ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ მჭედლიშვილი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2011


დრო ახილების

სამყაროს პირთან ის მარტო იდგა
და ოდეს ღამით ვარსკვლავებს თვლიდა -
იბადებოდა მასში ოცნება,
როცა ჯერ კიდევ არ იყო ციცქნა.

იდუმალებით მოცულ სფეროში,
აზრები გრძნობის სარკმელებს ჭრიდა,
და მოხატული ფანტაზიები -
ძველ ფიქრებს ახალ ფიქრებით ცვლიდა.

ინათა, დადგა დრო ახილების,
მაგრამ, კი მაშინ, ცა წვეთებს ღვრიდა -
და ჯერ უსუსურ „იგი“-ს ცოდვებზე
უკვე წიგნების ტომეულს შლიდა...

ფეხი აიდგა, და ნაკვალევის
„იგი“ ქვიშაზე დამჩნევას ცდიდა;
სიტყა წარმოთქვა და ენა ბასრი -
უკვე სიბასრით ქვასაც კი ჭრიდა...

გულგატეხილი იყო სამყარო,
როცა კიბეზე ქვეყანა იდგა,
თუმცა კი „იგი“ მოაჯირებით
მაღლა აცოცდა და ფრთებსაც შლიდა.
                                      2010 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები