ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაილო
ჟანრი: პროზა
14 აპრილი, 2011


მე, მე, მე, მე და დოროთა ანუ ისე რა ეგოისტური მოთხრობა

"უუუმეგობრო ადამიანიოოოო, ტიტუუუუ-ო მტერსო..." შეიცხადებდა ბებიაჩემი. კი, კარგი ქალი იყო დოროთა. ეს სახელი რატომ ერქვა დღემდე ვერ გავარკვიე. არც მის ბებიას ერქვა, არც ბებიის ბებიას და არც ვინმეს საერთოდ. მამამისს ანუ დიდ ბაბუას მოსწონდა თურმე ძალიან (ფრონტზე, ჰ-ყვარობდა სავარაუდოდ ვინმე დოროთეას და მოახვია დიდ ბებიასაც თავისი რომანები - ჩემი დასკვნებია), ჰოდა, დაურქმევიათ კიდევაც დოროთა.
  საშინლად ვერ იტანდა სახელს რომ უმოკლებდნენ : დორი, დორო, დორა ზოგისგან თეაც გამიგია. სულ აპროტესტებდა, ნუ გშურთ თქვენზე ლამაზი სახელი რომ მაქვს და მზევინარი და ლამზო რომ არ მქვიაო, მაგრამ მაინც არავინ აქცევდა ყურადღებას, მაინც ყველა დორი-ს ეძახდა.
  საიდან სადაო ისე დამემართა, მოკლედ, "მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო"... ასეც იტყოდა ვინმე ხალხში. და რა ამით, მაინც რაც უნდა ვიმხნევოთ თავი თუ ები, მარტო თუ ხარ მარტო ხარ. აი, მე მარტო ვარ. მინთია, "ნაჩნიკი", თქვენებურად "ლამფა" (თქვენ ხომ ლიტერატორები ხართ, ვამ ვიდნეე... ) და ვგრძნობ ... რომ
"რომ რა?"
"რომ მარტო ვარ?"
"რანაირად ხარ მარტო? აქ არ ვარ?"
"შენ ხო ვერ მოგიცილე, მარტო ვარ-მეთქი!"
"ვერც მომიცილებ! არ ხარ!"
"დავაი აქედან, თორემ სრულიად ურაკი მოვა და მეტყვის ბრჭყალებს ნუ იყენებ, ტირეები წერეო.."
"თქვას მერე, სრულიად ურაკი კი არა, სრულიად ლიტერატურა მოვიდეს თუ უნდა..."
"ვითომ?"
"რა ვითომ?"
"მოვიდეს?"
"მოვიდეს, ჩვენ რა? ბრჭყალები უნდა ამ ამბავს და ვსო..."
"რუსულ ჟარგონებს ნუ ხმარობ, არ შეიძლება..."
"ნუ მიკანონებ რა ვიხმარო და რა არა, ეს ვიხმარო რაღა ჯანდაბაა?"
"შენ სულ როგორ უნდა ბუინობდე?"
"აჰაა... აბა რუსული ჟაარგონები არაო?"
"ჰო, მიჩვეული ვარ, იზვ... ფუ შენი..."
"ეე, ნუ ბილწობ! - არა, აღიარე, რა ქართულად ვთქვი?"
"აბა, აბა..."
"ისე, არ მოგენატრა დოროთა?"
"რავი, კი, მაგარი ბებო იყო. ახლა ვიხსენებდი..."
"რას მელაპარაკები, სულ არ გამიგია..."
"ნუ იღრიჯები."
"რატო არ მიხდება?"
"არ მაინტერესებ, ხელს ნუ მიშლი, საზოგადოებასთან ვურთიერთობდი"
"ჰო, და თავს შენი სიმარტოვით აცოდებდი"
"მარტო ვარ!"
"როგორ ხარ მარტო?!"
"შინაგანად ვარ!"
"ზუსტად შინაგანად არ ხარ."
"დამტოვე რა! ცოტა ხნით მაინც დამტოვე..."
"ვერასოდეს!"
"ეჰჰ... აბა რაზე მოვყვე ახლა მე, სიმარტოვეზე ვაპირებდი დაწერას და რაღა გამოვიდა?"
"არა უშავს, მაინც ის უნდა დაგიწერონ კომენტარებში, რომ "არ მოსწონთ და მიუტევო" და შენც ..."
"და მეც რა?"
"მიუტევებ, ცხადია..."
"ააა..."
"ჰო, რა, დღეს მიტევების საერთაშორისო დღეა, არ იცოდი?"
"გილოცავ!"
"შენც!"


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები