ჩემი ბინის ფანჯრებიდან ყოველდღე ერთიდაიგივე ხედი იშლება. წარმოიდგინეთ გამოვდივარ აივანზე , ცალი ხელით ვიფხან მუცელს მეორეთი თვალებს ვიფშვნეტ და მთელი გულისყური იმაზე მაქვს გადატანილი, რამე ნაკლი აღმოვუჩინო დეიდაჩემის მიერ პარიზიდან ან არცთუ ისე პარიზიდან გამოგზავნილ "ნიკეს" შლოპანცებს...რომელიც იმდენად მაინც მაქვს დიდი რომ თითები ვახვანცალო. ხოდა ვდგავარ მე ჩემ აივანზე რომელიც სულ 2 კვადრატული მეტრია, რომელსაც მოაჯირი ორ მხარეს ჩამოენგრა და მესამე არც ქონია. ვდგავარ და უცბად მზერა ლამარას ფანჯრებზე შევაჩერე...ჩაფიქრებულმა მოაჯირზე დასაყრდნობად გავიწიე , მაგრამ დროულად გამახსენა რომ არ აქვს. -არადა ზუსტად მახსოვს ოთხი აცმა წითელი წიწაკა ეკიდა...ახლა სამია...დასკვნა :-ერთი აკლია და საკუთარი აღმოცენით აღფრთოვანებულმა გადავწყვიტე ბოლომდე მიმეყვანა დაწყებული გამოძიება, სად წავიდა წიწაკა. და გამახსენდა რომ ბავშვობაში გამომიძიებლობაზე ვოცნებობდი და შანსიც მომეცა ესეიგი რა შეიძლებოდა მომხდარიყო 1) სადილში უქნა 2)თავის რძალს აჭამა 3) მომეჩვენა 4)მოიპარეს აქედან გამოირიცხა ნომერ 1 (სადილში უქნა) ვინაიდან ლამარა სადილს არ აკეთებს ნომერ 2-ის გამორიცხვაც ლოგიკური იქნებოდა , თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ლამარას შვილი არ ჰყავს და საერთოდაც შინაბერაა აგრეთვე გამოირიცხა მესამე ვარიანტიც(მომეჩვენა) რა თქმა არის მომეჩვენა ცალი თვალი მოვჭუტე და მეორეთი წარმოსახვითი ჩიბუხი მრავალმნიშვნელოვნად გავაბოლე. დარჩა ვარიანტი 4. (მოიპარეს) კი მაგრამ ვინ!!!! ისევ და ისევ გამორიცხვის მეთოდი: სართული #1: აქ ცხოვრობენ ჩუმი ლიკა, რომელიც იმდენად ჩუმია რომ არამგონია წიწაკა მოეპარა, დალშე ბოზი ნადეჟდა მაგრამ წიწაკა?! არა არა, აბა ვინ. აააა თენგიზ II მოკლე!!! მაგრამ ეგ ისეთი მოკლეა რომ არა მგონია მთელი აცმა მოეპარა და საკუთარი ლოგიკით აღფრთოვანებულმა უკვე წარმოვიდგინე რამდენს გადამიხდიდნენ წიწაკის ქურდის დაჭერისთვის, მაგრამ....(აქ პაუზა) .... დაიცა დაიცა.... მე რა შუაში ვარ?! ეეეეეე ფსიუუუუუ შენ ჩემზე არ უნდა დაგეწერა....დაკუჭე რა ეს ფურცელი და შენი საქმე გააგრძელე, მე ჩემი საქმე მაქვს, უბანში ქუდობები ხდება, ხალხი წიწაკებს იპარავს სად მცალია შენთვის უი ხო და აი რისი მოყოლა მინდოდა სამოთახიან ბინის სამზარეულო... -სადააა სტუმრების სია? არ გინახავს? -ააა....აა...ააააააა. .. არა, აბა ნახე ეს ხომ არ არის? - და მამაჩემმა ჭიქა ასწია და დედაჩემის კივილის ფონზე სევამჩიე ფურცელი რომელსაც სადილის ნარჩენები ქონდა მიცხობილი და ჭიქის ფორმაზე მრგვლად იყო სველი, იდეაში ეს იყო სტუმრების სია... რაც არ უნდა გასაოცარი იყოს დაპატიჟებული სტუმრებიდან არცერთი არ იყო ჩემი მეგობარი, არც დედაჩემის...ჩემი და კიდე საერთდ არ იყო. როგორ ეხლა კაცი თავის ბიჭს ამერიკაში აცილებს "სასწავლებლად" და ხო უნდა აღნიშნოს ძმაბიჭებში. რეგისტრაცია ადვილად გავიარე და ეხლა უკვე თვითმფრინავშვი ვზივარ როგორც იქნა თავი დავაღწიე მთვრალი მამის და ძმაკაცების მხარზე ხელის ტყაპუნს და ათასნაირ რჩევა-დარიგებას. მუცლის ფხანის ფონზე თანაც --ჰოჰო შვილი ასახელო უნდა შენი სამშობლო აბა როგორ, აი ბაბუაშენი...(და მერე ორსაათიანი მონოლოგი, რომელსაც იძულებული ვარ ღიმილით მოვუსმინო და ყოველ გამოხედვაზე თავი დავუქნიო, თანაც სრული კრეტინის სიფათით) -ყოჩაგ გელა! ბიჭიც ესეთი უნდა (ისევ მხარზე ხელის ტყაპუნი) დედაჩემმა ჩვეულელბას არ უღალატა და თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ "მალე მოდიო" მომაძახა, მერე მიხვდა რო სისულელე თქვა და გადააკეთა -მშვიდობით მგზავრობას გისურვებო მოკლედ რაც უფრო ნათლად ვაანალიზებდი და ვგრძნობდი რომ გავცდი ომ ფარგლებს რომელსაც "ჩემი სამშობლო" ქვია, მით უფრო ნათლად ვგრძნობდი ჩემს მომავალ თავისუფლებას და წინასწარ ვტკბებოდი. როგორც იქნა ჩავაღწიე NEW YORK-ში და როგრც მოსალოდნელი იყო აეროპორტში მამაჩემის ძმაკაცის ბიჭი ლევანა დამხვდა. რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა, არმანის ყვავიანი მაიკით, გაცრეცილი ჯინსოვკებით და ტეტრისით ხელში (და ეს ყველაფერი new york-ში) ხოდა ესე გამოვარჩიე... უკვე იმას ვფქირობდი როგორ დავმალულიყავი, მაგრამ უცბად ვხედავ:-ლევანა ტეტრისით ხელში დახტის აეროპორტის მოსაცდელში და ზეგაბრწყინებული სახით ღრიალებს: -ოოოო იეეეეეეაააააა (ამ ყველაფერს ერთვის ხტუნაობა და ხელების გაურკვევლი მოძრაობა) Fuuuuuuuukc meeeee ხო ალბათ ლევანა ტეტრისი ახალ ტურში გავიდა...ეჰ, არ იცვლება. -ეეეე ტეტრის HERO !!!! აქეთ !! მე ვარ სანდრი როგორც იქნა გავაჩერეთ ტაქსი, ავიტანეთ სახლში ბარგი და ოთახში სესული , ეგრე ,მივხვდი რო მაგარ დროს გავატარებდი. ესეიგი ოთახში იდო ერთი ჭიქა , სამგზის მოკბეჩილი ფუნთუშა, რომელიც ეგრევე ვიცანი ზინაიდას საცხობდან იყო და უცბად ისიც გამახსენდა როგორ აცილებდნენ მშობლები ლევანას, ორი ყუთი ზინაიდას გამომცხვარი ფუნთუშებით და წინაპართა ფოტოალბომით...რომელიც ასე სადღაც შუასაუკუნეეებიდან იწყებოდა და ლევანას ფოტოთი მთავრდებოდა (ხელში სავეცკი ტეტრისით) მეორე დღეს: -დეე, წყალი რაააა ამ დროს კედელზე თვალი შევავლე კვადრატული მოყვანილობის კაცის პოსტერს და მიუხედავად იმისა რომ ეჭვი მქონდა ვისიც იქნებოდა მაინც ვკითხე ლევანას და....ნეტა არ მეკითხა -აი ესე გავიგე რომ ეს კვადრატული კაცი იყო ტეტრისის გამომგონებელი და თავიდან ბოლომდე მოვისმინე მისი ბიოგრაფია ბავშვობიდან სიკვდილის ბოლო წუთებამდე... 