე გულით.
ახლა ერთ-ორ მასტერ კლასს თუ ჩაგიტარებ თუშურში, არ გეწყინებ, ვიც... :)
თქვენ ვინა გკითხავათა მე როგორა ვსვამ წყალსა,ნეტავ მაცოდინას-მე თავა ვიც, რაგვერც დავლევ...-ასე ჯობია,უფრო კაცურ სტილშიც მეჩვენება ასეთი ლექსიკით. თებჟორიკანი-თებჟორიკაებ... ”ტყვია ვკრა, არ გაჭრს, ხანჯალიც ვერსა მიშველს. თან რამდენ ყოფილან... ახლა სადმე ხევში ჩამიყვანენ და იქ მომგუდავენ.”-ტყვია ვესროლ-ვერ მოკლავს,ხანჯარიც ვერ მიშველის. თან რამდენებ ყოფილან...ახლ სადმე ხევში ჩამიყვანენად იქ მომგუდავენ... და .შ.
მესიამოვნა ახლა იქით გადავარდნა, თუმცა ფინალი ცოტა ალოგიკური მეჩვენა-მერე ბალახებში ჩაემხო და შიშისაგან სირცხვილნაჭამი აქვითინდა... ვფიქრობ,ამ გაგანია დღეობების დროს კარგა გვარიანად ექნებოდა დალეული ჩვენს ზეზვას ორნახადი და უფრო სხვა რეაქცია ექნებოდა ვიდრე სირცვილისგან ქვითინი... :) მე წავაიუმორისტულებდი ბოლო წინადადებას. უფრო მოუხდებოდა ამ მსუბუქ სიუჟეტს. ისე თებჟორიკები სახელის ძახილით იქყებდნენ ძირითადად ურთიერთობას, როგორც გვეუბნებოდნენ ბავშვობაში მეზობელი ბებოები.... და ჭიქის მაგივრად, სპილენძის პატარა თუნგი ჯობს მე მგონი.
მოკლედ, მოგიკითხე გულით.
7. ვაჰ კაი იყო, მართლა საინტერესოდ იკითხება. ვაჰ კაი იყო, მართლა საინტერესოდ იკითხება.
6. მეც მომეწონა.. მეც მომეწონა..
5. ძალიან მომეწონა, კარგი და საინტერესო ნაწერია! ერთი პატარა დაზუსტებაა, ჩემთვის, იქ თუშებს აქვთ წყლის სასმელი სპილენძის, მაგრამ რაღაც ქვია სპილენძის "ჭიქა" არა მგონია, ძალიან მომეწონა, კარგი და საინტერესო ნაწერია! ერთი პატარა დაზუსტებაა, ჩემთვის, იქ თუშებს აქვთ წყლის სასმელი სპილენძის, მაგრამ რაღაც ქვია სპილენძის "ჭიქა" არა მგონია,
4. საღოლ იკა მაგარია ++ საღოლ იკა მაგარია ++
3. საინტერესოდ წამეკითხა! საინტერესოდ წამეკითხა!
2. ირაკლი,საოცრად მომეწონა! ისე,ლამაზად მოიტანე-მთის კილო-კავი,ეჭვი შემეპარა შენს წარმომავლობაში! მთა-შენია, ვაჟკაცო! ირაკლი,საოცრად მომეწონა! ისე,ლამაზად მოიტანე-მთის კილო-კავი,ეჭვი შემეპარა შენს წარმომავლობაში! მთა-შენია, ვაჟკაცო!
1. პირველი მკითხველი აღმოვჩნდი:-P მართლა საინტერესო მონათხრობია. მამეწონა.:-*
პირველი მკითხველი აღმოვჩნდი:-P მართლა საინტერესო მონათხრობია. მამეწონა.:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|