2 YEARS LATER... მიუხედავად იმისა რომორჯერ გამომაგდეს კოლეჯიდან, მიუხედავად იმისა რომ ორჯერ ამოვყავლი თავი ნიუ იორკის პოლიციაში, მიუხედავად იმისა რომ ყოველ დილით მაღვიძებდა ლევანას აღტაცებული შეძახილები , ოვაციები და გაურკვეველი მოძრაობები (ტეტრისის პონტში) , მერე რა რომ ლევანას pete doherty - ს გარდა არაფერს უსმენდა , იმის მუ\იუხედავადაც რომ უკვე ორ ცოლთან მოვასწარი გაშორება მაინც კარგი დრო გავატარე. საღამოს ბიჭები ჩემტან ამოვიდნენ (ჩემტან რა ლევანას სახლია)...ლევანა თავის ოთახში იჯდა და მარიოს ამუღამებდა... მოკლედ ზოგი წევს, ზოგი ზის, ზოგი დაბორიალობს ოთახიდან ოტახში, ზოგი იცინის, ზოგი რაღაცას ყვება გამწარებული და უცბად მოძრაობა წყდება და 15 თვალი ლევანას ოთახის კარს აშტერდება (მე ცალი თვლი გასასვლელი კარისკენ გავაპარე) ხმები ლევანას ოტახიდან: -yeeeeeeeees, არიიიის! არიიიიიიის!...გავედიიი, მამა ვარ მამააააააააა, მაღიარე! დავხურეეეეეე, დავიპყარიიიი, შემდეგ ტურში გავედიიი, ოოოოოოოოუ იეააააააა!!!!! fuck me!!!!!! რისხვა ვარ რისხვა! (ამას ტან ერტვის ლევანას ხტუნაობის და კედელზე ხელების ბრახუნის ხმები) -მაგარიააა, i am fuckong hero!!! აუ ბიჭო რა მაგარიაააააააააა, მხეცი ვარ ტოო, მამა ზუზუ ბაბულია მამა ზუზუ ჯაგა ჯაგააააა აქ ყველამ ერთმანეთს შეხედა ზეგაკვირვებული სახეეებით და მერე ყველამ ერთდორულად მე გამომხედა: -სანდრი, იქ რა ხდება ტოო -ააა...ააააა....არაფერი ისეთი... -აუ მოკვდა გოგო ალბათ -master class -ი ჩაუტარა ტოო.... :სიცილი: -არა, არა. ააააა.... თქვენ ვერ გაიგეთ -რა ვერ გავიგეთ შე ჩემა გამოვშტერდით, მიდი ერთი შეხედე გოგოს ხმა არ ისმის და ცოცხალია? - არა ბიჭებო!!!! თქვენ ვერ გაიგეთ,, ლევანა იმ ოთახში მარიოს ამუღამებს და ალბათ შემდეგ ტურში გავიდა! მე მივეჩვიე:| :ამას უკვე სიცილი აღარ ერქვა: რაღაც ზე ხმები სიმოდა ლევანას ბინიდან აქ ისევ ლევანა: - არის, მოკვდი!!!! მოკვდი!!! არააა ეს სოკო არ უნდა გამექცეს!!! შენი მოგი....აუუ ბიჭოო, ესე არ მინდა მე, ია ტაკ ნი იგრაიუ!!! შენიიი.. ჩემი თბილისში გამგზავრების დღეა ლევანა ტავისი ოთახიდან რაზგონით გამოექანა და პირდაპირ მე დამახტა ტავზე, თან საოცრად გაბრწყინებული თვალები ქონდა, თავს ვერ იკავებდა და ემოციებს ვერ მალავდა... -"დავხურეეეეე, დავხურეეეეე, მარიო დავხურეეე!!! სანდრი ცხენი უნდა ვიყიდო" და რა გასაკვირია თუ მამაცემის კითხვას :-აბა ბიჭო რა ხდებოდა-ო ასე ვუპასუხე: -ლევანამ მარიო დახურა -რა? - აააა არაფერი დაიკიდე....მაააა ტეტრისი მიყიდე რა აქ მშობლებმა ერთმანეთს გადახედეს (სასოწარკვეთილი თვალებით) და შუბლში ხელი ისე ზუსტად ერთდროულად და ისეთი არტისტიზმით იტკიცეს, რო კაცი იფიქრებდა სპეციალურად დადგმული ნომერიაო ხო ეს ყველაფერი კარგი მაგრამ...დაიცათ, დაიცათ...მე რა შუაში ვარ? ჩემზე რატომ წერთ ვსო შევეშვი წერას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. რავი აბა .................... რავი აბა ....................
15. ჰო იიმ დგეს სკოლას ვაცდენდიტ ჰო?:D და სკლის წინ ცჰვენს "კვარტირასჰი" ავედიტ და იქ მუზა მხარზე დამაჯდა და სჰეიმნა ეს სარო ნასჰრომი;;) ჰო იიმ დგეს სკოლას ვაცდენდიტ ჰო?:D და სკლის წინ ცჰვენს "კვარტირასჰი" ავედიტ და იქ მუზა მხარზე დამაჯდა და სჰეიმნა ეს სარო ნასჰრომი;;)
14. აუ არ ჰსნის, ამ ლინკსაც ტუ არ გაჰსნის იყოს ამსჰინ ( : აგარ მინდა http://img244.imageshack.us/my.php?image=eeeeeeeeeeeeepisiiiiiiiea3.jpg აუ არ ჰსნის, ამ ლინკსაც ტუ არ გაჰსნის იყოს ამსჰინ ( : აგარ მინდა http://img244.imageshack.us/my.php?image=eeeeeeeeeeeeepisiiiiiiiea3.jpg
13. ააააიტ ; ; ) არა ეს ამრთლა ამგარია, დაწერის პროცესი უკეტესი იყო აი ( : საჰურავი, 40 გრადუსი სიცჰე, და ბანანი [URL=http://imageshack.us][IMG]http://img504.imageshack.us/img504/1404/eeeeeeeeeeeeepisiiiiiiino7.jpg[/IMG][/URL] [URL=http://g.imageshack.us/img504/eeeeeeeeeeeeepisiiiiiiino7.jpg/1/][IMG]http://img504.imageshack.us/img504/eeeeeeeeeeeeepisiiiiiiino7.jpg/1/w800.png[/IMG][/URL] ააააიტ ; ; ) არა ეს ამრთლა ამგარია, დაწერის პროცესი უკეტესი იყო აი ( : საჰურავი, 40 გრადუსი სიცჰე, და ბანანი [URL=http://imageshack.us][IMG]http://img504.imageshack.us/img504/1404/eeeeeeeeeeeeepisiiiiiiino7.jpg[/IMG][/URL] [URL=http://g.imageshack.us/img504/eeeeeeeeeeeeepisiiiiiiino7.jpg/1/][IMG]http://img504.imageshack.us/img504/eeeeeeeeeeeeepisiiiiiiino7.jpg/1/w800.png[/IMG][/URL]
12. ,,აუ ბიჭო რა მაგარიაააააააააა, მხეცი ვარ ტოო, მამა ზუზუ ბაბულია მამა ზუზუ ჯაგა ჯაგააააა" :)) :)) :)) 5 ;)
,,აუ ბიჭო რა მაგარიაააააააააა, მხეცი ვარ ტოო, მამა ზუზუ ბაბულია მამა ზუზუ ჯაგა ჯაგააააა" :)) :)) :)) 5 ;)
11. ლუუუ :O :O :O
მოიცა, მოხვალ შენ სახლში!!!
:-w ლუუუ :O :O :O
მოიცა, მოხვალ შენ სახლში!!!
:-w
10. ვღადავესავით :) ვღადავესავით :)
9. -ტომ -პასუხი არ არის -ტომ -პასუხი არ არის სად დაიკარგა ეს ბიჭი ; ) )
-ტომ -პასუხი არ არის -ტომ -პასუხი არ არის სად დაიკარგა ეს ბიჭი ; ) )
8. ეს სახურავზეა დაწერილი 40 გრადუს სიცხეში=)) თქვენ კომენტარებს ისევ ვერ ვპასუხობ:| ეს სახურავზეა დაწერილი 40 გრადუს სიცხეში=)) თქვენ კომენტარებს ისევ ვერ ვპასუხობ:|
7. უი ლუბათი დამეპოსტა ჰოდა ლუბა ვარ , უბრალოდ ვერ მოვითმინე სიძვის დიაცითაც რო არ დამედო რამე =))
უი ლუბათი დამეპოსტა ჰოდა ლუბა ვარ , უბრალოდ ვერ მოვითმინე სიძვის დიაცითაც რო არ დამედო რამე =))
6. ისა ლუბა ვარ =)) ოღონდ არ გამიუქმოთ ეს ნიკი რა დზალიან მიყვარს. სხვატასჰორის წეღან ამრთლა დავხურე ტეტრისის ტანკები ისა ლუბა ვარ =)) ოღონდ არ გამიუქმოთ ეს ნიკი რა დზალიან მიყვარს. სხვატასჰორის წეღან ამრთლა დავხურე ტეტრისის ტანკები
5. ხო, ცუდი არ არის, მაგრამ... კოჭებში გეტყობა, უკეთესადაც შეგიძლია! 6 ხო, ცუდი არ არის, მაგრამ... კოჭებში გეტყობა, უკეთესადაც შეგიძლია! 6
4. სიძვის დიაცო :)) შენ წარმოიდგინე - დავხურეეეეეეეეეეეეე დავხურეეეეეეეეეე ანუ წავიკითხე =)) ჰო, კაშმარს არც მე არ დავწერ, რა იცი რას დაწერ შემდეგზე :D სიძვის დიაცო :)) შენ წარმოიდგინე - დავხურეეეეეეეეეეეეე დავხურეეეეეეეეეე ანუ წავიკითხე =)) ჰო, კაშმარს არც მე არ დავწერ, რა იცი რას დაწერ შემდეგზე :D
3. ნუ ნიკი ისეთი აუცილებლად შემოგიტყუებს ;) ნაწერი მოდი ნიჭიერი კაცის პრიკოლად ჩავთლი,სანამ სხვებს გავეცნობი. უჟას და კაშმარ არ ვწერ ,ხომ ხედავ ;;)
თუ საიტზე ახალი და ორიგინალური ''ტიპები''გაიჩითებიან,გამისწორდება. ნუ ნიკი ისეთი აუცილებლად შემოგიტყუებს ;) ნაწერი მოდი ნიჭიერი კაცის პრიკოლად ჩავთლი,სანამ სხვებს გავეცნობი. უჟას და კაშმარ არ ვწერ ,ხომ ხედავ ;;)
თუ საიტზე ახალი და ორიგინალური ``ტიპები``გაიჩითებიან,გამისწორდება.
2. აუ ნაღდად არ წმაიკიტხავს, მარა რატო გქვია ეგ სახელი დზალიან გინდა? კიარადა ნუ ისა რა... აი ბიჯები მიხვდებიან ხო ნუ კაი წავედი :))
ლოლ სიდზვის დიაცი...
საინტერესოა.
ხო ნუ არა, სჰოტიკოსაც უყვარდა ეგეტები, ნუ ცჰვენ რუსტაველს რა :))
აუ ნაღდად არ წმაიკიტხავს, მარა რატო გქვია ეგ სახელი დზალიან გინდა? კიარადა ნუ ისა რა... აი ბიჯები მიხვდებიან ხო ნუ კაი წავედი :))
ლოლ სიდზვის დიაცი...
საინტერესოა.
ხო ნუ არა, სჰოტიკოსაც უყვარდა ეგეტები, ნუ ცჰვენ რუსტაველს რა :))
1. ამხელას ამაღამ ვერ წავიკითხავ,მარა ნიკი აშკარად საინტერესო გაქ...
აშკარადდ... ამხელას ამაღამ ვერ წავიკითხავ,მარა ნიკი აშკარად საინტერესო გაქ...
აშკარადდ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|